დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 596-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340150000.05.001.102634 |
|
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) „ა.ბ“ და „ა.ბ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) პაპიროსი; ა.ბ1) სიგარა, სიგარილა;“; ბ) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე1) სიგარაბარი – სპეციალური დაწესებულება, რომელიც მოწყობილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე და რომელშიც დაშვებულია ამ მუხლის „ა.ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა და სიგარილის მოწევა;“. 2. მე-10 მუხლის 11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში (მხოლოდ ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა და სიგარილისა);“. 3. 101 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აკრძალულია სიგარაბარში ჩუქების, გაყიდვის ან გასინჯვის მიზნით მომხმარებლისთვის რაიმე პროდუქტის შეთავაზება, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა და სიგარილისა, აგრეთვე სასმლისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 28 მაისი 2025 წ. N596-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები