„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1349-VIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 340150000.05.001.020483
1349-VIIრს-Xმპ
30/12/2021
ვებგვერდი, 31/12/2021
340150000.05.001.020483
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) საზოგადოებრივი ტრანსპორტი − ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება, ტაქსი, მატარებელი, საჰაერო ხომალდი, მეტროპოლიტენი, საბაგირო ტრანსპორტი, გემი ან სხვა სანაოსნო საშუალება, რომელიც გამოიყენება ადამიანების შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ ან/და კომერციული მოგების მიღების მიზნით გადასაყვანად;“;

ბ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი:

„ყ) ბრენდის გაფართოება − თამბაქოს ნაწარმის ბრენდის, სასაქონლო ნიშნის, ემბლემის, სავაჭრო ნიშნის, ლოგოს ან ნებისმიერი სხვა განმასხვავებელი ნიშნის (მათ შორის, ფერთა განსხვავებული კომბინაციების) ისეთი კავშირი სხვა პროდუქტთან ან მომსახურებასთან, რომლის დროსაც თამბაქოს ნაწარმი და სხვა პროდუქტი ან მომსახურება ერთმანეთთან არის ასოცირებული.“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ბრენდის გაფართოება, აგრეთვე სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმით სავაჭრო მოწყობილობის/საგნის შიდა ან გარე ნაწილზე ისეთი აღნიშვნის, სურათის, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტის განთავსება და ამ მოწყობილობის/საგნის იმგვარი დიზაინი, რომელიც იწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა ან ასოცირება მასში განთავსებულ პროდუქტთან, თამბაქოს ნაწარმთან ან თამბაქოს მწარმოებელთან.“.

3. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა გემის ან სხვა სანაოსნო საშუალების ღია სივრცისა);“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში) მასში არასრულწლოვანის ყოფნისას;“;

ბ) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არ დაუშვას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, აეროზოლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება;“.

4. 121 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. 2025 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ახალი ნაწარმის და იმავე მუხლის „ა.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასახურებელი თამბაქოს თითოეულ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელია განთავსდეს შესაბამისი პიქტოგრამის გარეშე. ამასთანავე, ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასახურებელი თამბაქოს შემთხვევაში სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელია არ იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 დეკემბერი 2021 წ.

N1349-VIIრს-Xმპ