დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 726 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/08/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 104, 02/09/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270.090.000.08.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/09/2005 - 10/09/2005)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №726
2005 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ
ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სფეროს მოწესრიგების მიზნით, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 115 ლარით.
2. დამტკიცდეს:
ა) ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (დანართი №1);
ბ) ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (დანართი №2);
გ) ქალაქების, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში (გარდა ქ. თბილისისა), წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (დანართი №3);
დ) რაიონების (გარდა ქ. თბილისის რაიონებისა) აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (დანართი №4);
ე) რაიონის შემადგენლობაში შემავალი სოფლის, თემის, დაბის (გარდა დაბა წყნეთისა) და ქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (დანართი №5).
3. ბრძანებულება ამოქმედდეს 2005 წლის 1 სექტემბრიდან.
მ. სააკაშვილი
დანართი №1
ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების
ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი
სარგოების ზედა ზღვარი
| N | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი (ლარობით) |
| 1. | მთავრობის თავმჯდომარე | 2800 |
| 2. | უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე | 2300 |
| 3. | მთავრობის (უმაღლესი საბჭოს) თავმჯდომარის პირველი მოადგილე |
1800 |
| 4. | მთავრობის (უმაღლესი საბჭოს) თავმჯდომარის მოადგილე, მთავრობის წევრი, უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარე |
1700 |
| 5. | უმაღლესი საბჭოს წევრი (დეპუტატი) | 1000 |
| 6. | სხვა მთავარი საჯარო თანამდებობის პირი | 950 |
| 7. | წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი | 550 |
| 8. | უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 350 |
| 9. | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 270 |
დანართი №2
ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი
ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი
სარგოების ზედა ზღვარი
| N | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (ლარობით) | ||
| ქ.თბილისის მერია და საკრებულო | ქ.თბილისის რაიონების გამგეობები | დაბა წყნეთის გამგეობები | ||
| 1. | ქ. თბილისის მერი | 2300 |
|
|
| 2. | ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე |
2300 |
|
|
| 3. | ქ. თბილისის პრემიერი | 2000 |
|
|
| 4. | ქ. თბილისის საკრებულოს მდივანი |
2000 |
|
|
| 5. | ქ. თბილისის რაიონის გამგებელი |
| 1600 |
|
| 6. | ქ. თბილისის პრემიერის პირველი მოადგილე |
1600 |
|
|
| 7. | ქ. თბილისის პრემიერის მოადგილე |
1600 |
|
|
| 8. | ქ. თბილისის საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე |
1600 |
|
|
| 9. | ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე |
1600 |
|
|
| 10. | დაბა წყნეთის გამგებელი |
|
| 1400 |
| 11. | ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი, აპარატის უფროსი |
1400 |
|
|
| 12. | ქ. თბილისის რაიონის (დაბა წყნეთის) გამგებლის მოადგილე |
|
1000 |
800 |
| 13. | აპარატის უფროსის მოადგილე | 1000 |
|
|
| 14. | რაიონის გამგეობის აპარატის უფროსი |
| 1000 |
|
| 15. | მთავარი ბუღალტერი | 1000 |
|
|
| 16. | მთავარი მრჩეველი | 1000 |
|
|
| 17. | ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე |
1000 |
|
|
| 18. | სხვა წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი |
900 |
500 |
|
| 19. | უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 350 | 320 | 280 |
| 20. | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 250 | 220 | 200 |
დანართი №3
ქალაქების, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში (გარდა ქ. თბილისისა), წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი
| N | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (ლარობით) |
| 1. | მერი, საკრებულოს თავმჯდომარე | 1000 |
| 2. | მერის პირველი მოადგილე, საკრებულოს მდივანი | 550 |
| 3. | მერის მოადგილე | 450 |
| 4. | სხვა წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი | 400 |
| 5. | უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 310 |
| 6. | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 180 |
დანართი №4
რაიონების (გარდა ქ. თბილისის რაიონებისა) აღმასრულებელი
ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი
სარგოების ზედა ზღვარი
| N | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (ლარობით) |
| 1. | გამგებელი | 600 |
| 2. | წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი | 450 |
| 3. | უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 300 |
| 4. | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 160 |
დანართი №5
რაიონის შემადგენლობაში შემავალი სოფლის, თემის, დაბის (გარდა დაბა წყნეთისა) და ქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი
| N | თანამდებობათა დასახელება | მოსახლეობის რაოდენობა (ათასი კაცი) | ||||
|
|
| 1 ათასამდე | 1-დან 3 ათასამდე | 3-დან 5 ათასამდე* | 5-დან 10 ათასამდე | 10 ათასზე ზევით |
|
|
| თანამდებობრივი სარგოები (ლარობით) | ||||
| 1. | გამგებელი | x | x | x | 280 | 300 |
| 2. | საკრებულოს თავმჯდომარე |
180 |
200 |
250 |
280 |
300 |
| 3. | საკრებულოს მდივანი |
160 |
180 |
230 |
240 |
270 |
| 4. | გამგებლის მოადგილე |
x |
x |
230 |
240 |
270 |
| 5. | აპარატის უფროსი |
150 |
160 |
210 |
220 |
240 |
| 6. | სამსახურის უფროსი |
x |
x |
210 |
220 |
240 |
| 7. | სამსახურის უფროსის მოადგილე |
x |
x |
x |
200 |
220 |
| 8. | წამყვანი სპეციალისტი |
x |
x |
170 |
180 |
190 |
| 9. | უფროსი სპეციალისტი |
x |
135 |
140 |
145 |
150 |
| 10. | სპეციალისტი | 125 | 125 | 130 | 130 | 130 |
* შენიშვნა: „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებათა შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები