დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 729 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 03/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270.090.000.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №729
2007 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №104, მუხ. 1155) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი (ლარობით) |
| 1. | მთავრობის თავმჯდომარე | 3310 |
| 2. | უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე | 3070 |
| 3. | მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე | 2950 |
| 4. | მთავრობის წევრი (მინისტრი) | 2720 |
| 5. | უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, უმაღლესი საბჭოს კომიტეტის (ფრაქციის) თავმჯდომარე |
2360 |
| 6. | უმაღლესი საბჭოს კომიტეტის (ფრაქციის) თავმჯდომარის მოადგილე, მინისტრის პირველი მოადგილე, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი, მთავრობის აპარატის უფროსი |
2130 |
| 7. | უმაღლესი საბჭოს წევრი (დეპუტატი), მინისტრის მოადგილე | 1950 |
| 8. | სხვა მთავარი საჯარო თანამდებობის პირი | 1770 |
| 9. | წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი | 1540 |
| 10. | უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 1070 |
| 11. | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 590 |
2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან. .“.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
ნ. ბურჯანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები