დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 481 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 08/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 08/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №481
2010 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №104, მუხ. 1155) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №2
ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (ლარობით) |
| 1. | ქ. თბილისის მერი | 3540 |
| 2. | ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე | 3540 |
| 3. | ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე | 2950 |
| 4. | ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) | 2950 |
| 5. | ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 2850 |
| 6. | ქ. თბილისის მერის მოადგილე | 2750 |
| 7. | ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი | 2500 |
| 8. | ქ. თბილისის რაიონის გამგებელი | 2350 |
| 9. | ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი, ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის დეპარტამენტის უფროსი _ ქალაქის მთავარი არქიტექტორი |
2350 |
| 10. | ქ. თბილისის საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე | 2350 |
| 11. | ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 2350 |
| 12. | ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე; ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე |
1700 |
| 13. | ქ. თბილისის რაიონის გამგებლის მოადგილე; გამგეობის რაიონული სამსახურის ხელმძღვანელი _ გამგებლის წარმომადგენელი |
1600 |
| 14. | ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე |
1600 |
| 15. | ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე | 1600 |
| 16. | სხვა წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი | 1400 |
| 17. | უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 1100 |
| 18. | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 830.“. |
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები