„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 662
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 168, 28/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.004
  • Word
662
24/11/2007
სსმ, 168, 28/11/2007
270.090.000.08.002.004
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №662

2007 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს 726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს 726 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., 104, მუხ. 1155) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 135 ლარით.“;

ბ) მე-2 პუნქტის ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული 1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 1

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი (ლარობით)

1

მთავრობის თავმჯდომარე

3310

2

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

3070

3

მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე

2950

4

მთავრობის წევრი (მინისტრი)

2720

5

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, უმაღლესი საბჭოს კომიტეტის (ფრაქციის) თავმჯდომარე

2360

6

უმაღლესი საბჭოს კომიტეტის (ფრაქციის) თავმჯდომარის მოადგილე, მინისტრის პირველი მოადგილე, მთავრობის აპარატის უფროსი

2130

7

უმაღლესი საბჭოს წევრი (დეპუტატი), მინისტრის მოადგილე

1950

8

სხვა მთავარი საჯარო თანამდებობის პირი

1770

9

წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი

1540

10

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

1070

11

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

 590.“;

გ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული 2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 2

ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი (ლარობით)

1

ქ. თბილისის მერი

3310

2

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

3310

3

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2720

4

ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი)

2720

5

ქ. თბილისის მერის მოადგილე

2600

6

ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი

2360

7

ქ. თბილისის რაიონის გამგებელი

2250

8

ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი

2250

9

ქ. თბილისის საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე

1890

10

ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1890

11

ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე

1540

12

ქ. თბილისის რაიონის გამგებლის მოადგილე

1420

13

ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე

1420

14

ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე

1420

15

სხვა წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი

1300

16

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

1070

17

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

 830.“;

დ) მე-2 პუნქტის „ბ1,, ქვეპუნქტით დამტკიცებული 21 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 21

ქალაქ ბათუმის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი (ლარობით)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2500

2

მერის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1540

3

მერის მოადგილე

1300

4

სამსახურის უფროსი, მერიის აპარატის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი

950

5

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

710

6

სამსახურის უფროსის მოადგილე, მერის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

590

7

მერიის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი

480

8

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

 540.“;

ე) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული 3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 3

თვითმმართველი ქალაქების (გარდა ქ. თბილისისა და ქ. ბათუმისა) წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი (ლარობით)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2480

2

მერის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

950

3

მერის მოადგილე

830

4

სამსახურის უფროსი, მერიის აპარატის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი

600

5

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

475

6

სამსახურის უფროსის მოადგილე, მერის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

400

7

მერიის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – მერიის რწმუნებული

320

8

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

 330.“;

ვ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული 4 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 4

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი (ლარობით)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2

გამგებლის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

830

3

გამგებლის მოადგილე

710

4

სამსახურის უფროსი, გამგეობის აპარატის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი

570

5

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

450

6

გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

350

7

გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული

320

8

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

 320.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი