„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 945
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 12/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 270090000.08.002.016665
945
12/10/2012
ვებგვერდი, 12/10/2012
270090000.08.002.016665
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
 
საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №945

                    2012 წლის   12 ოქტომბერი             

       ქ.თბილისი

„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №104, მუხ. 1155) შეტანილ იქნეს  ცვლილებები და ბრძანებულების მე-2 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №3

თვითმმართველი ქალაქების (გარდა ქ. თბილისისა და ქ. ბათუმისა) წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი

(ლარობით)

1.

საკრებულოს თავმჯდომარე, მერი

2750

2.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2150

3.

მერის მოადგილე

2050

4.

სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი

1490

5.

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

1250

6.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1000

7.

სამსახურის უფროსის მოადგილე, მერის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

800

8.

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

580.“;

ბ)  „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №4 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №4

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი

(ლარობით)

1.

საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი

2650

2.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1900

3.

გამგებლის მოადგილე

1500

4.

სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

1290

5.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1050

6.

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

810

7.

გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

790

8.

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

560.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი