დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 16/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №96
2010 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №104, მუხ. 1155) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №21 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №21
ქალაქ ბათუმის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი (ლარობით) |
| 1. | საკრებულოს თავმჯდომარე, მერი | 2750 |
| 2. | მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი), საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 2150 |
| 3. | მერის მოადგილე | 2050 |
| 4. | მერიის ადმინისტრაციის (აპარატის) უფროსი, სამსახურის უფროსი, ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორი, საკრებულოს აპარატის უფროსი | 1650 |
| 5. | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 1350 |
| 6. | წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი | 1350 |
| 7. | უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 900 |
| 8. | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 600“. |
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები