დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 189 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 57, 15/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270.090.000.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №189
2008 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში (სსმ III ნაწ., 2005 წ., №104, მუხ. 1155) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| ,,8. | ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი, ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახურის დეპარტამენტის უფროსი – ქალაქის მთავარი არქიტექტორი. |
2350.“. |
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები