დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1054 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 146, 19/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270.090.000.08.002.003 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1054
2005 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №104, მუხ. 1155) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების
ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი
სარგოების ზედა ზღვარი
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი (ლარობით) |
| 1. | მთავრობის თავმჯდომარე | 2800 |
| 2. | უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე | 2300 |
| 3. | უმაღლესი საბჭოს (მთავრობის) თავმჯდომარის მოადგილე, უმაღლესი საბჭოს კომიტეტის (ფრაქციის) თავმჯდომარე, მთავრობის წევრი (მინისტრი) | 1800 |
| 4. | უმაღლესი საბჭოს კომიტეტის (ფრაქციის) თავმჯდომარის მოადგილე | 1650 |
| 5. | უმაღლესი საბჭოს წევრი (დეპუტატი) | 1500 |
| 6. | სხვა მთავარი საჯარო თანამდებობის პირი | 950 |
| 7. | წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი | 550 |
| 8. | უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 350 |
| 9. | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 270 |
“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები