,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/02/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 11/02/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 05/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.10.003.000.962
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
18
08/02/2008
სსმ, 21, 11/02/2008
010.240.010.10.003.000.962
,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/02/2008 - 07/05/2008)

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №18

2008 წლის 8 თებერვალი

 ქ. თბილისი

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 იანვრის №33 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) შეიქმნას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დამტკიცდეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული დებულება და საშტატო ნუსხა;

ბ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 22 ერთეულით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის მომზადება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის დაფინანსებისათვის საჭირო სახსრების გამოყოფის მიზნით.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით.

2. აპარატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით.

3. აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.

5. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის ქუჩა №15ა.

    მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები

აპარატის ძირითადი ამოცანებია:

ა) ფართო სპექტრის პირდაპირი კონტაქტებისა და კავშირების დამყარება და გაფართოება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ საქართველოსთან მეგობრობით ან საქართველოთი დაინტერესებულ ქართველოლოგიურ, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივ ცენტრებთან, ორგანიზაციებთან, საზოგადოებებთან, ფონდებთან, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ბ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნების ხელშეწყობა;

გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, მათი ორგანიზაციების, საქართველოთი დაინტერესებული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური საკონტაქტო კომპიუტერული ბანკის შექმნა;

დ) ხელშეწყობა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი ორგანიზაციებისათვის ქართველი ხალხის ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გაცნობა-შესწავლის საქმეში;

ე) თავისი კომპეტენციის შესაბამისად საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, სიძველეების, განძების, ხელნაწერების, არქივებისა და სხვა ისტორიული კულტურული ფასეულობების მოძიება და აღნუსხვა.

    მუხლი 3. აპარატის ფუნქციები

დასახული ამოცანების განსახორციელებლად აპარატი:

ა) ამყარებს და ავითარებს კავშირებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ბეჭდვით ორგანოებთან და საქართველოთი დაინტერესებულ სხვა სტრუქტურებთან, აგრეთვე ცალკეულ პირებთან (ეთნიკურ ქართველებთან ან საქართველოს ყოფილ მოქალაქეებთან, რომლებსაც მიღებული აქვთ მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეობა);

ბ) ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებიც ინიციატივას იჩენენ შექმნან ქართულენოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო წრეები, კლუბები, სკოლები, საზოგადოებრივი და საოჯახო ბიბლიოთეკები, ვიდეოთეკები, მხატვრული თვითმოქმედების წრეები და სხვ.;

გ) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების განსამტკიცებლად თანამშრომლობს სახელმწიფო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კავშირებთან, საქართველოს საელჩოებსა და წარმომადგენლობებთან;

დ) უცხოეთში აგზავნის დელეგაციებისა და ჯგუფების შემადგენლობაში ქართული საზოგადოების წარმომადგენლებსა და ცალკეულ მოღვაწეებს. შესაბამისად, საქართველოში იწვევს დელეგაციებსა და ცალკეულ პირებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ მონაწილეობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებებში, ფესტივალებში, კვირეულებში და სხვ.;

ე) ხელს უწყობს საქართველოს უმაღლეს და საშუალო სკოლებში საზღვარგარეთიდან სასწავლებლად თანამემამულეების, აგრეთვე დასასვენებლად ბავშვების მიღებას;

ვ) ხელს უწყობს თანამემამულეთათვის მრავალტირაჟიანი გაზეთების, ქართული ენის თვითმასწავლებლების, ლექსიკონების, სასაუბროების, ბროშურებისა და სხვა ლიტერატურის გამოცემას ქართულ და უცხო ენებზე. თანამშრომლობის საფუძველზე რეკომენდაციებს აძლევს ტელე-რადიო კომპანიებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთათვის ქართული ტელე-რადიო მაუწყებლობის თაობაზე;

ზ) ახორციელებს თანამემამულეთა ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის ცენტრის საქმიანობის შესაბამისი თემატიკის წიგნების, პერიოდული გამოცემების, ვიდეოფილმების, კომპაქტდისკებისა და სხვა პროდუქციის გაგზავნას;

თ) ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვადასხვა დროსა და პირობებში მოხვედრილი ისტორიულ-კულტურული ფასეულობების მქონე ობიექტების მოძიებას, აღნუსხვასა და კატალოგების გამოცემას. ამ მიზნით აწყობს მიზნობრივ მივლინებებსა და გასვლებს უცხოეთის ქვეყნებში;

ი) ქმნის საინფორმაციო კომპიუტერულ ბანკს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების, მათი ორგანიზაციების, საქართველოთი დაინტერესებული სხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ.

    მუხლი 4. აპარატის შემადგენლობა

ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

ბ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი;

გ) სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;

დ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;

ე) სახელმწიფო მინისტრის მდივან-რეფერენტი;

ვ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე;

ზ) ბუღალტერი;

თ) მთავარი სპეციალისტი;

ი) წამყვანი სპეციალისტი.

    მუხლი 5. აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ერთ-ერთი მოადგილე. სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.

2. სახელმწიფო მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.

3. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი (შემდგომში – აპარატის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.

4. აპარატის უფროსი:

ა) მოქმედებს სახელმწიფო მინისტრის მითითებით, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის საქმიანობას;

ბ) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა კანდიდატურებს, გარდა სახელმწიფო მინისტრის მოადგილისა, აგრეთვე წინადადებებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესახებ;

გ) სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით განკარგავს აპარატის ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს;

დ) სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს წინადადებებს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ე) უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრისათვის ბრძანებების პროექტების მომზადებას;

ვ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ დავალებებს.

    მუხლი 6. აპარატის თანამშრომლები

1. სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.

3. აპარატის თანამშრომლები ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი არიან სახელმწიფო მინისტრის წინაშე.

    მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

 

თანამდებობა

რაოდენობა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

1

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

2

აპარატის უფროსი

1

ბუღალტერი

1

მინისტრის მრჩეველი

2

მინისტრის თანაშემწე

1

მინისტრის მდივან-რეფერენტი

1

მინისტრის მოადგილის თანაშემწე

2

მთავარი სპეციალისტი

4

წამყვანი სპეციალისტი

4

დამხმარე პერსონალი

3

სულ:

22

 

 

 

 

12. 05/11/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 284 - ვებგვერდი, 05/11/2013 11. 09/09/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 233 - ვებგვერდი, 10/09/2013 10. 11/12/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 462 - ვებგვერდი, 12/12/2012 9. 05/07/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 241 - ვებგვერდი, 09/07/2012 8. 29/02/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 78 - ვებგვერდი, 06/03/2012 7. 23/09/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 360 - ვებგვერდი, 110927013, 28/09/2011 6. 31/01/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 57 - ვებგვერდი, 040211, 04/02/2011 5. 12/01/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 5 - სსმ, 5, 18/01/2010 4. 13/11/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 207 - სსმ, 141, 18/11/2009 3. 18/02/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 27 - სსმ, 20, 20/02/2009 2. 03/12/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 232 - სსმ, 174, 05/12/2008 1. 07/05/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 114 - სსმ, 70, 08/05/2008