დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 207 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 141, 18/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №207
2009 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი, №21, მუხლი 238) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 31 ერთეულით.“.
2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. აპარატის შემადგენლობა
ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
ბ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – აპარატის უფროსი;
გ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
დ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბუღალტერი;
ე) სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;
ვ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;
ზ) სახელმწიფო მინისტრის მდივან-რეფერენტი;
თ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე;
ი) მთავარი სპეციალისტი;
კ) წამყვანი სპეციალისტი;
ლ) სამეურნეო მუშაკი;
მ) დამხმარე პერსონალი.“.
3. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
| თანამდებობა | რაოდენობა |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის მოადგილე | 2 |
| სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – აპარატის უფროსი | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბუღალტერი | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი | 4 |
| სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის მდივან-რეფერენტი | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე | 3 |
| მთავარი სპეციალისტი | 5 |
| წამყვანი სპეციალისტი | 5 |
| სამეურნეო მუშაკი | 1 |
| დამხმარე პერსონალი | 5 |
| სულ | 31.“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 15 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები