`დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
`დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 040211, 04/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.016217
  • Word
57
31/01/2011
ვებგვერდი, 040211, 04/02/2011
010240010.10.003.016217
`დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 57

2011 წლის 31 იანვარი

. თბილისი

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების  დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის 18 დადგენილებაში     ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის 18 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი, 21, მუხლი 238) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 20 ერთეულით..

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. აპარატის სტრუქტურა და შემადგენლობა:

1. აპარატის სტრუქტურა შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:

ა) პროგრამების დეპარტამენტი;

ბ) ანალიტიკის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული დაპარტამენტი.

2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) სახელმწიფო მინისტრი;

ბ) სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;

გ) სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი;

დ) აპარატის უფროსი;

ე) სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;

ვ) დეპარტამენტის უფროსი;

ზ) მთავარი ბუღალტერი;

თ) მთავარი სპეციალისტი;

ი) სპეციალისტი.

3. ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე. სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი..

4. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

თანამდებობა

რაოდენობა

1

სახელმწიფო მინისტრი

1

2

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

1

3

სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი

1

4

აპარატის უფროსი

1

5

სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

2

6

დეპარტამენტის უფროსი

3

7

მთავარი ბუღალტერი

1

8

მთავარი სპეციალისტი

6

9

სპეციალისტი

4

 

სულ:

20..

 

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრი                       ნ. გილაური