„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 233
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 05/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.017400
233
09/09/2013
ვებგვერდი, 10/09/2013
010240010.10.003.017400
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №233

2013 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიასპორის საკი­თ­ხებში საქარ­თველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერ­ვლის №18 დადგენილებაში (სსმ, 11.02.2008 წ.) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება:

1. დადგენილებით დამ­ტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­და­ქ­ციით:

„3. აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა, ლოგო (დანართი №1) და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­და­ქ­ციით:

„2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის (დანართი №2) შესა­ბა­მისად, აპარატში დგი­ნდება შემდეგი თანამდებობები:

ა) სახელმწიფო მინისტრი;

ბ) სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;

გ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

დ) დეპარტამენტის უფროსი;

ე) ფინანსური მენეჯერი;

ვ) სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;

ზ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;

თ) პრესსპიკერი (მთავარი სპეციალისტი);

ი) მთავარი სპეციალისტი;

კ) სპეციალისტი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების შემდეგ  დაე­მა­ტოს შემდეგი რედაქციის დანართი №1:

„დანართი №1

დიასპორის საკითხებში

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის

ლოგო და აღწერილობა

ლოგო არის პირობითად სტილიზებული ხე, რომელიც თავისთავად წარმოადგენს ბუნების ნაწილს, ხეს, რომელსაც ღრმად აქვს გადგმული ფესვები მიწაში.

ფესვი ნიშნავს საკუთარ ქვეყანასთან ძლიერ კავშირს (დაბადებას, დაფუძნებას, განვითარებას), ხოლო მერქანი ნიშნავს თვით არსებობის სიძლიერეს. ძლიერი მერქანი ეს არის ძლიერი არსებობის სიმტკიცე. ტოტები და ფოთლები, ეს არის სამყაროს გაშლა, სამყაროსთან შერწყმა, შესისხლხორცება სხვა სტიქიასთან (ამ შემთხვევაში, უცხო ქვეყანაში გასვლა).

   მწვანე ფერი, ეს არის სიცოცხლის სიმბოლო, სიცოცხლის ნიშანი, სი­ცოცხლის დაწყება და განვითარება.

  ცისფერი არის სიცოცხლის საწყისი, ანუ ძლიერი სტიქიების (წყ­ლის და ჰაერის) საწყისი, საიდანაც ყოველი ცოცხალი არსება იღებს სათავეს.

  ოქროსფერი და ლურჯი ფერების კონტრასტი ლოგოზე ქმნის მკ­­ვე­თრ შეხამებას. ლოგოს უკანა პლანზე არის პლანეტის გრაფი­კუ­ლი გა­მოსახულება, რომელიც შედარებით ბუნდოვანია, რათა ხის სი­მ­ბო­ლო ჩანდეს წინა პლანზე.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დიასპორის საკითხებში საქა­რთველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

დიასპორის საკითხებში

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის

საშტატო ნუსხა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი