„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 05/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.016751
  • Word
78
29/02/2012
ვებგვერდი, 06/03/2012
010240010.10.003.016751
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 78

2012 წლის 29 თებერვალი

. თბილისი

 „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის18 დადგენილებაში (სსმ, №21, 2008 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულების:

1. მე -2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფართო სპექტრის პირდაპირი კონტაქტებისა და კავშირების დამყარება და გაფართოება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ საქართველოსთან მეგობრობით ან საქართველოთი დაინტერესებულ ქართველოლოგიურ, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივ ცენტრებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან, საზოგადოებებთან, ფონდებთან, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ბ) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნების ხელშეწყობა;

გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, დიასპორული ორგანიზაციების, საქართველოთი დაინტერესებული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური საკონტაქტო კომპიუტერული ბაზის შექმნა;

დ) ხელშეწყობა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი დიასპორული ორგანიზაციებისათვის ქართველი ხალხის ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გაცნობა-შესწავლის საქმეში.“.

2. მე -3 მუხლის :

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამყარებს და ავითარებს კავშირებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა დიასპორულ ორგანიზაციებთან, ბეჭდვით ორგანოებთან და საქართველოთი დაინტერესებულ სხვა სტრუქტურებთან, აგრეთვე ცალკეულ პირებთან (ეთნიკურ ქართველებთან ან საქართველოს ყოფილ მოქალაქეებთან, რომელთაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიღებული აქვთ თავიანთი საცხოვრებელი ადგილებ ის მიხედვით);“;

ბ) „ზ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ახორციელებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა დიასპორული ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის ცენტრის საქმიანობის შესაბამისი თემატიკის წიგნების, პერიოდული გამოცემების, ვიდეოფილმების, კომპაქტდისკებისა და სხვა პროდუქციის გაგზავნას;“;

გ) „ი“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ქმნის საინფორმაციო კომპიუტერულ ბაზას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, დიასპორული ორგანიზაციების, საქართველოთი დაინტერესებული სხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ.“.

3. მე -5 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სახელმწიფო მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, მათ შორის, თანამემამულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული დასკვნის გამცემი კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი ექსპერტების, მათ შორის, ენათმეცნიერების შემადგენლობით.“.

4. მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -5 პუნქტი:

„5. სახელმწიფო მინისტრი წინადადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, ცალკეულ შემთხვევებში, პირისთვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან .

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური