დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 18/01/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №5
2010 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებით (სსმ III, 2008 წელი, №21, მუხლი 238) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„5. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა №7.“.
2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. აპარატის სტრუქტურა და შემადგენლობა
1. აპარატის სტრუქტურა შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:
ა) პროგრამების სამსახური;
ბ) ანალიტიკის სამსახური;
გ) ადმინისტრაციული სამსახური.
2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სახელმწიფო მინისტრი;
ბ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
გ) სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;
დ) სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე;
ე) პრესმდივანი;
ვ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;
ზ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე – მდივანი;
თ) პროგრამების სამსახურის უფროსი;
ი) ანალიტიკის სამსახურის უფროსი;
კ) ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;
ლ) მთავარი სპეციალისტი;
მ) წამყვანი სპეციალისტი;
ნ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე;
ო) სამეურნეო მუშაკი;
პ) მძღოლი.“.
3. ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები.
4. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
| № | თანამდებობა | რაოდენობა |
| 1. | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| 2. | სახელმწიფო მინისტრის მოადგილე | 3 |
| 3. | სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი | 2 |
| 4. | სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე | 1 |
| 5. | პრესმდივანი | 1 |
| 6. | სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე | 1 |
| 7. | სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე – მდივანი | 1 |
| 8. | პროგრამების სამსახურის უფროსი | 1 |
| 9. | ანალიტიკის სამსახურის უფროსი | 1 |
| 10. | ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი | 1 |
| 11. | მთავარი სპეციალისტი | 4 |
| 12. | წამყვანი სპეციალისტი | 9 |
| 13. | სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე | 3 |
| 14. | სამეურნეო მუშაკი | 1 |
| 15. | მძღოლი | 1 |
|
| სულ: | 31.“. |
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები