დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 232 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 174, 05/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.010.10.003.001.177 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №232
2008 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წ., №21, მუხლი 238) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 32 ერთეულით;“.
2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. აპარატის შემადგენლობა
ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
ბ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი;
გ) სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;
დ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;
ე) სახელმწიფო მინისტრის მდივან-რეფერენტი;
ვ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე;
ზ) ბუღალტერი;
თ) მთავარი სპეციალისტი;
ი) წამყვანი სპეციალისტი;
კ) სამეურნეო მუშაკი;
ლ) დამხმარე პერსონალი.“.
3. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის
საშტატო ნუსხა
| თანამდებობა
| რაოდენობა |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| სახელმწიფო მინისტრის მოადგილე | 4 |
| აპარატის უფროსი | 1 |
| ბუღალტერი | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი | 2 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მდივან-რეფერენტი | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე | 4 |
| მთავარი სპეციალისტი | 5 |
| წამყვანი სპეციალისტი | 5 |
| სამეურნეო მუშაკი | 1 |
| დამხმარე პერსონალი | 6 |
| სულ | 32.“. |
4. დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები