დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამინისტროს დისციპლინარული წესდების დამტკიცების შესახებ” | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 217 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/06/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 68, 07/07/2003 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.11.118.005.907 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/07/2003 - 10/03/2004)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.11.118.005.907
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №217
2003 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის მე-18, 29-ე და 30-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1996 წლის 26 ნოემბრის № 906 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ნარჩემაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა
დისციპლინური წესდება
მუხლი 1. წესდების მიზანი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (თანამშრომელთა) დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სისტემის თანამშრომელთა (შემდგომში –თანამშრომელთა) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და თანამშრომელთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.
მუხლი 2. დისციპლინური პასუხისგებლობის საფუძვლები და დისციპლინური გადაცდომის სახეები
1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის თანამშრომელს ეკისრება დისციპლინური სახდელი.
2. დისციპლინური გადაცდომის სახეებია:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
გ) ზნეობრივი ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილია თუ მის გარეთ;
დ) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა;
ე) თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს;
ვ) შრომის დისციპლინის დარღვევა;
ზ) ფიცის დარღვევა;
თ) ფორმის ტარების წესის დარღვევა.
მუხლი 3. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები
დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებია:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) შსს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;
ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ვ) სპეციალური წოდების I საფეხურით ჩამოქვეითება;
ზ) დისციპლინური პატიმრობა 3-დან 10 დღე-ღამემდე ვადით;
თ) შს ორგანოებიდან დათხოვნა.
მუხლი 4. დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და გამოყენების წესები
1. თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია მის უშუალო უფროსს წერილობითი ფორმით (წარდგინებით) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა.
2. დასკვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: თანამშრომლის დაბადების თარიღი, სახელი და გვარი, თანამდებობა, მუშაობის სტაჟი, გადაცდომის და ახსნა-განმარტების მოკლე შინაარსი, დასაბუთება შესაძლო დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე.
3. დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება აქვთ შს მინისტრის მოადგილეებს და იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც აქვთ თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შსს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ ბრძანების და წახალისებათა და დისციპლინურ სახდელთა გამოყენების უფლებათა ნუსხის თანახმად, რომელიც თან ერთვის ამ წესდებას (დანართი № 1).
4. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 1 წლისა მისი გამოვლენის დღიდან თანამშრომლის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან 1 წლის გავლის შემდეგ, ხოლო რევიზიის ან საფინანსო-სამეურნ ეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არა უგვიანეს ორი წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმის წარმოების დრო.
5. დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.
6. თანამშრომელი შეიძლება დაითხოვონ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, თუ დისციპლინური გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, მოსამსახურის წარსული საქმიანობა და რეპუტაცია (მორალური სახე) მიზანშეუწონელს ხდის გადაცდომის ჩამდენმა მუშაობა გააგრძელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში.
7. დისციპლინური სახდელის დადებამდე თანამშრომელს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს ოქმი, რომელიც ხელმოწერილი იქნება არანაკლებ ორი თანამშრომლის მიერ.
8. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, თანამშრომლის პიროვნება და დამსახურება.
9. მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე თანამშრომლის სამსახურებრივი დაწინაურება ან მორიგ წოდებაზე წარდგენა არ შეიძლება.
მუხლი 5. დისციპლინური სახდელების მოხსნის წესი და დისციპლინური სამართალწარმოების ვადები
1. დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება ვადაზე ადრე იქნეს მოხსნილი, თუ თანამშრომელმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დასმის უფლება აქვთ აჭარისა და აფხაზეთის ა/რ შს მინისტრებს, იმ თანამდებობის პირებს, რომლებმაც დასვეს თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, რაც შესათანხმებლად წარდგინება ამ სამსახურის კურატორ მინისტრის მოადგილეს. თანხმობის შემთხვევაში წარედგინება დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ თანდართული დასკვნით გადაეცემა შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარ სამმართველოს. საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შინაგან საქმეთა მინისტრი ან შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს კურატორი მინისტრის მოადგილე.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხს ნა შეიტანება თანამშრომლის პირად საქმეში.
4. თუ თანამშრომელს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხის მგებლობის არმქონედ.
5. დისციპლინური გადაცდომის უმნიშვნელო ხარისხის ან სხვა მოტივის (საკითხის დელიკატურობის გამო) არსებობისას, თანამშრომლის წინა დამსახურების გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სარეკომენდაციო ბარათი. სარეკომენდაციო ბარათით თანამშრომელს მიეცემა რჩევა-დარიგება მომავალში არსებული პრობლემების აღმოფხვრისა და მისი დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ.
6. სარეკომენდაციო ბარათი თავსდება თანამშრომლის პირად საქმეში.
მუხლი 6. თანამშრომელთა წახალისება და მისი სახეები
სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულების, ხანგრძლივი, უმწიკვლო მუშაობის, დამსახურებისა და სხვა მიღწევებისათვის მოსამსახურის წასახალისებლად გამოიყენება:
ა) წინათ დადებული დისციპლინური სასჯელის ვადამდე მოხსნა;
ბ) მადლობის გამოცხადება;
გ) პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) 5 დღე-ღამის დამატებითი შვებულების მიცემა;
ე) მადლობის სიგელით დაჯილდოება;
ვ) შსს სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ზ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
თ) სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება;
ი) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
მუხლი 7. თანამშრომელთა წახალისებაზე წარდგენა და წახალისების წესი
1. თანამშრომლის წახალისება ხდება სამსახურის უშუალო უფროსის მიერ – წარდგინებით.
2. წარდგინებას თან უნდა ახლდეს თანამშრომლის დახასიათება კონკრეტული, დასაბუთებული დამსახურების მითითებით, რომლის საფუძველზე მას შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთ-ერთი ფორმა.
3. წახალისების უფლება აქვს მინისტრის მოადგილეებს და იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც აქვთ თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შსს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ ბრძანების და წახალისებათა და დისციპლინურ სახდელთა გამოყენების უფლებათა ნუსხის თანახმად, რომელიც თან ერთვის ამ წესდებას (დანართი № 1).
4. წარდგინება წახალისების შესახებ გადაეგზავნება შესაბამის კადრების სამსახურს, რომელიც მასალებს ამზადებს ორი კვირის ვადაში.
5. ბრძანება თანამშრომლის წახალისების შესახებ იგზავნება კუთვნილებისამებრ.
6. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შესაძლებელია მიუხედავად იმისა, თუ როდის (რა ვადაში) იქნა თანამშრომ ელი წახალისებული.
7. თანამშრომლის წახალისების ბრძანება შეიტანება მის პირად საქმეში.
8. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება არ ზღუდავს დისციპლინური გადაცდომისას თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.
მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი
1. ამ წესდების მოქმედება არ ვრცელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო პირების მიმართ.
2. წახალისებისა და დისციპლინური სახდელის შეფარდება ექვემდებარება აღრიცხვას, რომლის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
3. დისციპლინურ სახდელთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადება და საჩივარი დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების კანონიერების შესახებ, განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი № 1
უფროსთა თანამდებობებ ის, მათ მიერ წახალისებათა და დისციპლინურ სასჯელთა გამოყენების უფლებათა ნუსხა
უფროსთა თანამდებობის დასახელება | უფროსთა უფლებები | |
| წახალისების გამოყენებაში | დისციპლინური სასჯელის დადებაში |
1 | 2 | 3 |
1. ლეგიონის მეთაური, ათეულის მეთაური, გასამხედროებული ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის რაზმის უფროსი, დაცვის პოლიციის დანაყოფების (სამმართველო, განყოფილების) უფროსები | მადლობის გამოცხადება | შენიშვნის გამოცხადება, საყვედურის გამოცხადება, სასტიკი საყვედურის გამოცხადება. რიგითი შემადგენლობის პირთათვის სპეციალური წოდების ჩამოქვეითება, რიგითი შემადგენლობის პირთა თანამდებობიდან ჩამოქვეითება, რიგითი შემადგენლობის პირთა დათხოვნა შს ორგანოებიდან |
2. შინაგან საქმეთა საქალაქო, რაიონული სამმართველოს, შინაგან საქმეთა რაიონული საქალაქო განყოფილების, სატრანსპორტო პოლიციის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი | მადლობის გამოცხადება | შენიშვნის გამოცხადება, საყვედურის გამოცხადება, სასტიკი საყვედურის გამოცხადება. რიგითი შემადგენლობის პირთათვის სპეციალური წოდების ჩამოქვეითება, რიგითი შემადგენლობის პირთა დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება, რიგითი შემადგენლობის პირთა დათხოვნა შს ორგანოებიდან |
3. ქ. თბილისის შს მს: ა/სპეცდანიშნულების სამსახურის უფროსი, ბ/საგზაო პოლიციის სამმართველოს უფროსი გ/ მეტროპოლიტენის დაცვის სამმართველოს უფროსი, ცალკეული პოლკის უფროსი; გ. გულუას სახ. სპეცდანიშნულების სამმართველოს უფროსი | მადლობის გამოცხადება | შენიშვნის გამოცხადება, საყვედურის გამოცხადება, სასტიკი საყვედურის გამოცხადება. რიგითი შემადგენლობის პირთათვის სპეციალური წოდების ჩამოქვეითება, რიგითი შემადგენლობის პირთა დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება, რიგითი შემადგენლობის პირთა დათხოვნა შს ორგანოებიდან |
4. სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო, ჯანდაცვის მთავარი სამმართველოს უფროსები | მადლობის გამლცხადება | შენიშვნის გამოცხადება, საყვედურის გამოცხადება, სასტიკი საყვედურის გამოცხადება. რიგითი შემადგენლობის პირთათვის სპეციალური წოდების ჩამოქვეითება, რიგითი შემადგენლობის პირთა დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება, რიგითი შემადგენლობის პირთა დათხოვნა შს ორგანოებიდან |
5.სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეები; ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს, ინტერპოლის ეც ბიუროს, ოპერატიულ დაზვერვის მს, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთ. სამმართველოს, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს უფროსები | პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; რიგითი შემადგენლობის პირთათვის მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება | შენიშვნის გამოცხადება, საყვედურის გამოცხადება, სასტიკი საყვედურის გამოცხადება. რიგითი შემადგენლობის პირთათვის სპეციალური წოდების ჩამოქვეითება, რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირების დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება, რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა დათხოვნა შს ორგანოებიდან |
6.სამხარეო მთავარი სამმართველოს, სამხარეო სამმართველოს უფროსები | მადლობის გამოცხადება რიგითი შემადგენლობის პირთათვის მორიგი სპეციალური წოდების ვადაზე ადრე მინიჭება | შენიშვნის გამოცხადება, საყვედურის გამოცხადება, სასტიკი საყვედურის გამოცხადება. რიგითი შემადგენლობის პირთათვის სპეციალური წოდების ჩამოქვეითება, რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირების დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება, რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა დათხოვნა შს ორგანოებიდან |
7. აფხაზეთისა და აჭარის ა/რ შს მინისტრები | მადლობის გამოცხადება მათ მიერ დადებული დისციპლინური სასჯელის მოხსნა, პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება, რიგითი შემადგენლობის პირთათვის მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება | შენიშვნის გამოცხადება, საყვედურის გამოცხადება, სასტიკი საყვედურის გამოცხადება. რიგითი შემადგენლობის პირთათვის სპეციალური წოდების ჩამოქვეითება, რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირების დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება, რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა დათხოვნა შს ორგანოებიდან, დაპატიმრება 10 დღე-ღამემდე |
8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (რომელიც კურირებას უწევს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარ სამმართველოს) | მადლობის გამოცხადება, ვადაზე ადრე სასჯელის მოხსნა, პრემიის ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება | შენიშვნის გამოცხადება, საყვედურის გამოცხადება, სასტიკი საყვედურის გამოცხადება. რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება, რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა დათხოვნა შს ორგანოებიდან |
9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე | მადლობის გამოცხადება, პრემიით ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება | შენიშვნის გამოცხადება, საყვედურის გამოცხადება/ სასტიკი საყვედურის გამოცხადება |
10. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი | ყველა სახის წახალისების გამოყენება | ყველა სახის დისციპლინური სასჯელის დადება-მოხსნა დაპატიმრება 10 დღე-ღამით. |
შენიშვნა: შს მინისტრის არყოფნის შემთხვევაში ყველა სახის წახალისებას და დისციპლინური სასჯელის დადებას ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე.
დოკუმენტის კომენტარები