დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1186 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/09/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 119, 02/10/2009 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.22.034.013.603 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034. 013.603
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება N1186
2009 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის № 217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის № 217 ბრძანებით დამტკიცებული წესდების (სსმ III, 7.07.2003 წ., № 68, მუხ. 618) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დისციპლინური გადაცდომის უმნიშვნელო ხარისხის ან სხვა მოტივის არსებობისას, თანამშრომლის წინა დამსახურების გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სარეკომენდაციო ბარათი. სარეკომენდაციო ბარათით, ანალოგიური დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, თანამშრომელს მიეცემა რჩევა-დარიგება მომავალში არსებული პრობლემების აღმოფხვრისა და მისი დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დოკუმენტის კომენტარები