„საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
„საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 1451
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 167, 13/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.009.653
  • Word
1451
08/12/2006
სსმ, 167, 13/12/2006
140.130.000.22.034.009.653
„საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.009.653

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება N1451

2006 წლის 8 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის 217 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის 217 ბრძანებაში (სსმ III, 7.07.2003 წ., 68, მუხ. 618) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება აქვთ შს მინისტრს, შს მინისტრის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს, სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებს”.

2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წახალისების უფლება აქვს შს მინისტრს, მინისტრის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს, სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებს”.

3. „საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის 217 ბრძანების დანართი 1 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 ი. მერაბიშვილი

 

 დანართი N1

იმ პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ წახალისებათა და დისციპლინურ სახდელთა გამოყენების უფლება

თანამდებობის დასახელება

უფლებები

 

 

წახალისების გამოყენებაში

დისციპლინური სახდელის დადებაში

1

2

3

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ყველა სახის წახალისების გამოყენება

ყველა სახის დისციპლინური სახდელის დადება-მოხსნა

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები

მადლობის გამოცხადება, დისციპინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა, პრემიის ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება, რიგითი შემადგენლობის პირთათვის მორიგი სამხედრო ან სპეციალური წოდების ვადაზე ადრე მინიჭება, შსს მოსამსახურეზე საკურატორო სფეროების მიხედვით, გარდა იმ თანამდებობის პირებისა, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლება შს მინისტრს მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით.

შენიშვნის გამოცხადება, საყვედურის გამოცხადება, სასტიკი საყვედურის გამოცხადება, იმ პირთა სპეციალური წოდების ჩამოქვეითება, შსს მოსამსახურეზე საკურატორო სფეროების მიხედვით, გარდა იმ თანამდებობის პირებისა, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლება შს მინისტრს მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით. აგრეთვე დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება და შს ორგანოებიდან დათხოვნა (გათავისუფლება), რომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლება მინიჭებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით.

3. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსები

მადლობის გამოცხადება, პრემიით დაჯილდოება.

შენიშვნის გამოცხადება, საყვედურის გამოცხადება, სასტიკი საყვედურის გამოცხადება, იმ პირთა სპეციალური წოდების ან დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება, აგრეთვე შს ორგანოებიდან დათხოვნა (გათავისუფლება), რომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლება მინიჭებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით.