„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინარული წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 158
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 10/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.008.160
  • Word
158
07/02/2006
სსმ, 19, 10/02/2006
140.010.000.22.034.008.160
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინარული წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.008.160

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №158

2006 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის № 217 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

       „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

       1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის № 217 ბრძანებით დამტკიცებული წესდების (სსმ III, 7.07.2003 წ., № 68, მუხ. 618) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „1. დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნეს მოხსნილი, თუ თანამშრომელმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 3 თვე მაინც”.

       2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11  პუნქტი:

       „11 . ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესის გარდა დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოიხსნას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაკუთრებული დამსახურებისათვის.“ .

       3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

       ი. მერაბიშვილი