საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1032
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2012
ძალაში შესვლის თარიღი 31/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016153
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1032
31/12/2012
ვებგვერდი, 31/12/2012
140130000.22.034.016153
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2012 - 04/01/2013)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1032

2012 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
თანდართული სახით დამტკიცდეს  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანება 'საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ' და 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანება 'საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ'
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 31 დეკემბრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი


თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი)  განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში (შემდგომში – სამინისტრო)  სამსახურის გავლის წესსა და პირობებს, აგრეთვე სამინისტროს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს. ამ   26-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 69–70 მუხლები ვრცელდება აგრეთვე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაზე და სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.

2. სამინისტროში მსახურობენ:

ა) პოლიციის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირები;

ბ) საჯარო მოხელეები;

გ) შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეები.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

 ა) სამინისტროს მოსამსახურე:

ა.ა) სამინისტროს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვთ სამხედრო ან სპეციალური წოდება;

ა.ბ) საჯარო მოხელე, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო ან სპეციალური წოდება და რომლის შტატით გათვალისწინებულ თანმდებობა ითვალისწინებს სამოქალაქო პირის დანიშვნის შესაძლებლობას;

ბ)  დამხმარე მოსამსახურე – ტექნიკური მუშაკი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღება შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე;

  გ) შტატგარეშე მოსამსახურე – პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად და რომლის ხელფასი განსაზღვრულია შესაბამისი ბრძანებითა და ხელშეკრულებით;

  დ) სამინისტროს თანამშრომელი – სამინისტროს მოსამსახურე, დამხმარე მოსამსახურე, შტატგარეშე მოსამსახურე;

  ე) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიება – სტრუქტურული ქვედანაყოფის (ან ქვედანაყოფების) ან ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზება  (გაერთიანება ან გაყოფა), შტატების შემცირებით ან მის გარეშე;

  ვ) ხელფასი (ფულადი სარგო) – სამინისტროს მოსამსახურისა და დამხმარე მოსამსახურის ხელფასი შედგება თანამდებობრივი ან/და წოდებრივი სარგოსგან;

  ზ) შრომის ანაზღაურება – სამინისტროს მოსამსახურისა და დამხმარე მოსამსახურის  შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფასს (ფულადი სარგო) და ყოველთვიურ დანამატებს.


მუხლი 3. სამინისტროში სამსახურის გავლის პრინციპები
1. სამინისტროში სამსახურს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპები.

2. სამინისტროს თანამშრომელი მოვალეა პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და თავისუფლებები მიუხედავად მისი მოქალაქეობრივი, სოციალური, ქონებრივი მდგომერეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა და სარწმუნოებისა პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა.


მუხლი 4. სამინისტროს საშტატო განრიგი და თანამდებობა
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და საქვეუწყებო დაწესებულებების საშტატო განრიგს ამტკიცებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირებების საშტატო განრიგს ითანხმებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში მინისტრი) ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. საშტატო განრიგის დამტკიცებისას თითოეულ საშტატო ერთეულს მიეთითება ზღვრული სპეციალური ან/და სამხედრო წოდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საშტატო ერთეული ასევე ითვალისწინებს წოდების არმქონე პირის დანიშვნას, დამატებით მიეთითება საჯარო მოხელე(სამოქალაქო პირი) ან დამხმარე მოსამსახურე. საშტატო ერთეული წარმოადგენს სამინისტროს მოსამსახურის, მათ შორის საჯარო მოხელის თუ დამხმარე მოსამსახურის შესაბამის თანამდებობას.  

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიულ ორგანოებში და საქვეუწყებო დაწესებულებებში შემავალი დანაყოფების (თანამდებობების) რაოდენობა, სტატუსი და ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.


მუხლი 5. სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმა და სპეციალური ჟეტონი
სამინისტროს მოსამსახურეებს, სტრუქტურული ქვედანაყოფის მიხედვით აქვთ, ფორმის ტანსაცმელი, რომლის ნიმუშებს ამტკიცებს მინისტრი. სამინისტროს თანამშრომლებს ეძლევათ მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, სამინისტროს თანამშრომლებს ასევე შეიძლება მიეცეთ სპეციალური ჟეტონები.

მუხლი 6. სამინისტროში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
სამინისტროში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტები და  სხვა ნორმატიული აქტები. 

თავი II
 

სამინისტროს თანამშრომელთა უფლებამოსილება და პროფესიული ეთიკის წესები


მუხლი 7. სამინისტროს თანამშრომელთა კომპეტენცია
1. სამინისტროს თანამშრომლები,  მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის  შესაბამისად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და სარგებლობენ განსაზღვრული უფლებებით.

2. აკრძალულია სამინისტროს თანამშრომელთა  კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. სამინისტროს თანამშრომელმა სამსახურეობრივი მოვალეობები ყოველთვის უნდა შეასრულოს კანონიერების ფარგლებში, დაიცვას ადამიანები უკანონობისაგან პროფესიისათვის სავალდებულო პასუხისმგებლობით.

4. სამინისტროს თანამშრომელს  ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების წევრობა. სამინისტროს თანამშრომელი  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად.

5.სამინისტროს თანამშრომლებს შორის ურთიერთობა ემყარება განსაზღვრულ იერარქიულ წესრიგს, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთდახმარებას და სოლიდარობას, ტოლერანტობას, გულწრფელობას, ნდობას და ღირსებას.

6. სამინისტროს მოსამსახურეებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ შეინახონ, ატარონ და გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და სპეციალური საშუალებები.

 7. სამინისტროს თანამშრომლების მიერ პროფესიული ეთიკის წესების მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობას უწევს და დარღვევებზე რეაგირებას ახორციელებს  სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

 


მუხლი 8. სამინისტროს თანამშრომლის უფლებები
1. სამინისტროს თანამშრომელი,  მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად, სარგებლობს განსაზღვრული უფლებებით.

2. სამინისტროს თანამშრომელს საქართველოს კანონებით: „პოლიციის შესახებ“, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სხვა  ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვს:

ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი თანამდებობის შესაბამისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;

ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რომლებიც საჭიროა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის;

გ) მიიღოს მონაწილეობა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში დადგენილი წესით;

დ) დაწინაურდეს დადგენილი წესით სამინისტროს შესაბამის თანამდებობაზე;

ე) სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტროს ხარჯზე გაიაროს საკვალიფიკაციო სწავლებები;

ვ) მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია დადგენილი წესით;

ზ) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება თავისი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების ბათილობის მიზნით;

თ) გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებანი, თუ იგი თვლის, რომ ამით იზღუდება მისი კანონიერი უფლებები და ილახება ღირსება;

ი) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებებით.

3. სამინისტროს თანამშრომელს უფლება აქვს დაარღვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ამის უკიდურესი აუცილებლობა, იგი ხორციელდება კანონის შესაბამისად და მიმართულია კანონიერი მიზნის მისაღწევად.

4. სამინისტროს თანამშრომელს უფლება აქვს ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ ან შემოქმედებით საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 9. სამინისტროს თანამშრომლის მოვალეობები
1. სამინისტროს თანამშრომელი საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული მოვალეობების გარდა, ვალდებულია:

ა) დროულად და კეთილსინდისიერად აღასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონდებლობით, ამ დებულებით და ფუნქციონალური მოვალეობებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, მინისტრის ან უფლებამოსილი პირის  ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განუხრელად შეასრულოს ხელმძღვანელობის (ასევე უშუალო უფროსის) დავალებები, გარდა ისეთი დავალებებისა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დროულად განიხილოს მოქალაქეთა და ორგანიზაციათა მიმართვები, საჩივრები და განცხადებები;

დ) დაიცვას სამინისტროში დაწესებული შინაგანაწესის მოთხოვნები, სამსახურებრივ ინფორმაციასთან დამოკიდებულების წესები და თანამდებობრივი ინსტრუქციები;

ე) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;

ვ) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებასთან დაკავშირებით. აკრძალულია სამსახურეობრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება კერძო ინტერესებისათვის.

2. დაუშვებელია პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება საკუთარი სარგებლის მისაღებად. სამინისტროს თანამშრომელს არ აქვს სხვა მოქალაქეებისაგან განსხვავებული პრივილეგიები და სხვა რაიმე უპირატესობა.

3. სამინისტროს თანამშრომელი არ უნდა ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას როგორც სამუშაო, ისე არასამუშაო დროს. სამინისტროს თანამშრომელმა არ უნდა გაავრცელოს პოლიტიკურ-პროპაგანდისტური მასალები, არ უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკური ხასიათის მიტინგებსა და  შეკრებებში.

4. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე სამინისტროს თანამშრომელი მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს გამოძახებისთანავე გამოცხადებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს დადასტურებული ობიექტური ხელის შემშლელი გარემოება.

5. სამინისტროს თანამშრომელმა არასამუშაო დროსაც უნდა აღმოუჩინოს დახმარება საფრთხეში ჩავარდნილ ადამიანს და მიიღოს ზომები კანონდარღვევის თავიდან ასაცილებლად.

6. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამინისტროს თანამშრომელმა პატივი უნდა სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ღირსება.

7. სამინისტროს თანამშრომელმა დაკისრებული მოვალეობები უნდა შეასრულოს სამართლიანად, მიუკერძოებლად და უზრუნველყოს ყველა პირის კანონის წინაშე თანასწორობა განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, განათლებისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა სახის პირადი მდგომარეობისა.

8. სამინისტროს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას დაზარალებულთა და მოწმეთა, აგრეთვე დაკავებულთა, დაპატიმრებულთა, დაკითხვაზე მყოფ პირთა კონსტიტუციური უფლებები, ღირსება და უზრუნველყოს მათი და აგრეთვე დაკავებულთა, დაპატიმრებულთა და დაკითხვაზე მყოფთა უსაფრთხოება.

9. სამინისტროს თანამშრომელმა ძალა უნდა გამოიყენოს მხოლოდ მაშინ, როცა ამას განსაკუთრებული აუცილებლობა მოითხოვს და იმ ფარგლებში, რაც მოვალეობის შესრულებისთვისაა აუცილებელი. ძალის გამოყენება უნდა იყოს მისაღწევი კანონიერი მიზნის თანაზომიერი. ყველა შემთხვევაში სამინისტროს თანამშრომელი უნდა შეეცადოს მინიმუმამდე დაიყვანოს ზარალი და ზიანი, პატივის სცეს და დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, უზრუნველყოს, რომ დაჭრილის შველა და სამედიცინო დახმარება მოხდეს პირველივე შესაძლებლობისთანავე.

10. სამინისტროს თანამშრომელმა არ უნდა წამოიწყოს, წააქეზოს ან დაუშვას წამების ან სხვაგვარი სისასტიკის ნებისმიერი აქტი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.

11. სამინისტროს თანამშრომელი ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, დაეხმაროს  მედიის წარმომადგენლებს თავისი პროფესიული მოვალეობების განხორციელებაში.

12. სამინისტროს თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ასევე შედის მონაწილეობის მიღება სამსახურებრივ შეკრებებში, სასწავლო და სპორტულ შეჯიბრებებში, რომელიც ტარდება მინისტრის ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.

13. სამინისტროს თანამშრომელი ვალდებულია სპეციალური მოთხოვნის გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც ეხება მის საქმიანობას ან უკავშირდება მის სამსახურებრივ ადგილს.

14. სამინისტროს თანამშრომლის მიერ დაუშვებელია სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, თვალსაჩინოდ ტარება;

15. სამინისტროს თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს უშუალო უფროსის ან სხვა ზემდგომი პირების  დავალება სამსახურებრივ საკითხებზე, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს (გარდა ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ზემდგომი უფროსის დავალება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მის უშუალო უფროსს.

16. თუ ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული წინააღმდეგობა სამინისტროს თანამშრომელის მიერ თავის სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში. იგი ვალდებულია ეს მოახსენოს დავალების მიმცემს და დავალების განმეორების შემთხვევაში აღასრულოს იგი.

17. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით პოლიციელის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში პოლიციელმა უარი უნდა თქვას ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. პოლიციელზე, რომელიც უარს ამბობს შეასრულოს უკანონო ბრძანება ან განკარგულება არ გავრცელდება არანაირი დისციპლინარული ან სხვა სახის სანქცია.

18. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება სამინისტროს თანამშრომელს  არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამასთან, დგება უკანონო ბრძანების ან მითითების გამცემი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. 


მუხლი 10. განკარგულებები, რომელთა გაცემა არ შეიძლება
1. ხელმძღვანელი პირების მიერ აკრძალულია განკარგულების (დავალების) გაცემა, თუ იგი:

ა) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას;

ბ) სცილდება განკარგულების (დავალების) გამცემის უფლებამოსილებას;

გ) საჭიროებს ისეთ ქმედებათა შესრულებას, რისი უფლებაც განკარგულების (დავალების) გამცემს არ გააჩნია.

2. განკარგულების (დავალების) კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში სამინისტროს თანამშრომელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს განკარგულების გამცემს და ზემდგომ უფროსს. განკარგულების (დავალების)  წერილობითი ფორმით განმეორებისას იგი უნდა შესრულდეს, გარდა იმ შემთხვევისა (რაც ასევე წერილობით უნდა ეცნობოს განკარგულების (დავალების) გამცემს), თუ მათი შესრულება:

ა) მიმართული იქნებოდა მისი მეუღლის, მშობლების, ძმის, დის, შვილის ან სხვა ოჯახის წევრის წინააღმდეგ;

ბ) მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციას და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს.


მუხლი 11. უშუალო ან ზემდგომი უფროსის დავალების სავალდებულო შესრულება
1. უშუალო ან ზემდგომ უფროსს, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია სამინისტროს თანამშრომელი:

ა) გადაიყვანოს სამუშაოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას. ამ შემთხვევაში სამინისტროს თანამშრომელს აუნაზღაურდება დამატებით წარმოშობილი სატრანსპორტო ან სხვა კომუნალური ხარჯები დადგენილი წესით;

ბ) სამინისტროს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, კანონით მათთვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, გამოიყენოს სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა, ტერიტორიულად სხვა ადგილას, მუშაობის რეჟიმის შეცვლით, თუ სამინისტროს თანამშრომლის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის;

გ) გადაუნაწილოს სამუშაოზე გამოუცხადებელი სამინისტროს თანამშრომლის მოვალეობები შესასრულებლად არა უმეტეს ერთი თვისა (ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლის თანხმობით), თუ სამინისტროს თანამშრომლის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის. სამინისტროს თანამშრომელს, რომელიც ამ პუნქტის საფუძველზე ცვლის სხვა თანამდებობის პირს, საკუთარი თანამდებობრივი სარგოს გარდა, დანამატის სახით, ეძლევა სხვაობა არმყოფი თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობამდე;

 დ) გადაიყვანოს სამინისტროს თანამშრომლის მოვალეობების შესასრულებლად, ძირითადი შესრულების მოვალეობისგან გათავისუფლებით არა უმეტეს ერთი თვისა. ამ შემთხვევაში სამინისტროს თანამშრომელს უნარჩუნდება წინანდელი შრომის ანაზღაურება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი მოვალეობის დაკისრება ფორმდება შესაბამისი სამსახურში მიღებაზე უფლებამოსილი პირის ბრძანებით, რომელშიც განისაზღვრება მოვალეობის დაკისრების.

3. სამინისტროს თანამშრომელს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია, ან თუ მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს.


მუხლი 12. შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით
სამინისტროს თანმშრომელს უფლება არ აქვს:

ა) ეკავოს ან ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში;

ბ) იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ან საკანონმდებლო ორგანოს წევრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;

გ) ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, მას  შეუძლია მხოლოდ  ფლობდეს წილსა და აქციებს;

დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე დაწესებულების მიერ შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით (გარდა ოფიციალურად დადგენილი შრომითი ანაზღაურებისა);

ე) სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიიღოს ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან საჩუქრები, ფულადი ან სხვა ქონებრივი სიკეთე (გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით) ან სხვაგვარი მომსახურება;

ვ) იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს წევრი;

ზ) სამსახურებრივად დაექვემდებაროს ან დაიქვემდებაროს ახლო ნათესავი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.


მუხლი 13. პროფესიული მომზადება
1. სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამინისტრო ახორციელებს მათ პროფესიულ მომზადებას, რომელშიც შედის სპეციალური მომზადება-გადამზადება და სამსახურის გავლის სხვადასხვა ეტაპზე მისი პერიოდული შემოწმება.

2. სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული მომზადება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  აკადემიაში, სპეციალურ და საგანგებო ღონისძიებების საბრძოლო მომზადების ცენტრში, ასევე სხვა ლიცენზირებულ/აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელთანაც სამინისტროს ექნება გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება.

3. პროფესიული მომზადების წესს განსაზღვრავს მინისტრი.


თავი III
 

სამსახურში მიღება


მუხლი 14. სამსახურში მიღების წესი
1. სამინისტროს მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე(გარდა საჯარო მოხელისა) მიიღებიან 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აკამაყოფილებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ  შეასრულონ დაკისრებული ფუნქციები.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობით, სამინისტროს მოსამსახურის(გარდა საჯარო მოხელისა) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე შესაძლებელია სამუშაოდ მიღებულ იქნეს 35 წელს გადაცილებული პირი.

3. ასაკობრივი შეზღუდვები, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა სამინისტროს სამსახურში სამუშაოდ მიღება ხდება იმ უწყებებიდან, რომელთაც გააჩნიათ სამხედრო ან სპეციალური წოდებები.

4. ასაკობრივი შეზღუდვა იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ადრე დათხოვნილ იქნენ სამინისტროს სამსახურიდან და იწყებენ სამინისტროში სამსახურს სამინისტროს მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, განისაზღვრება ამ დებულების მე-19  მუხლის მოთხოვნებით.

5. სამინისტროს ცალკეულ დანაყოფებში პირთა მიღება ხორციელდება სპეციალური მომზადების შემდეგ, რომლის  წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი. 

6. უმცროსი სპეციალური წოდებით გათვალისწინებული შემადგენლობის თანამდებობაზე მიიღებიან საშუალო ან უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები.

7. საშუალო სპეციალური წოდების მქონე, აგრეთვე უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობებზე ინიშნებიან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება.

8. უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე, აგრეთვე  უმაღლეს ოფიცერთა თანამდებობებზე მიიღებიან/ინიშნებიან მოქალაქენი, რომლებსაც აქვთ მხოლოდ უმაღლესი განათლება.

9. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანამდებობა ითვალისწინებს როგორც უმცროს, საშუალო, უფროს და უმაღლესი წოდების(რიგითების, უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა) ასევე საჯარო მოხელის(სამოქალაქო პირის) ან დამხმარე მოსამსახურის მიღების შესაძლებლობა ამ მუხლის მე-6-8 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები (განათლების ცენზები) ვრცელდება საჯარო მოხელეზე და დამხმარე მოსამსახურეზეც.

10. პირის სამსახურში მიღება ფორმდება შესაბამისი სამართლებრივი აქტით.  


მუხლი 15. საჯარო მოხელედ, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურედ სამსახურში მიღების წესი
1. სამინისტროში საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ საჯარო მოხელის თანამდებობაზე მიიღებიან 18-დან 60 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც  თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ  შეასრულონ დაკისრებული ფუნქციები-მოვალეოებები.

2. დამხმარე მოსამსახურის საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და შტატგარეშე მოსამსახურედ მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ  შეასრულონ დაკისრებული ფუნქციები. 


მუხლი 16. წვევამდელთა მიღება
1. წვევამდელმა პოლიციაში მიღებამდე  ან მიღების შემდეგ უნდა გაიაროს სპეციალური მომზადების პროგრამა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.

2. წვევამდელს პოლიციაში მიღების შემდეგ მიენიჭება პოლიციის რიგითის უმცროსი სპეციალური წოდება.

3. წვევამდელს პოლიციაში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდად.

4.წვევამდელის მიერ გაწვევით სავალდებულო სამხედრო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი და ვადა განისაზღვრება შესაბამისი კანონით.


მუხლი 17. სამინისტროში დანიშვნა/მიღების გაფორმება
1. სამინისტროში დანიშვნა/მიღება ფორმდება შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

2. სამართლებრივი აქტი უნდა პასუხობდეს ასეთი აქტისთვის დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) პირის სახელი, მამის სახელი და  გვარი;

ბ) იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება, რომელშიც პირი ინიშნება;

გ) თანამდებობის დასახელება;

დ) დანიშვნის თარიღი;

ე) თანამდებობის დაკავების ვადა – თუ პირი თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის მიღებული;

ვ) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა – თუ პირი თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით არის მიღებული;

ზ) საფუძველი.

  3. სამინისტროში თანამშრომლის მიღების შემდეგ მის სახელზე გაიცემა, მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობა. სამინისტროს თანამშრომლებს (თანამდებობის შესაბამისად) შეიძლება მიეცეთ სპეციალური (პირადნომრიანი) ჟეტონი და ფორმა.

 4. პირი, რომლის დანიშვნაც გაუქმდა ვალდებულია დაუბრუნოს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს ის მატერიალური ქონება, რაც მან მიიღო დანიშვნის შედეგად.

5. სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. აღნიშნული წესით გამოცემული სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში იმ პირის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან, რომელსაც უშუალოდ შეეხება სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების (მათ შორის – თანამდებობიდან გადაყენების) სამართლებრივი აქტი. 


მუხლი 18. სამსახურის ვადა
1. სამინისტროს თანამშრომელი სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. სამინისტროში განსაზღვრული ვადით მიიღება:

ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელი – სამინისტროს თანამშრომლის სამსახურში გამოსვლამდე;

ბ) შტატგარეშე მოსამსახურე დავალების შესრულების ვადით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.


მუხლი 19. სამინისტროს მოსამსახურეთა ასაკობრივი შეზღუდვა
1. მოსამსახურეებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სამხედრო წოდებები შეუძლიათ იმსახურონ სამინისტროში შემდეგი ასაკის მიღწევამდე:

ა) კაპრალებსა და სერჟანტებს – 50 წელი;

ბ) უმცროს ოფიცრებს – 45 წელი;

გ) უფროს ოფიცრებს:

გ.ა) პოლკოვნიკამდე – 50 წელი;

გ.ბ) პოლკოვნიკის – 55 წელი;

დ) უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრებს – 60 წელი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სამხედრო მოსამსახურეებს  პოლკოვნიკამდე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი შეიძლება გაუგრძელდეთ 5 წლამდე ვადით მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

3. პოლკოვნიკისა და უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცერთათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი მინისტრის მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოში წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

4. სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება რეზერვში ჩარიცხვით ან გადადგომით.

 5.მოსამსახურეებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები შეუძლიათ იმსახურონ სამინისტროში შემდეგი ასაკის მიღწევამდე:

ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს – 55 წელი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს – 55 წელი;

გ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს – 60 წელი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს – 65 წელი.

6. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე,  დადებითი სამედიცინო დასკვნისას უფროსი (მხოლოდ პოლკოვნიკი) და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, მინისტრის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით.


მუხლი 20. გამოსაცდელი ვადა
1. მინისტრის ან უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ, არა უმეტეს 6 თვისა, კანდიდატი თანამდებობაზე დანიშნონ გამოსაცდელი ვადით სამინისტროს მოსამსახურისა და დამხმარე მოსამსახურის საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე.

2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება  კანდიდატის  კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგების შეფასება. შეფასების აქტი დგება წერილობითი ფორმით უშუალო უფროსის მიერ და დაერთვება პირის პირად საქმეს.

3. გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში   გამოიცემა დამატებითი სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე დანიშვნისა და წარდგინების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი წოდების მინიჭების შესახებ. გამოსაცდელი ვადის გამოყენების არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით   თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება:

ა) თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი სამინისტროს თანამშრომლის მიმართ;

ბ) სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში;

გ) დროებითი არმყოფი სამინისტროს თანამშრომლის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.

5. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის:

 ა) სამსახურებრივი გადაადგილება (გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების დროს) ან დაწინაურება, აგრეთვე მოვალეობის შესრულების დაკისრება;

ბ) მისი დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან.

6. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

7. გამოსაცდელ ვადაში არ ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაეთვლება შრომით საერთო სტაჟში.


მუხლი 21. შეზღუდვები სამინისტროში მიღებისას
1. სამინისტროში  არ მიიღება:

ა) განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არ არის მოხსნილი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან რომელიც იმყოფება პატიმრობაში; 

გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუუნარობის მქონედ;

დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) პირი, რომლის ჯანმრთელობაც, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

ზ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;

ი) სამინისტროს ან სხვა სახელმწიფო უწყებიდან დისციპლინური გადაცდომის გამო დათხოვნილი პირი;

კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები; 

ლ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრის თანხმობით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშე  პირის მიღება სამინისტროში.     


მუხლი 22. სამინისტროს თანამშრომლის ფიცი
1. სამინისტროს თანამშრომელი დებს ფიცს, რომლის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

2. ფიცის დადების წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 


მუხლი 23. სამინისტროს მოსამსახურეთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა
პირველადი სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭებისა და სამინისტროს პირად შემადგენლობაში ჩარიცხვის შემდეგ პირი იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან, რის შემდეგაც მოსამსახურე იმყოფება სამინისტროს სპეციალურ აღრიცხვაზე.

თავი IV
 

თანამდებობრივი გადაადგილება, სამსახურეობრივი გადაადგილება და მივლინება


მუხლი 24. თანამდებობრივი გადაადგილება
1. სამინისტროს თანამშრომლის გადაყვანა ზემდგომ, თანაბარ და დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია:

ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას;

ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას;

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;

დ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;

ე) პირადი პატაკით;

ვ) ატესტაციის შედეგების შესაბამისად;

ზ) დადებული დისციპლინური სახდელის გამო.

2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს სამინისტროს თანამშრომლის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაციის), მისი პროფესიული უნარ-ჩვევების  და გამოცდილების გათვალისწინებით.

3. სამინისტროს თანამშრომლის სამსახურებრივი გადაადგილება ფორმდება სამინისტროს უფლებამოსილი პირის ბრძანებით, გადაადგილების  საფუძვლის მითითებით. ბრძანება თანამშრომელს უნდა გაეცნოს უშუალო ხელმძღვანელმა. დასაშვებია აღნიშნული ბრძანების გაცნობა ელეტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით.

4. უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია აღნიშნული პირის უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, ეს პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით ინიშნება  სხვა შესაბამის (ტოლფასი) თანამდებობაზე.  იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი იტყვის მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე,  მაშინ იგი გათავისუფლება დაკავებული/აღდგენილი თანამდებობიდან. 

5. სამინისტროს ცალკეული დანაყოფებში მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების თანამდებობრივი გადაადგილებისა და დაწინაურების დამატებით მოთხოვნებს განსაზღვრავს მინისტრი.


მუხლი 25. სამინისტროს თანამშრომლის სამსახურებრივი გადაადგილება ტერიტორიულად სხვა ადგილზე
1. სამინისტროს თანამშრომლის სამსახურებრივი გადაადგილება ტერიტორიულად სხვა ადგილზე ხდება სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო-საექიმო კომისიის დასკვნის გათვალისწინებით.

2. სამინისტროს მოსამსახურეს და სამოქალაქო პირს ტერიტორიულად სხვა ადგილზე (ქალაქი, რაიონი ან სხვა დასახლებული პუნქტი) სამსახურებრივი გადაადგილების დროს ეძლევა კომპენსაცია დადგენილი წესის შესაბამისად. 


მუხლი 26. სამსახურეობრივი მივლინება
1. სამსახურებრივი მივლინება ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის სამართლებრივი აქტით. მივლინების ყოფნის პერიოდში მივლინების ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი კანონმდებლობით. მივლინების ყოფნის პერიოდში სამინისტროს თანამშრომელს უნარჩუნდება შესაბამისი თანამდებობა, გარდა საშტატო-საორგანიზაციო  ღონისძიებისა.

2. იმ შემთხვევაში თუ სამსახურებირვი აუცილებლობიდან გამომდინარე სამინისტროს თანამშრომელი გაემგზავრება მივლინებაში ზემდგომი უფროსის ზეპირი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი როგორც წესი უნდა გამოიცეს სამი დღის ვადაში.

3. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე სამინისტროს თანამშრომელი შეიძლება მივლენილ იქნეს სხვა სტრუქტურულ ერთეულში, ტერიტორიულ ორგანოში, საქვეუწყებიო დაწესებულებაში ან  სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულში და შეასრულოს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის დავალებები. აღნიშნული მივლინება თუ არ ხორციელდება ტერიტორიულად სხვა ადგილას სამინისტროს თანამშრომელს არ მიეცემა სამივლინებო ხარჯები.

4. საშტატო-საორგანიზაციო საშტატო ღონისძიებისას მივლინებაში მყოფ თანამშრომელს უწყდეს მივლინება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც იგი ინიშნება იმავე თანამდებობაზე ან დანაყოფში.


თავი V
 

სამინისტროს თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა


მუხლი 27. სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერება
1. სამინისტროს თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს სამინისტროს თანამშრომლის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.

2. სამინისტროს თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით შეჩერდება:

ა) სამინისტროს თანამშრომლის წერილობითი პატაკის საფუძველზე, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი;

ბ) შვებულების დროს;

გ) მის კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობით ორგანოების არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;

დ) დროებითი შრომისუუნარობის დროს;

ე) დისციპლინური წარმოებისას განსაკუთრებულ შემთხვევებში;

ვ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

3. სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც სამსახურში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში, მას სამსახურებრივი ურთიერთობიდან ჩამოაშორებს მისი უშუალო უფროსი, ამ პერიოდში მას არ ეძლევა ხელფასი სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდში.

4. სამინისტროს  თანამშრომელი, რომლის სამსახურებრივი ურთიერთობა დროებით შეჩერებულია  საჭიროების შემთხვევაში მიღებული უნდა იყოს ზომები, რომ აღნიშნული სამინისტროს თანამშრომელი ჩამოშორებულ იქნეს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მასალებს და საბუთებს, ჩამოერთვას სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სამსახურებრივი ინვენტარი, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივი მოწმობა (ჟეტონი) და სხვა სამსახურებრივი საშუალებები.


მუხლი 28. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება
1. სამინისტროს თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობების დროებითი შეჩერება ამ დებულების 27-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის სათანადო ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

2. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების პერიოდში სამინისტროს თანამშრომელს უნარჩუნდება თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო), დანამატები და სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ დებულების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.


მუხლი 29. თანამდებობიდან დროებით გადაყენება
1. სამინისტროს თანამშრომელი, საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს  გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2.  თანამდებობიდან გადაყენებული თანამშრომელი, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე,  ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში აღნიშნულ პირს შეიძლება აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.


მუხლი 30. კადრების განკარგულებაში აყვანა
1. სამინისტროს მოსამსახურე და დამხმარე მოსამსახურე უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში:

ა) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებათა განხორციელებისას;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციისას;

გ) პირადი პატაკის არსებობის შემთხვევაში   (გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე, რიგითი შემადგენლობის, მასთან გათანაბრებული საჯარო მოხელისა და დამხმარე მოსამსახურისა), თუ არსებობს მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანხმობა.

2. სამინისტროს მოსამსახურეები კადრების განკარგულებაში შეიძლება აყვანილ იქნან არა უმეტეს ოთხი თვის ვადით.

3. კადრების განკარგულებაში აყვანილი სამინისტროს მოსამსახურეები და დამხმარე მოსამსახურეები განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლებიან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შეიძლება დროებით დაეკისროს სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულება. 

4. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამინისტროს მოსამსახურესა და დამხმარე მოსამსახურეს მიეცემა 2 თვის ხელფასი (ფულადი სარგო).

5. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს დროებით მოვალეობის შესრულება შეიძლება დაევალოს არა უმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით. დროებითი მოვალეობის შესრულების პერიოდში მას მიეცემა ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო).


მუხლი 31. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები
1. სამინისტროს თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება ნიშნავს შესაბამისი თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას სამინისტროსთან გათავისუფლების დღიდან.

2. სამინისტროს თანამშრომელი სამსახურიდან ან/და თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს:

ა) პირადი პატაკით;

ბ) სამსახურიდან გათავისუფლებული სხვა პირის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით;

გ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების დროს;

დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს;

ე) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;

ვ) სამსახურის ვადის გასვლის ან სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;

ზ) წელთა ნამსახურობის ვადის გამო;

თ) სამინისტროს თანამშრომლის მიერ დისციპლინური ან სისხლის სამართლის სამართალდარღვევის ჩადენის გამო;

   ი) თანამდებობრივი შეუსაბამობის შეუთავსებლობის გამო;  

კ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;

ლ) მოქალაქეობის შეცვლის გამო;

მ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით;

ნ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;

ო) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო;

პ) გარდაცვალების გამო;

ჟ) საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

3. სამინისტროს თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან ის უფლებამოსილი პირი, რომელსაც მისი დანიშვნის უფლებამოსილება გააჩნია.


მუხლი 32. გათავისუფლება პირადი პატაკის საფუძველზე
სამინისტროს თანამშრომელი პირადი პატაკით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი დანიშვნის უფლებამოსილი პირი უარს არ აცხადებს მისი პატაკის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე. უარი პატაკის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე დასაშვებია თუ თანამშრომლის გათავისუფლებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სამინისტროს ან/და სახელმწიფოს ინტერსებს. გათავისუფლების პატაკის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში, ეს პატაკი უნდა დაკმაყოფილდეს არა უგვიანეს 2 კვირისა უარის განცხადების დღიდან.  

მუხლი 33. სამსახურიდან გათავისუფლება სხვა პირის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით
სამინისტროს თანამშრომელი შეიძლება გათავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული სხვა თანამშრომლის მის თანამდებობაზე აღდგენისას.

მუხლი 34. გათავისუფლება კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო
 კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს თანამშრომელის დათხოვნა სამინისტროდან.

მუხლი 35. გათავისუფლება ასაკის გამო
 სამინისტროს თანამშრომელი შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან სამსახურში დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევის გამო.

მუხლი 36. გათავისუფლება სამსახურის ვადის გასვლის გამო
1. სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით სამსახურიდან თავისუფლდება პირი, რომელიც თანამდებობაზე გარკვეული ვადით იყო  დანიშნული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამსახურებრივი ურთიერთობა წყდება სამსახურის ვადის გასვლის მეორე დღეს.

3. თანამდებობაზე გარკვეული ვადით დანიშნული პირი არ თავისუფლდება სამსახურიდან, თუ იგი ახალი ვადით იქნა დანიშნული იმავე თანამდებობაზე.


მუხლი 37. გათავისუფლება წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო
სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო.

 


მუხლი 38. გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომისათვის
სამინისტროს თანამშრომელი თავისუფლდება სამსახურიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც მას შეეფარდა სასჯელი ჩადენილი დანაშაულისათვის, ან სასჯელი, რომელიც გამორიცხავს სამსახურის გაგრძელებას. სამინისტროს თანამშრომელი თავისუფლდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს (ან აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების დღიდან).

მუხლი 39. გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის  გამო
სამინისტროს თანამშრომელი თავისუფლდება სამსახურიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც მას შეეფარდა სასჯელი ჩადენილი დანაშაულისათვის, ან სასჯელი, რომელიც გამორიცხავს სამსახურის გაგრძელებას. სამინისტროს თანამშრომელი თავისუფლდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს (ან აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების დღიდან).

მუხლი 40. სამსახურიდან გათავისუფლება დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო
1. სამინისტროს თანამშრომელი შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო:

ა) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე;

ბ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;

გ) იმ დოკუმენტების არქონისას, რომელიც აუცილებელია შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად ან სამსახურში მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას;

დ) თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას სათანადოდ შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობანი;

2. სამინისტროს თანამშრომელი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ - „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, თუ მას არ სურს გადავიდეს სხვა შესაბამის თანამდებობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის დასაკავებლადაც დადგენილია იდენტური საკვალიფიკაციო მოთხოვნები.


მუხლი 41. სამსახურიდან გათავისუფლება თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო
სამინისტროს თანამშრომელი შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში.

მუხლი 42. გათავისუფლება მოქალაქეობის შეცვლის გამო
სამინისტროს თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ თუ მას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან მან საკუთარი ნებით მიიღო სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა.

მუხლი 43. გათავისუფლება სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით
1. სამინისტროს თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება, თუ იგი აირჩიეს ან დანიშნეს სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამინისტროს თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება სხვა თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის დღიდან.


მუხლი 44. გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო
1. სამინისტროს თანამშრომელი შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ავადმყოფობის ან დასახიჩრების გამო სამსახურში ზედიზედ ოთხი თვის, ან კალენდარული წლის მანძილზე ექვსი თვის გამოუცხადებლობის გამო.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სამინისტროს თანამშრომელი შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდშიც.

3. იმ სამინისტროს თანამშრომელის სამსახურებრივი ურთიერთობა, რომელიც სამსახურთან დაკავშირებით გახდა დროებით შრომისუუნარო, შეჩერდება მისი გამოჯანმრთელების ან ინვალიდობის დადგენამდე და მას უნარჩუნდება თავისი თანამდებობა.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სამინისტროს თანამშრომელი თავისუფლდება სამსახურიდან შესაბამის დოკუმენტში (განთავისუფლების შესახებ აქტში) მითითებული დღიდან. 


მუხლი 45. გათავისუფლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო
 სამინისტროს თანამშრომელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის მეორე დღიდან მას სამსახური ეთვლება შეწყვეტილად.

მუხლი 46. გათავისუფლება გარდაცვალების გამო
სამინისტროს თანამშრომელი გარდაცვალების მეორე დღიდან მას სამსახური ეთვლება შეწყვეტილად.

თავი VI
 

ატესტაცია, კონკურსი და სტაჟირება


მუხლი 47. სტაჟირება და პრაქტიკა
1. მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევისა და მომზადების მიზნით, სამინისტროში პირი შეიძლება მიღებულ იქნეს სტაჟიორად.

2. პირის სტაჟიორად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლებელია განხილულ იქნას მისი თანამდებობაზე დანიშვნის ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიღების საკითხი.

3. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე სამინისტრო უზრუნველყოფს სტუდენტთა პრაქტიკის გავლას.

4. სტაჟიორის მიღებისა და პრაქტიკის გავლის წესს განსაზღვრავს მინისტრი სამართლებრივი აქტით. 


მუხლი 48. კონკურსი და ატესტაცია
1. კონკურსის მიზანია შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე კანდიდატთა შერჩევა სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

2. მოსამსახურეთა ატესტაციის მიზანია სამინისტროს საქმიანობის სრულყოფა და მის სისტემაში დასაქმებულ მოსამსახურეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.

3. კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესს განსაზღვრავს მინისტრი. 


თავი VII
 

წოდებების მინიჭება


მუხლი 49. სამინისტროს მოსამსახურეთა შემადგენლობა და წოდებები
1. კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში დაწესებულია სპეციალური და სამხედრო წოდებები.

2. სამინისტროს მოსამსახურეს სპეციალური ან სამხედრო წოდება (მორიგი ან ვადაზე ადრე) ენიჭება, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით განსაზღვრულია მისანიჭებელი წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი წოდება.

3. სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭება წარმოებს მხოლოდ თანამიმდევრობით. სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით დაუშვებელია.

4. წოდებების მინიჭება:

ა) პირველად და მორიგ სპეციალურ ან სამხედრო წოდებას ანიჭებს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

ბ) უმაღლესი სპეციალურ ან სამხედრო წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ, სამინისტროს თანამშრომელს ენიჭება  უმცროსი ლეიტენანტის ან უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება.

 


მუხლი 50. წოდებები სამინისტროში მიღებისას
1. საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებით განსაზღვრულ თანამდებობაზე მიღებისას ან მიღების შემდგომ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის წოდება.

2. სამხედრო წოდებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას პირს ენიჭება რეზერვის წოდების შესაბამისი სამხედრო წოდება.

3. სპეციალური წოდების მქონე პირი სამინისტროს სამსახურში მიღებისას თანამდებობაზე ინიშნება ადრე მინიჭებული სპეციალური წოდებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა.

   4. სამინისტროდან, სამხედრო და სხვა სახელმწიფო სამსახურიდან სამხედრო და სპეციალური წოდებით დათხოვნილ მოსამსახურეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღების შემდეგ, მორიგ წოდებაზე წარდგენისას, მათ მიერ დათხოვნამდე წოდებაში ნამსახურობის პერიოდი ეთვლებათ წოდებით ნამსახურობის საერთო ვადაში.

5. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელმაც სამსახურიდან დათხოვნამდე იმსახურა მინიჭებული წოდებით დადგენილი ვადა და მისანიჭებელი წოდება დაკავებული თანამდებობის ზღვრულ წოდებას არ აღემატებოდა, მაშინ მას სამინისტროში შესაბამის თანამდებობაზე მიღებისას შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება (უარყოფითი მოტივით დათხოვნის შემთხვევის გარდა). მორიგ წოდებას ანიჭებს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

 


მუხლი 51. სამინისტროს მოსამსახურეთა მორიგი წოდებები
1. მორიგი სპეციალური ან სამხედრო წოდება სამინისტროს მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ.

2. სამინისტროს მოსამსახურის მორიგი წოდების მისანიჭებლად სამინისტროს შესაბამისი საკადრო დანაყოფი, დამოუკიდებლად, ამზადებს შესაბამისი ბრძანების პროექტს.

3. სპეციალური წოდებებისა და ვადაზე ადრე სამხედრო წოდების  მინიჭებამდე სამინისტროს მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება შსს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელისშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე (გარდა იმ სამინისტროს მოსამსახურეთა, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებიან ადრე მინიჭებული სპეციალური წოდებით).

4. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სპეციალური ან/და სამხედრო წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადა,  მორიგი წოდება არ მიენიჭება.


მუხლი 52. სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად
1. ყოველი სპეციალური ან სამხედრო წოდებით სამინისტროში სამსახურის გავლისათვის დადგენილია ვადა გარდა უმცროსი სპეციალური წოდებებისა.

2. ომის ან შეიარაღებული კონფლიქტების დროს ოფიცერთა შემადგენლობისათვის წოდების მისანიჭებლად სამსახურის გავლის ვადები  მცირდება 6 თვის ვადით და ვრცელდება იმ პირებზე, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ამგვარ მოქმედებებში.

3. სპეციალური ან სამხედრო წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება წოდების მინიჭების შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან.

4. უმაღლესი სპეციალური ან ოფიცრის სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამინისტროში სამსახურის ვადა არ წესდება. აღნიშნული წოდებების მინიჭება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინისტრის წარდგინებით.

5. სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი სამინისტროს მოსამსახურეს ეთვლება მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში.


მუხლი 53. წოდებების ვადამდე მინიჭება
1. განსაკუთრებული დამსახურების ან ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით ვადამდე წოდების მინიჭების უფლება აქვს შინაგან საქმეთა მინისტრს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს.

2. ოფიცრის სამხედრო წოდებებს ვადამდე ანიჭებს:

ა) ვიცე-პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; 

ბ) პოლკოვნიკის – მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი.

3. სამინისტროს მოსამსახურეს, როგორც წესი, სამხედრო წოდება ვადაზე ადრე, განსაკუთრებული დამსახურებისათვის, შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ერთხელ, ხოლო სპეციალური წოდება – ორჯერ.


მუხლი 54. სპეციალური წოდების მინიჭება სამსახურიდან დათხოვნისას
სამინისტროს მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო სამსახურის სტაჟი, სამსახურში ხასიათდებიან დადებითად, ხოლო სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა გაუვიდათ, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის დროს უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება წარდგენილ იქნენ მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაკავებული თანამდებობით განსაზღვრულ ზღვრულ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღალ წოდებაზე, მაგრამ არა უმეტეს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის სპეციალური წოდებისა. 

მუხლი 55. წოდების ჩამორთმევა, ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა
1. სამინისტროს მოსამსახურეს, სპეციალური ან სამხედრო წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ.

2. რეაბილიტაციის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სპეციალური ან სამხედრო წოდება უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ წოდების მინიჭების უფლება.

3. რეაბილიტირებულ პირებს სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება ადრინდელ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღლა, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება.

4. დისციპლინური გადაცდომისათვის წოდებაში ჩამოქვეითება ერთი საფეხურით შეუძლია მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.

5. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ (არანაკლებ ერთი წლის გასვლის შემდეგ), წოდების აღდგენა ხდება მინისტრის ბრძანებით, პირის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. ჩამოქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში არ შედის.


თავი VIII
 

სამინისტროს თანამშრომელთა წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა


მუხლი 56. სამსახურებრივი დისციპლინა
სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს სამინისტროს თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის, ფიცის, აგრეთვე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, უშუალო უფროსის მითითებების, მისთვის დაკისრებული მოვალეობისა და უფლებამოსილების ჯეროვან შესრულებას. 

მუხლი 57. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები და გამოყენების წესი
სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები, დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და გამოყენების წესი, დისციპლინური სამართალწარმოების ვადები, წახალისების ფორმები და წახალიების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდებით.

მუხლი 58. შეზღუდვები დისციპლინური სახდელის მოქმედებისას
1. მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე თანამშრომლის სამსახურებრივი დაწინაურება, ან მოსამსახურის მორიგ სპეციალურ წოდებაზე წარდგენა არ შეიძლება.

2. წოდებაზე წარდგენილი მოსამსახურის დისციპლინური წესით დასჯის შემთხვევაში უშუალო უფროსმა უნდა აცნობოს შესაბამის საკადრო სამსახურს მოსამსახურისათვის სპეციალური წოდების მინიჭების შესაჩერებლად. 


მუხლი 59. ინფორმაციული უზრუნველყოფა
ერთიანი საინფორმაციო ბანკის შევსების მიზნით, მონაცემები სამინისტროს თანამშრომელთა წახალისების ან/და დისციპლინური დასჯის შესახებ წარედგინება სამინისტროს საკადრო დანაყოფს.

თავი IX
 

სამსახურის გავლის პირობები


მუხლი 60. სამინისტროს შინაგანაწესი
სამინისტროს ერთიან შინაგანაწესს ადგენს შინაგან საქმეთა მინისტრი. სამინისტროში შემავალი დანაყოფების შინაგანაწესს ადგენს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 61. სამუშაო დრო
სამინისტროში დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე. 

მუხლი 62. შვებულება
1. სამინისტროს თანამშრომელთათვის ყოველწლიური ანაზღაურებადი  შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე. შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ.

2. სამინისტროს თანამშრომელს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არა უმეტეს ერთი წლისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამინისტროს თანამშრომელს, 5 წელიწადში ერთხელ, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება 3 თვემდე ვადით.

4. შვებულება პირს შეიძლება მიეცეს მხოლოდ სამსახურში მიღებიდან 11 თვის შემდეგ.  

5. შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს დანაყოფის ხელმძღვანელი. იმ დანაყოფებში, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს დაუშვებელია ერთდროულად შვებულებაში გაშვება პირადი შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტისა.

6. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია თანამშრომლის გამოძახება შვებულებიდან. გამოძახების შემთხვევაში თანამშრომელს შეიძლება აუნაზღაურდეს ტრანსპორტირების ხარჯები, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, ასევე შვებულებიდან დარჩენილი დღეები მიეცემა იმავე ან მომავალ წელს.

7. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს შვებულება არ მიეცემა.

8. შვებულებისა გაფორმება ხორციელდება მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 


მუხლი 63. მოკლევადიანი შვებულება
გადაუდებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების, დაქორწინების, ოჯახური პირობების და სხვა საპატიო მიზეზების გამო სამინისტროს თანამშრომელს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი (ანაზღაურებადი) შვებულება 10 დღის ხანგრძლივობით. მოკლევადიანი შვებულების დღეები მორიგ ყოველწლიურ შვებულებაში არ შედის. 

მუხლი 64. შვებულება ავადმყოფობის გამო
1. სამინისტროს მოსამსახურეს ავადმყოფობის გამო შვებულება ეძლევა სამხედრო-საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე.

2. დაუშვებელია ავადმყოფობის გამო დროებით არმყოფი პირის სამინისტროს სამსახურიდან დათხოვნა, გარდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციისა და კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისა.

 


მუხლი 65. შვებულება ორსულობის, მშობიარობის და ახალშობილი ბავშვის შვილების გამო
1. მომუშავე პირებისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ახალშობილი ბავშვის შვილების გამო შვებულების მიცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციისას ორსულობის, მშობიარობისა და ახალშობილი ბავშვის შვილების გამო შვებულებაში მყოფი პირი აიყვანება კადრების განკარგულებაში. შვებულებაში ყოფნის პერიოდი არ შედის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადაში.


მუხლი 66. სოციალური უზრუნველყოფა
მოსამსახურის სოციალური უზრუნველყოფა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

მუხლი 67. სამსახურში და წოდების აღდგენის საფუძვლები
1. სამინისტროს მოსამსახურეები და დამხმარე მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება.

2. წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, აგრეთვე რეაბილიტირებულის განცხადება სამსახურში აღდგენაზე. მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის თანაბარ თანამდებობაზე.

3. აღდგენილ მოსამსახურეებს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი. 


მუხლი 68. სამსახურის გავლა განსაკუთრებული რეჟიმის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს
1. სამინისტროს სისტემაში ან მის ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულში, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით, მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით, შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. განსაკუთრებული რეჟიმის დროს სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ სამუშაო ადგილას. სამუშაო ადგილის დატოვება შეიძლება მხოლოდ პირადი უფროსის ნებართვის საფუძველზე.

2.  საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს სამინისტრო გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რომლის დროსაც:

ა) 70-ე მუხლით მითითებული უფლებამოსილ პირს შეუძლია არ დააკმაყოფილოს თანამშრომლის პატაკი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე;

ბ) წყდება ყველა სახის შვებულებები(გარდა შვებულებისა ავადმყოფობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო).

3. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის დროს სამინისტროს თანამშრომელს მივლინების შემთხვევაში შეიძლება აუნაზღაურდეს მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯები.


მუხლი 69. სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილ თანამდებობისს პირები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან:

ა. სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი;

ბ. სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

გ. სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი;

დ. სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ე. სამინისტროს სამმართველოს უფროსი;

ვ. სამინისტროს სამსახურის უფროსი;

ზ. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და სამხარეო მთავარი სამმართველოების საქალაქო და რაიონული სამმართველოს უფროსები.

თ. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოების, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოსა და სამხარეო მთავარი სამმართველოების საქალაქო და რაიონული განყოფილებების უფროსები.

ი. სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მოადგილე (გარდა კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა);

კ. სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილე.

2.         საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტროს) სისტემაში უმცროს და უფროს ოფიცერთა სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების, უმცროს და უფროს ოფიცერთა მორიგი სამხედრო წოდებისა და უფროსი სპეციალური წოდების, აგრეთვე, სამხედრო და სპეციალური წოდების ვადაზე ადრე მინიჭება (გარდა პოლკოვნიკის სამხედრო წოდებისა, რომელსაც ვადაზე ადრე ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი) ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების (საკურატორო სფეროების მიხედვით) მიერ თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან:

ა. სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ბ. სამინისტროს სამსახურის უფროსის მოადგილე;

გ. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი;

დ. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;                    

ე. სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი;

ვ. სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე;  

ზ. სამინისტროს დეპარტამენტის სამსახურის უფროსი;

თ. სამინისტროს დეპარტამენტის სამსახურის უფროსის მოადგილე;

ი. სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი;

კ. სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ლ. სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსი;

მ. სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე

ნ. სამინისტროს სამმართველოს განყოფილების უფროსი;

ო. სამინისტროს სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;

პ. სამინისტროს სამსახურის განყოფილების უფროსი;

ჟ. სამინისტროს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;

რ. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოს, სამხარეო მთავარი სამმართველოებისა და ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი (გარდა საქალაქო და რაიონული სამმართველოს უფროსისა);

ს. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოების, სამხარეო მთავარი სამმართველოებისა და ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე; 

ტ. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოების, სამხარეო მთავარი სამმართველოებისა და ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის უფროსი; 

უ. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოების, სამხარეო მთავარი სამმართველოებისა და ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე.

ფ. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი;

ქ. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ღ. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსი;

ყ. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე;

შ. სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს სამსახურის უფროსი;  

ჩ. სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე;

ც. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის უფროსი

ძ. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე;  

წ. სამინისტროს დეპარტამენტის განყოფილების უფროსი;

     4.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობისათვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება, აგრეთვე, საშუალო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის და მინისტრის მოადგილეების მიერ, საკურატორო სფეროების მიხედვით (ნუსხით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების გარდა).

5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის საკურატორო სფეროში მყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ყველა მოსამსახურეს (ამ მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა გარდა) თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დაითხოვს, ამასთან რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას სამხედრო სამსახურში ჩარიცხავს, სამხედრო სამსახურიდან დაითხოვს, რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას მორიგ სამხედრო წოდებას მიანიჭებს, აგრეთვე, საშუალო სპეციალურ წოდებას მიანიჭებს სამინისტროს საკადრო დანაყოფის კურატორი მინისტრის მოადგილე.  შენიშვნა: საჯარო სამართლის იურიდიული პირის_საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებს უმცროს და მორიგ საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.

   6. სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელის (დირექტორი, უფროსი), სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის, სამინისტროს სამმართველოს უფროსის (გარდა განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსისა), სამინისტროს სამსახურის უფროსის მიერ თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან:

ა. სამინისტროს დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე;

ბ. სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი ;

გ. სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;            

დ. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი;

ე. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;

ვ. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსი;

ზ. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;

თ. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსი;

ი.სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;

კ. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსი;

ლ. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;

მ. სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი;

ნ. სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;

ო. სამინისტროს ქვეგანყოფილების უფროსი ;

პ. სამინისტროს ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე;

ჟ. სამინისტროს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;

რ. სამინისტროს ოპერატიული თანამშრომელი;

ს. სამინისტროს თანამშრომელი;

ტ. სამინისტროს უმცროსი თანამშრომელი;

უ. სამინისტროს დამხმარე მოსამსახურე.

შენიშვნა: სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელი (დირექტორი, უფროსი) სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი, სამინისტროს სამმართველოს უფროსი, სამინისტროს სამსახურის უფროსი თავისი ასიგნებების ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს (ხელშეკრულებას უფორმებს და შეუწყვეტს) შტატგარეშე მოსამსახურეებს. 

7. სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეთა (გარდა მოადგილეებისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, თავისი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლება (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.

 

8. სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოსამსახურეთა (გარდა მოადგილეებისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, თავისი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლება (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა)  ხდება სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.

 9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეებისათვის, უმცროსი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება დეპარტამენტის ხელმძღვანელის (დირექტორი, უფროსი), სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის, სამინისტროს სამმართველოს უფროსის (გარდა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსისა) და სამინისტროს სამსახურის უფროსის მიერ.  

  10. სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყველა მოსამსახურეს (ნუსხის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობების გარდა) თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დაითხოვს, თავისი ასიგნებების ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და  თანამდებობიდან ათავისუფლებს (ხელშეკრულებას უფორმებს და შეუწყვეტს) შტატგარეშე მოსამსახურეებს, ამასთან სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას სამხედრო სამსახურში ჩარიცხავს, სამხედრო სამსახურიდან დაითხოვს, რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას მორიგ სამხედრო წოდებას მიანიჭებს, აგრეთვე, უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებას მიანიჭებს კურატორი მინისტრის მოადგილე.

   11  მინისტრის მოადგილის საკურატორო სფეროში შემავალ დანაყოფებში სამინისტროს მოსამსახურეების თანამდებობრივი გადაადგილება (დანიშვნა-გათავისუფლება) განხორციელდეს კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, თუ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა და/ან გათავისუფლება ამ ბრძანებით ერთდროულად განეკუთვნება კურატორი მინისტრის მოადგილისა და მის საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფის ხელმძღვანელის ან სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელების კომპეტენციას (პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობების გარდა).

  12. მინისტრის ერთი მოადგილის საკურატორო დანაყოფიდან მინისტრის მეორე მოადგილის საკურატორო დანაყოფში სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილებისას, შესაბამის ბრძანებას გამოსცემს მინისტრის ის მოადგილე, რომლის საკურატორო დანაყოფში ხდება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა.


მუხლი 70. თანამდებობის პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური სახდელის  გამოყენების უფლება
1. მინისტრს უფლება აქვს გამოიყენოს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური სახდელის დადების ნებისმიერი სახეები.

2 მინისტრის პირველ მოადგილეს, მინისტრის მოადგილეებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელებს უფლება აქვთ სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ გამოიყენონ წახალისების შემდეგი სახეები: მადლობის გამოცხადება, დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა, ფულადი ჯილდო, ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება, რიგითი შემადგენლობის პირთათვის მორიგი სამხედრო წოდების ვადაზე ადრე მინიჭება.

3. მინისტრის პირველ მოადგილეს, მინისტრის მოადგილეებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელებს უფლება აქვთ სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ გამოიყენონ დისციპლინური სახდელის შემდეგი ფორმები: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, იმ პირთა თანამდებობიდან ჩამოქვეითება ან სამინისტროდან დათხოვნა, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლება აქვთ ამ დებულების 69-ე მუხლის შესაბამისად.

4. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს უფლება აქვთ მათ დაქვემდებარებაში მყოფ სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გამოიყენონ წახალისების შემდეგი სახეები: მადლობა, ფულადი ჯილდო.

5.  შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს უფლება აქვთ მათ დაქვემდებარებაში მყოფ სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გამოიყენონ დისციპლინური სახდელის შემდეგი ფორმები: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, იმ პირთა თანამდებობიდან ჩამოქვეითება ან სამინისტროდან დათხოვნა, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლება აქვთ ამ დებულების 69-ე მუხლის შესაბამისად.