„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებით საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ” დამტკიცებულ წედებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებით საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ” დამტკიცებულ წედებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 843
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 96, 17/08/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.034.007.630
  • Word
843
16/08/2005
სსმ, 96, 17/08/2005
010.240.030.22.034.007.630
„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებით საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ” დამტკიცებულ წედებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.034.007.630

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება N843

2005 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის 217 ბრძანებით საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ” დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„პოლიციის შესახებ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის მე-18, 29-ე და 30-ე მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს 1996 წლის 19 ნოემბრის კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვბრძანებ:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის N217 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (სსმ III, 7.07.2003 წ, 68, მუხ. 618. გვ.5.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება აქვთ შს მინისტრს, შს მინისტრის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს, შინაგან საქმეთა საქალაქო, რაიონული სამმართველოს უფროსებს, სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებს.“;

ბ) წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის უფლება აქვთ შს მინისტრს, შს მინისტრის მოადგილეებს, სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებს.

გ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. წახალისების უფლება აქვს შს მინისტრს, მინისტრის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს, შინაგან საქმეთა საქალაქო, რაიონული სამმართველოს უფროსებს, სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებს.

დ) წესდებიდან ამოღებული იქნეს მე-8 მუხლის პირველი პუნქტი.

 ე) იმ პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ წახალისებათა და დისციპლინურ სახდელთა გამოყენების უფლება (დანართი 1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 დანართი 1

იმ პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ წახალისებათა და დისციპლინურ

სახდელთა გამოყენების უფლება

 

თანამდებობის დასახელება

უფლებები

 

 

წახალისების გამოყენებაში

დისციპლინური სახდელის დადებაში

1.

2.

3.

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ყველა სახის წახალისების გამოყენება

ყველა სახის დისციპლინური სახდელის დადება-მოხსნა

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები

მადლობის გამოცხადება, დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა, პრემიის ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება, რიგითი შემადგენლობის პირთათვის მორიგი სამხედრო ან სპეციალური წოდების ვადაზე ადრე მინიჭება.

შენიშვნის გამოცხადება, საყვედურის გამოცხადება, სასტიკი საყვედურის გამოცხადება, იმ პირთა სპეციალური წოდების ან დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება, აგრეთვე შს ორგანოებიდან დათხოვნა, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლება მინიჭებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით.

3. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსები

მადლობის გამოცხადება,

პრემიით აჯილდოვება.

შენიშვნის გამოცხადება, საყვედურის გამოცხადება, სასტიკი საყვედურის გამოცხადება, იმ პირთა სპეციალური წოდების ან დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება, აგრეთვე შს ორგანოებიდან დათხოვნა, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლება მინიჭებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით.

4. შინაგან საქმეთა საქალაქო, რაიონული სამმართველოს უფროსი.

მადლობის გამოცხადება

შენიშვნის გამოცხადება, საყვედურის გამოცხადება, სასტიკი საყვედურის გამოცხადება.

 

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ი. მერაბიშვილი