დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისი №217 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 837 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 126, 01/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016001 |
შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №837
2010 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (სსმ III, 7.07.2003წ.,№68, მუხ.618) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის უფლება აქვს შს მინისტრს, შს მინისტრის მოადგილეებს საკურატორო სფეროების მიხედვით და სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებს, აგრეთვე ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელ პირებს (მხოლოდ მათ მიერ დადებული დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებით). მინისტრის საკურატორო სფეროში შემავალ და ნაყოფებში დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის უფლება აქვს ასევე მინისტრის პირ ველ მოადგილეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს.”
2. ბრძანებით დამტკიცებული წესდების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
იმ პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ წახალისებათა და დისციპლინურ სახდელთა გამოყენების უფლება
| თანამდებობის დასახელება | უფლებები
| |
|
| წახალისების გამოყენებაში | დისციპლინური სახდელის დადებაში |
| 1 | 2 | 3 |
| 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი | ყველა სახის წახალისების გამოყენება | ყველა სახის დისციპლინური სახდელის დადება-მოხსნა |
| 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები | მადლობის გამოცხადება, დისციპ ლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა, პრემიის ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება, რიგითი შემადგენლობის პირთათვის მორიგი სამხედრო ან სპეციალური წოდების ვადაზე ადრე მინიჭება, შსს მოსამსახურეზე საკურატორო სფეროების მიხედვით, გარდა იმ თანამდებობის პირებისა, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლება შს მინისტრს მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით. | შენიშვნის გამოცხადება, საყვედურის გამოცხადება, სასტიკი საყვედურის გამოცხადება, იმ პირთა სპეციალური წოდების ჩამოქვეითება, შსს მოსამსახურეზე საკურატორო სფეროების მიხედვით, გარდა იმ თანამდებობის პირებისა, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლება შს მინისტრს მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით. აგრეთვე დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება და შს ორგანოებიდან დათხოვნა (გათავისუფლება), რომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლება მინიჭებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით. |
| 3. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსები | მადლობის გამოცხადება, პრემიით დაჯილდოება. | შენიშვნის გამოცხადება, საყვედურის გამოცხადება, სასტიკი საყვედურის გამოცხადება, იმ პირთა სპეციალური წოდების ან დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება, აგრეთვე შს ორგანოებიდან დათხოვნა (გათავისუფლება), რომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლება მინიჭებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით. |
| 4. შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები | მადლობის გამოცხადება, პრემიით ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება. | შენიშვნის გამოცხადება, საყვედურის გამოცხადება, სასტიკი საყვედურის გამოცხადება, იმ პირთა უმცროსი სპეციალური წოდების ან დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება, აგრეთვე შს ორგანოებიდან დათხოვნა (გათავისუფლება), რომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლება მინიჭებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით. |
“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები