საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 15/02/2001
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 28/02/2001
სარეგისტრაციო კოდი 010.040.020.12.201.004.657
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
4
15/02/2001
სსმ, 18, 28/02/2001
010.040.020.12.201.004.657
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/02/2001 - 21/04/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.040.020.12.201.004.657

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №4

2001 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ’’ კანონის მე-10 და მე-15 მუხლების საფუძველზე დამტკიცდეს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს თანდართული დებულება.

ზ. გაიპარაშვილი

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

I. ზოგადი დებულება

1. სათათბირო იქმნება ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე.

 

II. სათათბიროს ძირითადი მიზნები და ამოცანები

სათათბიროს ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

2. რეესტრში გატარებული ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი კოორდინაცია.

3. დასაფინანსებელი პრიორიტეტების განსაზღვრა.

4. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში გატარებულ ორგანიზაციათა პროექტების დაფინანსების საკითხის კონკურსის წესით გადაწყვეტა.

 

III. სათათბიროს საქმიანობა და შემადგენლობა

5. სათათბიროს საქმიანობის ძირითადი ფორმაა სათათბიროს სხდომები, რომლებიც მოიწვევა წელიწადში არანაკლებ ორჯერ.

6. სათათბიროში წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ბავშვთა, ასევე ახალგაზრდული კავშირები.

7. სათათბიროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სათათბიროს წევრთა 2/3.

8. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს და წევრთა არანაკლებ 1/3-ს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მოიწვიონ სათათბიროს რიგგარეშე სხდომა.

9. სათათბირო შედგება თხუთმეტი წევრისაგან, რომელთაგან 9 წევრს ირჩევენ რეესტრში გატარებული ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირები, ხოლო 5 წევრს ნიშნავს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

10. სათათბიროს თავმჯდომარეა ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

11. სათათბირო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ერთობლივი განხილვის გზით, ღია კენჭისყრით, დამსწრეთა 2/3-ის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას. სათათბიროს გადაწყვეტილება ფორმდება საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

12. სათათბიროს წევრთა უფლებამოსილება განისაზღვრება ორი წლით.

 

IV. სათათბიროს წევრობა და უფლება-მოვალეობანი

13. სათათბიროს წევრებს უფლება აქვთ:

ა) შეიტანონ თავისი წინადადებები და რეკომენდაციები სათათბიროს მიერ განსახილველი ნებისმიერი საკითხების შემუშავებაში.

ბ) მონაწილეობა მიიღონ სათათბიროში წარმოდგენილი წინადადებების განხილვაში;

გ) მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში.

14. სათათბიროს წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს სათათბიროს საქმიანობაში, დაესწროს სხდომებს;

ბ) დაიცვას წინამდებარე დებულება.

15. სათათბიროს წევრის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) სათათბიროს სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა;

ბ) წარმოდგენილი კავშირის ლიკვიდაცია;

გ) წევრის წარმოდგენილი კავშირიდან გასვლა;

დ) პირადი განცხადება.

16. სათათბიროს წევრის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტისას შესაბამისი კავშირი და საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი ცვლის სათათბიროს წევრის კანდიდატურას.

 

V. სათათბიროს მართვა

17. სათათბიროს საქმიანობის საერთო კოორდინაციას და ხელმძღვანელობას, კოლეგიალობის პრინციპების დაცვით, ახორციელებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

18. სათათბიროს შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

 

11. 11/06/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 91/ნ - ვებგვერდი, 12/06/2018 10. 08/05/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 66/ნ - ვებგვერდი, 10/05/2018 9. 12/02/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01/185 - ვებგვერდი, 12/02/2016 8. 23/01/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01/66 - ვებგვერდი, 27/01/2014 7. 10/07/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01/412 - ვებგვერდი, 11/07/2013 6. 02/05/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01/284 - ვებგვერდი, 08/05/2013 5. 29/01/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - N01/38 - ვებგვერდი, 30/01/2013 4. 06/09/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 47 - სსმ, 111, 06/09/2010 3. 20/03/2006 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 3/59 - სსმ, 42, 30/03/2006 2. 15/12/2004 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 3-437 - სსმ, 151, 30/12/2004 1. 21/04/2003 - აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება - 12 - სსმ, 39, 01/05/2003