„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01/284
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 040040040.22.055.016026
01/284
02/05/2013
ვებგვერდი, 08/05/2013
040040040.22.055.016026
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01/284

2013 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (448-რს, 25.03.2013წ.) მეორე მუხლის თანახმად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 158) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. დებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი კოორდინაცია“.

2. დებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების პროექტების დაფინანსების საკითხის კონკურსის წესით გადაწყვეტა“.

3. დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სათათბირო შედგება ცხრა წევრისაგან, რომელთაგან ოთხ წევრს წარადგენს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებიდან, ხოლო ოთხ წევრს ნიშნავს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი (ორი  წევრი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურე,  ორი წევრი – საქართველოს  ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის თანამშრომელი)“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრილევან ყიფიანი