დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათატბიროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეტა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანბაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/59 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42, 30/03/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.040.020.22.028.008.297 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.040.020.22.028.008.297
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/59
2006 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სათათბიროს დებულება.“;
ბ) დებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარეს და წევრთა არანაკლებ 1/3-ს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მოიწვიონ სათათბიროს რიგგარეშე სხდომა.“;
გ) დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სათათბირო შედგება თხუთმეტი წევრისაგან, რომელთაგან 6 წევრს წარადგენს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი რეესტრში გატარებულ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებიდან. ხოლო 8 წევრს ნიშნავს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე.“;
დ) დებულების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სათათბიროს თავმჯდომარეა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე.“;
ე) დებულების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სათათბირო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ერთობლივი განხილვის გზით, ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას. სათათბიროს გადაწყვეტილება ფორმდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ.“;
ვ) დებულების მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. სათათბიროს წევრის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტისას შესაბამისი კავშირი და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ცვლის სათათბიროს წევრის კანდიდატურას.“;
ზ) დებულების მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. სათათბიროს საქმიანობის საერთო კოორდინაციას და ხელმძღვანელობას, კოლეგიალობის პრინციპის დაცვით, ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მეშვეობით.“;
თ) დებულების მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. სათათბიროს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები