დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულებაში" ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3-437 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 151, 30/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.040.22.028.006.931 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.22.028.006.931
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/437
2004 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულებაში” ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ:
1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაცემასთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულებაში” (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 158) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დებულების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სათათბიროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სათათბიროს წევრთა უბრალო უმრავლესობა.”;
ბ) დებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარეს და წევრთა არანაკლებ 1/3-ს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მოიწვიონ სათათბიროს რიგგარეშე სხდომა.”;
გ) დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სათათბირო შედგება თხუთმეტი წევრისაგან, რომელთაგან 6 წევრს წარადგენს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი რეესტრში გატარებულ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებიდან, ხოლო 8 წევრს ნიშნავს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე.”;
დ) დებულების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სათათბიროს თავმჯდომარეა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე.”;
ე) დებულების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სათათბირო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ერთობლივი განხილვის გზით, ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას. სათათბიროს გადაწყვეტილება ფორმდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ.”;
ვ) დებულების მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. სათათბიროს საქმიანობის საერთო კოორდინაციას და ხელმძღვანელობას, კოლეგიალობის პრინციპის დაცვით, ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მეშვეობით.”;
ზ) დებულების მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. სათათბიროს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე.”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები