დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 21/04/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 01/05/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.050.000.12.201.005.810 |
სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 040.050.000.12.201.005.810
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №12
2003 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების” (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 158,) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
9. „სათათბირო შედგება თხუთმეტი წევრისაგან, რომელთაგან 7 წევრს ფარული კენჭისყრით ირჩევენ რეესტრში გატარებული ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირები, ხოლო 7 წევრს ნიშნავს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.”.
2. მე-14 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ” ქვეპუნქტი:
გ) „სათათბიროს წევრი, რომელიც არის იმ კავშირის წევრი, რომლის მიერ წარმოდგენილი პროექტის განხილვაც მიმდინარეობს სათათბიროს სხდომაზე, არ მონაწილეობს აღნიშნული პროექტის კენჭისყრაში.”.
ზ. გაიპარაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები