„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01/185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2016
ძალაში შესვლის თარიღი 11/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 010040020.22.055.016055
01/185
12/02/2016
ვებგვერდი, 12/02/2016
010040020.22.055.016055
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01/185

2016 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №18, მუხლი 158, 2001 წელი) დამტკიცებულ „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-31 პუნქტი: 

„31. პროექტის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა“. 

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-101 პუნქტი: 

„101. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის არყოფნის შემთხვევაში, სათათბიროს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სათბიროს თავმჯდომარის მოადგილე (სათათბიროს წევრი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურე), რომელიც განისაზღვრება სათათბიროს შექმნის შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით“. 

3. დებულების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„11. სათათბირო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ერთობლივი განხილვის გზით, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით (გარდა ამ დებულების მე-131 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც პროექტის დაფინანსების საკითხს სათათბირო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, შეფასების კრიტერიუმებიდან გამომდინარე) და სათათბიროს გადაწყვეტილება ფორმდება  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 

4. დებულებიდან ამოღებულ იქნეს III1 თავი.  

5. დებულების მე-131 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,131. სათათბიროს წევრები პროექტებს აფასებენ და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ ქულათა სისტემით, სათათბიროს მიერ განსაზღვრული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით“. 

6. დებულების მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„19. სათათბიროს საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული ხელშეწყობის, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების  საპროექტო განაცხადებისა და სათათბიროს საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის აღრიცხვისა და შენახვის (მატერიალური ან/და ელექტრონული ვერსიის სახით), სათათბიროს გადაწყვეტილებების შესახებ  საქართველოს ბავშვთა და  ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ინფორმირების უზრუნველყოფის მიზნით,  სათათბიროს უფლებამოსილების ვადით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანებით იქმნება სათათბიროს აპარატი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შემადგენლობით.“.

მუხლი 2
  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2016 წლის 9 თებერვლის №01/166 ბრძანება (სსმ, ვებ-გვერდი, 11.02.2016წ., სარეგისტრაციო კოდი: 010140020.22.055.016053).
მუხლი 3
 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 11 თებერვლიდან.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრიტარიელ ხეჩიკაშვილი