დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01/66 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040040040.22.055.016037 |
01/66
23/01/2014
ვებგვერდი, 27/01/2014
040040040.22.055.016037
,,საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
|
,,საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებით (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ №18, მუხლი 158, 2001 წელი) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სათათბირო შედგება ცხრა წევრისაგან, რომელთაგან სამ წევრს წარადგენს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებიდან, ხოლო ხუთ წევრს ნიშნავს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი (ორი წევრი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საჯარო მოსამსახურე, სამი წევრი - საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის თანამშრომელი, ფონდის დირექტორის წარდგინებით)“.
2. ამოღებულ იქნეს დებულების მე-14 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი. 3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი: „141. სათათბიროში წარმოდგენილ ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირს არა აქვს კონკურსში მონაწილეობისა და პროექტის წარმოდგენის უფლება“.
4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:
„19. სათათბიროს საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული ხელშეწყობის, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების საგრანტო განაცხადებისა და სათათბიროს საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის აღრიცხვისა და შენახვის (მატერიალური ან/და ელექტრონული ვერსიის სახით), სათათბიროს გადაწყვეტილებების შესახებ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ინფორმირების უზრუნველყოფის მიზნით, სათათბიროს უფლებამოსილების ვადით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანებით იქმნება სათათბიროს აპარატი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შემადგენლობით“ . |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები