დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 111, 06/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010040020.22.055.015140 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.040.020.22.055.015.140
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის
ბრძანება №47
2010 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებასა და ამ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ.“;
ბ) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს თანდართული დებულება.“;
გ) დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულება.“;
დ) დებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს და წევრთა არანაკლებ 1/3 საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მოიწვიონ სათათბიროს რიგგარეშე სხდომა.“;
ე) დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სათათბირო შედგება თხუთმეტი წევრისაგან, რომელთაგან 6 წევრს წარადგენს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი რეესტრში გატარებულ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებიდან, ხოლო 8 წევრს ნიშნავს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.“;
ვ) დებულების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სათათბიროს თავმჯდომარეა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.“;
ზ) დებულების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სათათბირო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ერთობლივი განხილვის გზით, ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას და სათათბიროს გადაწყვეტილება ფორმდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“;
თ) დებულების მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. სათათბიროს წევრის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტისას შესაბამისი კავშირი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ცვლის სათათბიროს წევრის კანდიდატურას.“;
ი) დებულების მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. სათათბიროს საქმიანობის საერთო კოორდინაციას და ხელმძღვანელობას, კოლეგიალობის პრინციპის დაცვით, ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.“;
კ) დებულების მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. სათათბიროს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ვარძელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები