საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.021889
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
177
19/03/2020
ვებგვერდი, 19/03/2020
010240010.10.003.021889
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (04/09/2020 - 12/11/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №177

2020 წლის 19 მარტი

   ქ. თბილისი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ

მუხლი 1
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო პროგრამა − თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში კომპეტენციის შესაბამისად უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



სახელმწიფო პროგრამა − თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის

 


მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

პროგრამის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პროგრამა − „სახელმწიფო პროგრამა − თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“;

ბ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

გ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში;

დ) მეწარმე სუბიექტი – ამ პროგრამის მიზნებისათვის, პროგრამაში ჩართვის მსურველი, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში და კომერციულ ბანკთან გაფორმებული აქვს სესხის ხელშეკრულება სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის /რემონტის/რეკონსტრუქციის/სასტუმროსთვის  უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით;

ე) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით ან/და მისი ნებისმიერი ცვლილების შესაბამისად განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით ან/და მისი ნებისმიერი ცვლილებით დადგენილი პირობების შესაბამისად;

ვ) კომერციული ბანკი − „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება;

ზ) სასტუმრო – შენობა ან/და შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა, თავისი ინფრასტრუქტურითა და მომსახურებით (აღნიშნული ჯგუფი მოიცავს მცირე, საშუალო საოჯახო, გესთჰაუსის ტიპის სასტუმროებს), რომელიც გათვალისწინებულია სასტუმროდ, განთავსებულია ერთ საკადასტრო კოდზე ერთმანეთთან დაკავშირებული არანაკლებ 4 ფუნქციონირებადი სასტუმრო ნომრისგან;

თ) სასტუმრო ინდუსტრია – საქმიანობა, რომელიც ამ პროგრამის შესაბამისად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, მის საკუთრებაში/დროებით სარგებლობაში არსებულ ფართზე განთავსებულ სასტუმროში;

ი) სესხი − კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე გაცემული კრედიტი სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/ რემონტის/რეკონსტრუქციის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით;

კ) ხაზინა − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სახაზინო სამსახური;

ლ) განაცხადი − კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი მის პორტფელში პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სესხების თაობაზე;

მ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება;

ნ) რეფინანსირება − მეწარმე სუბიექტის მიერ, მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან მიღებული ახალი სესხით სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქციის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით;

ო) მიმართვა − მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციულ ბანკში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს 2020 წლის 10 სექტემბრიდან 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში;

პ) (ამოღებულია - 04.09.2020, №558);

ჟ) საოჯახო მეურნეობის წევრი − „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის 28-ე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ფიზიკური პირი;

რ) შემოსავალი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავალი.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 მაისის დადგენილება №338 – ვებგვერდი, 01.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №558 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია საქართველოში მცირე, საშუალო და საოჯახო ტიპის სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობა ადგილობრივი სასტუმროებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით, აღნიშნულ ინდუსტრიაში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტებისათვის დახმარება, რომელთაც ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ კომერციულ ბანკში აღებული სესხის დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა.

მუხლი 3. თანადაფინანსების მექანიზმი

1.თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ:

− მეწარმე სუბიექტებისთვის გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ქვემოთ მოცემული მოცულობების ფარგლებში მომდევნო 12 თვის მანძილზე;

− პროგრამის ბენეფიციარის შემთხვევაში გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, ქვემოთ მოცემული მოცულობების ფარგლებში მომდევნო 6 თვის მანძილზე:

ა) ლარში გაცემული სესხის შემთხვევაში − დამტკიცებული სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის წილზე;

ბ) აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში − დამტკიცებული სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) დოლარის წილზე;

გ) ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში − დამტკიცებული სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 1 600 000 (ერთი მილიონ ექვსასი ათასი) ევროს წილზე სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით.

2. თანადაფინანსების მექანიზმის თანხის გამოყენება იმ სესხებისათვის, რომელთა ვადამოსული გადახდა გრაფიკის შესაბამისად დგება მიმდინარე წლის 1 მარტის შემდეგ, შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხისთვის 2020 წლის 1 მარტიდან წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულებებისთვის, ასევე 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების დასაფარად.

3. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.

4. სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

5. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულების ის ბენეფიციარი, რომელთანაც სააგენტოს მხრიდან არ არის დასრულებული ამ დადგენილების შესაბამისად სესხის პროცენტის თანადაფინანსების 24-თვიანი პერიოდი.

6. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად.

7. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით, 6 თვით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს პროგრამის ბენეფიციარს, რომლისთვისაც ამ დადგენილების ფარგლებში სააგენტოს სრულად ან ნაწილობრივ უკვე ჩარიცხული აქვს თანადაფინანსების თანხა და რომელიც პროგრამაში ჩართვის თაობაზე მიმართავს კომერციულ ბანკს 2020 წლის 10 სექტემბრიდან 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, სააგენტოს მიერ დადგენილი წესითა და ფორმით.

8. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, თანადაფინანსების მექანიზმთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკისათვის მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 მაისის დადგენილება №338 – ვებგვერდი, 01.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №558 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.

მუხლი 4. თანადაფინანსების მექანიზმის ბენფიციარები

1. მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში;

ბ) მეწარმე სუბიექტსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიზნობრიობა უნდა იყოს სასტუმროს შეძენა/მშენებლობა/გაფართოება/აღჭურვა/რემონტი/რეკონსტრუქცია/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენა. ამასთან, სესხის მიზნობრიობის დადგენა ან/და საეჭვოობისას მიზნობრიობის დადასტურების ვალდებულება ეკისრება კომერციულ ბანკს;

გ) მეწარმე სუბიექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდეს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში.

2. პროგრამით გათვალისწინებული დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმა, რომლის მიმდინარე რეფინანსირების სესხით რეფინანსირებულია მეწარმე სუბიექტზე ან/და მისი საოჯახო მეურნეობის წევრზე მხოლოდ სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის /რემონტის/რეკონსტრუქციის /სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით, დადგენილი მოცულობისა და პარამეტრების შესაბამისად კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხი/სესხები. ამასთან, პროგრამაში ჩართვის მსურველი იურიდიული პირების შემთხვევაში, რეფინანსირების სესხით შესაძლოა, დაიფაროს/გადაიფაროს ამავე იურიდიული პირის ან/და დამფუძნებელი/პარტიორი ფიზიკური პირებისა და მათი საოჯახო მეურნეობის წევრების მიერ მხოლოდ პროგრამით დადგენილი მოცულობის, მიზნობრიობისა და სხვა პარამეტრების შესაბამისად აღებული სესხ(ებ)ი.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 მაისის დადგენილება №338 – ვებგვერდი, 01.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №558 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
მუხლი 5. თანადაფინანსების მექანიზმის განხორციელების პროცესი

1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, ასევე პროგრამის ბენეფიციარი, რომელთანაც სააგენტოს სრულად ან ნაწილობრივ უკვე ჩარიცხული აქვს თანადაფინანსების თანხა თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს.

2. კომერციული ბანკი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ პროგრამის მე-3 და მე-4 მუხლების მოთხოვნებთან და დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის განაცხადს.

3. კომერციული ბანკის მიერ წარდგენილი განაცხადისა და პროგრამით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში სააგენტო ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე გაცემულ სესხზე 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით მომდევნო 12 თვის პერიოდზე (ხოლო პროგრამის ბენეფიციარების შემთხვევაში გაცემულ სესხზე 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მომდევნო 6 თვის პერიოდზე) საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას კომერციული ბანკის მიერ დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთიდან:

− 80 პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;

− 70 პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში.

4. იმ შემთხვევაში, თუკი მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია მარტიდან დაწყებული თანადაფინანსების მექანიზმის მოქმედების თორმეტთვიანი ვადის განმავლობაში რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი, სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხები მოხმარდება სესხის მომდევნო თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას. ამასთან, სესხის მომდევნო თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას უზრუნველყოფს პროგრამის ბენეფიციარისათვის სააგენტოს მიერ დამატებით ჩარიცხული ექვსთვიანი თანადაფინანსების თანხაც, თუკი თანადაფინანსების მიღების მომენტში ბენეფიციარის ან/და ამ პროგრამის შესაბამისად სააგენტოს მიერ გადახდილი იქნება მარტიდან დაწყებული რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 მაისის დადგენილება №338 – ვებგვერდი, 01.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №558 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.

მუხლი 6. თანადაფინანსების მექანიზმის თანხის მართვა და განხორციელების სქემა

1. კომერციული ბანკი ვალდებულია, სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი.

2. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენ განაცხადში მისათითებელი ინფორმაცია:

2.1. მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში:

ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) დამტკიცებული სესხების მოცულობა;

გ) სესხების გაცემის თარიღები;

დ) სესხების მიზნობრიობა;

ე) სასტუმროს აღწერა, საკადასტრო კოდი;

ვ) სასტუმროს ნომრების რაოდენობა;

ზ) პროგრამაში ჩართვის მომენტამდე გასული 12 თვის მანძილზე თითოეული მეწარმე სუბიექტის მიერ თვიურად გადახდილი სესხის ძირისა და საპროცენტო სარგებლის ოდენობა;

თ) მიმდინარე სესხის მოცულობა 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით;

ი) დამტკიცებული სესხის პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამისი მოცულობების წილზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის ოდენობა (რომელიც იანგარიშება 2020 წლის 1 მარტიდან მომდევნო 12 კალენდარული თვის პერიოდში).

2.2. პროგრამის ბენეფიციარის შემთხვევაში:

ა) სესხის ნომერი;

ბ) სააგენტოდან მიღებული თანადაფინანსების მოცულობა;

გ) პროგრამით განსაზღვრული დამატებით ექვსთვიანი თანადაფინანსების მოთხოვნის მომენტამდე გასული 12 თვის მანძილზე მის მიერ თვიურად გადახდილი სესხის ძირისა და საპროცენტო სარგებლის ოდენობა.

3. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს თანადაფინანსების მექანიზმის თანხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ ბანკში აღნიშნული მიზნით გახსნილ ანგარიშზე.

4. სააგენტოს მიერ აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ კომერციული ბანკი უზრუნველყოფს დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას ბენეფიციარებისათვის სესხის ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად.

5. ბანკი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული ჩამოჭრების, თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ.

6. კომერციული ბანკი ვალდებულია, განაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 მაისის დადგენილება №338 – ვებგვერდი, 01.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №558 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.

მუხლი 7. პროგრამის მონიტორინგი

1. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.

2. კომერციული ბანკის მიერ პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს ამ პროგრამით, მოქმედი კანონმდებლობითა და პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №558 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.

მუხლი 8. თანადაფინანსების მექანიზმის შეწყვეტა

1. პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების მექანიზმი სააგენტოს მიერ წყდება ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებით.

2. პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების მექანიზმი სააგენტოს მიერ შეიძლება, შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა, დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

მუხლი 10. დამატებითი პირობები

1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსების მექანიზმზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადის მიღების ვადა განისაზღვრება სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

2. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.