„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 726
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.022448
726
03/12/2020
ვებგვერდი, 04/12/2020
010240010.10.003.022448
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №726

2020 წლის 3 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2020, 010240010.10.003.021889) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში  „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“:

1. პირველი მუხლის „დ“, „ი“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მეწარმე სუბიექტი − ამ პროგრამის მიზნებისათვის, პროგრამაში ჩართვის მსურველი, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში, კომერციულ ბანკთან გაფორმებული აქვს სესხის ხელშეკრულება და მიმართვის წარდგენის მომენტისათვის არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;“;

„ი) სესხი − კომერციულ ბანკში არსებული მეწარმე სუბიექტის სესხი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია სასტუმროს  შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქცი-ის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით;“;

„ნ) რეფინანსირება/რესტრუქტურიზება − მეწარმე სუბიექტის მიერ სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა/გაზრდა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან მიღებული რეფინანსირების/ რესტრუქტურიზების სესხით, რომლითაც დაფარულია/გადაფარულია/ გაზრდილია მეწარმე სუბიექტის ან/და მისი დამფუძნებლის/პარტნიორის ან/და დამფუძნებლის/პარტნიორის საოჯახო მეურნეობის წევრის ის სესხ(ებ)ი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქცი-ის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეწარმე სუბიექტზე გაცემული სესხის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქცი-ის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, სესხის მიზნობრიობის დადგენა ან/და საეჭვოობისას მონიტორინგის განხორციელების შედეგად მიზნობრიობის დადასტურების ვალდებულება ეკისრება კომერციულ ბანკს;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე ფიზიკურმა პირმა (ინდივიდუალურმა მეწარმემ), რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით დაფარულია/გადაფარულია/გაზრდილია ამავე ფიზიკურ პირზე/მეწარმე ფიზიკურ პირზე  ან/და მისი საოჯახო მეურნეობის წევრზე გაცემული სესხი, რომელიც თავსდება დადგენილებით განსაზღვრულ მოცულობებში, სტანდარტულია 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და რომლის  მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის /რემონტის/რეკონსტრუქციის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე იურიდიული პირების შემთხვევაში, რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით შესაძლოა, დაიფაროს/გადაიფაროს/გაიზარდოს ამავე იურიდიული პირის ან/და დამფუძნებელი/პარტნიორი ფიზიკური პირების ან/და დამფუძნებელი/პარტნიორი ფიზიკური პირების საოჯახო მეურნეობის წევრების ის სესხ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც გაცემულია 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ არის პრობლემურ კატეგორიაში კლასიფიცირებული და რომლის/რომელთა მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/ აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქციის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით.“.

3. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია 2020 წლის 1 მარტიდან დაწყებული რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი, სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხები მოხმარდება სესხის მომდევნო თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია