დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 819 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.022542 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2020 010240010.10.003.021889) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში აღებული სესხების თანადაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს და აღნიშნული ფაქტის დადასტურება ხორციელდება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საჭირო თანადაფინანსების თანხის გადარიცხვა სააგენტომ უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. 12. იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში აღებული სესხების თანადაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც აკმაყოფილებენ/ დააკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს და რომელთათვისაც გათვალისწინებული სუბსიდირების თანხის გადარიცხვა ვერ ესწრება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: ა) სააგენტოს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე (რომელიც სამინისტროში წარდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა), სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის განსაზღვრული ასიგნების ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოსათვის თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებულ, სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე, დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით; ბ) სააგენტო ვალდებულია, ამ პროგრამით განსაზღვრული წესის დაცვით, სამინისტროს მიერ სახელმწიფო ხაზინაში მის ანგარიშზე პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული თანხა გადარიცხოს პროგრამაში მონაწილე კომერციულ ბანკებში; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრები აისახება სააგენტოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები