„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 679
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.022400
679
12/11/2020
ვებგვერდი, 12/11/2020
010240010.10.003.022400
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №679

2020 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2020, 010240010.10.003.021889) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში − „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“:

1. პირველ მუხლში:

ა)  „დ“, „ე“, „ი“, „ლ“, „ნ“, „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მეწარმე სუბიექტი – ამ პროგრამის მიზნებისათვის, პროგრამაში ჩართვის მსურველი, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში და კომერციულ ბანკთან გაფორმებული აქვს ბიზნესსესხის ხელშეკრულება და  მიმართვის წარდგენის მომენტისათვის არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

ე) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად;“;

„ი) სესხი − კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე გაცემული ბიზნესსესხი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია  სასტუმროს  შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის /რემონტის/რეკონსტრუქციის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით;“;

„ლ) განაცხადი − კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი მისი პორტფელის შესაბამისად განსაზღვრული თანადაფინანსების მექანიზმის თანხის ოდენობის თაობაზე;“;

„ნ) რეფინანსირება − მეწარმე სუბიექტის მიერ მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან მიღებული ახალი სესხით, რომლითაც გადაფარულია მეწარმე სუბიექტის ის სესხი/სესხები, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა,  რომ სესხის/სესხების სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია სასტუმროს შეძენის/მშენებლობის /გაფართოების/აღჭურვის/ რემონტის/რეკონსტრუქციის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით;

ო) მიმართვა − მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციულ ბანკში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს 2020 წლის 13 ნოემბრიდან 2020 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები:

„ს) თანადაფინანსების მექანიზმის თანხა − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ კომერციული ბანკისთვის მის მიერ გაცემული სესხებისათვის გადასარიცხი თანადაფინანსების თანხ(ებ)ის ჯამური ოდენობა;

ტ) თანადაფინანსების თანხა − პროგრამით განსაზღვრული წესით მეწარმე სუბიექტისათვის ჩასარიცხი/ჩარიცხული თანხა, რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებული, მისი სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში) ჯამური ოდენობის შესაბამისად 1 მარტის მდგომარეობით იმავე სესხზე არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.“.

2. მე-3 მუხლში:

ა)  პირველი, მე-2, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში)  ჯამური ოდენობის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით, ქვემოთ მოცემული მოცულობების ფარგლებში:

ა) ლარში გაცემული სესხის შემთხვევაში − დამტკიცებული სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის წილზე;

ბ) აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში − დამტკიცებული სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) დოლარის წილზე;

გ) ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში − დამტკიცებული სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 1 600 000 (ერთი მილიონ ექვსასი ათასი) ევროს წილზე.

2. თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხისთვის 2020 წლის 1 მარტიდან წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულებებისთვის, ასევე 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების დასაფარად.“.

„5. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსება არ განხორციელდება „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულების ბენეფიციარის იმ მიმდინარე სესხზე,  რომელზეც, ამ პროგრამით დადგენილი წესით კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში განაცხადის წარდგენის მომენტისათვის, სააგენტოს მხრიდან არ არის დასრულებული „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული თანადაფინანსების პერიოდი ან/და სააგენტოს მხრიდან არ არის სრულად გადარიცხული თანადაფინანსების თანხა.“.

„7. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა მეწარმე სუბიექტს არ აქვს იმ სესხზე, რომელზეც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ერთხელ უკვე განხორციელდა 12 კალენდარული თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირების თანხის ჩარიცხვა.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დათვლილი თანადაფინანსების თანხის ნახევრის მიღების შესაძლებლობა აქვს მეწარმე სუბიექტს იმ სესხზე, რომელზეც სააგენტოს მიერ ამ პროგრამის ფარგლებში  ერთხელ უკვე განხორციელდა 6 კალენდარული თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირების თანხის ჩარიცხვა.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, თანადაფინანსების მექანიზმთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკისათვის მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეწარმე სუბიექტზე გაცემული ბიზნესსესხის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია სასტუმროს შეძენის/ მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქცი-ის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, სესხის მიზნობრიობის დადგენა ან/და საეჭვოობისას მონიტორინგის განხორციელების შედეგად მიზნობრიობის დადასტურების ვალდებულება ეკისრება კომერციულ ბანკს.“.

„2. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე ფიზიკურმა პირმა, რომლის მიმდინარე რეფინანსირების სესხით რეფინანსირებულია მეწარმე სუბიექტზე ან/და მისი საოჯახო მეურნეობის წევრზე გაცემული სესხი, რომელიც თავსდება დადგენილებით განსაზღვრულ მოცულობებში და რომლის  მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/ გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქციის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, პროგრამაში ჩართვის მსურველი იურიდიული პირების შემთხვევაში, რეფინანსირების სესხით შესაძლოა, დაიფაროს/გადაიფაროს ამავე იურიდიული პირის ან/და დამფუძნებელი/პარტნიორი ფიზიკური პირებისა და მათი საოჯახო მეურნეობის წევრების მიერ მხოლოდ პროგრამით დადგენილი მოცულობის, მიზნობრიობისა და სხვა პარამეტრების შესაბამისად აღებული სესხ(ებ)ი.“.

4. მე-5 მუხლში:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. თანადაფინანსების მექანიზმის განხორციელების პროცესი და თანადაფინანსების მექანიზმის თანხის მართვა“;

ბ) პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი,  თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს.“.

„3. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენ განაცხადში მისათითებელი ინფორმაცია:

ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) დამტკიცებული სესხების მოცულობა;

გ) სესხის გაცემის თარიღი;

დ) სესხის მიზნობრიობის აღწერა;

ე) სასტუმროს აღწერა, საკადასტრო კოდი;

ვ) სასტუმროს ნომრების რაოდენობა;

ზ) 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებული სესხის ძირის ნაშთი, ამავე დღის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთი და არსებული ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში) ჯამური ოდენობა.

4. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს ინდივიდუალური ბანკისთვის განკუთვნილ თანადაფინანსების მექანიზმის თანხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ ბანკში აღნიშნული მიზნით გახსნილ ანგარიშზე.“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები:

„5. სააგენტოს მიერ აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ კომერციული ბანკი უზრუნველყოფს ბენეფიციარის დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას მისი სესხის ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად.

6. ბანკი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული ჩამოჭრების, თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ.

7. იმ შემთხვევაში, თუკი მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია მარტიდან დაწყებული თანადაფინანსების მექანიზმის მოქმედების თორმეტთვიანი ვადის განმავლობაში რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი, სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხები მოხმარდება სესხის მომდევნო თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას.

8. კომერციული ბანკი ვალდებულია, განაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისათვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში, რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.“.

5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. პროგრამის მონიტორინგი

1. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.

2. კომერციული ბანკის მიერ პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს ამ პროგრამით, მოქმედი კანონმდებლობითა  და  პროგრამის  მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“.

6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. თანადაფინანსების მექანიზმის შეწყვეტა

1. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მექანიზმი სააგენტოს მიერ წყდება ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებით.

2. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მექანიზმი სააგენტოს მიერ შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.

7. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა, დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.“.

8. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. დამატებითი პირობები

1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსების მექანიზმზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადის მიღების ვადა განისაზღვრება სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

2. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

9. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ახალი რედაქციით ჩამოყალიბებული პროგრამის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 20 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია