„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 338
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.022050
338
29/05/2020
ვებგვერდი, 01/06/2020
010240010.10.003.022050
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №338

2020 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2020, 010240010.10.003.021889) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“:

1. პირველ მუხლში:

ა)  „დ“, „ზ“, „ი“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მეწარმე სუბიექტი – ამ პროგრამის მიზნებისათვის, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში და კომერციულ ბანკთან გაფორმებული აქვს სესხის ხელშეკრულება სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/ რემონტის/რეკონსტრუქციის/სასტუმროსთვის არასაცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენის მიზნობრიობით;“;

„ზ) სასტუმრო – შენობა ან/და შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა, თავისი ინფრასტრუქტურითა და მომსახურებით (აღნიშნული ჯგუფი მოიცავს მცირე, საშუალო საოჯახო, გესთჰაუსის ტიპის სასტუმროებს), რომელიც გათვალისწინებულია სასტუმროდ, განთავსებულია ერთ საკადასტრო კოდზე ერთმანეთთან დაკავშირებული არანაკლებ 4 ფუნქციონირებადი სასტუმრო ნომრისგან;“;

„ი) სესხი − კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე გაცემული კრედიტი სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქციის/სასტუმროსათვის არასაცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენის მიზნობრიობით;“;

„ნ) რეფინანსირება − მეწარმე სუბიექტის მიერ მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან მიღებული ახალი სესხით სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქციის/სასტუმროსათვის არასაცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენის მიზნობრიობით;

ო) მიმართვა − მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციულ ბანკში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს 2020 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 1 ივლისის ჩათვლით პერიოდში;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“, „ჟ“ და „რ“  ქვეპუნქტები:

„პ) არასაცხოვრებელი უძრავი ქონება − „შეფასების საერთაშორისო სტანდარტების“ (IVS), საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციისა და პროგრამაში მონაწილე ბანკების შიდა პროცედურების შესაბამისად განსაზღვრული კომერციული, საოფისე ფართი ან/და კომპლექსური კომერციული ქონება სასტუმროსთვის. აღნიშნული შეფასებული და დადგენილია კომერციული ბანკის მიერ უძრავი ქონების შეფასების ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორებიცაა: დანახარჯების მეთოდი; საბაზრო მეთოდი; შემოსავლების მეთოდი (ერთობლიობაში ან ცალ-ცალკე) და ა. შ.;

ჟ) საოჯახო მეურნეობის წევრი − „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის 28-ე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ფიზიკური პირი;

რ) შემოსავალი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავალი.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. თანადაფინანსების მექანიზმი

1. თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტებისთვის გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ქვემოთ მოცემული მოცულობების ფარგლებში მომდევნო 6 თვის მანძილზე:

ა) ლარში გაცემული სესხის შემთხვევაში − დამტკიცებული  სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის წილზე;

ბ) აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში − დამტკიცებული სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) დოლარის წილზე;

გ) ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში − დამტკიცებული სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 1 600 000 (ერთი მილიონ ექვსასი ათასი) ევროს წილზე სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით.

2. თანადაფინანსების მექანიზმის თანხის გამოყენება იმ სესხებისათვის, რომელთა ვადამოსული გადახდა გრაფიკის შესაბამისად დგება მიმდინარე წლის 1 მარტის შემდეგ, შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხისთვის 2020 წლის 1 მარტიდან წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულებებისთვის, ასევე 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების დასაფარად.

3. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.

4. სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

5. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულების ის ბენეფიციარი, რომელთანაც სააგენტოს მხრიდან არ არის დასრულებული ამ დადგენილების შესაბამისად სესხის პროცენტის თანადაფინანსების 24-თვიანი პერიოდი.

6. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად.

7. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, თანადაფინანსების მექანიზმთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკისათვის მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარები

1. მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში;

ბ) მეწარმე სუბიექტსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიზნობრიობა უნდა იყოს სასტუმროს შეძენა/მშენებლობა/გაფართოება/აღჭურვა/რემონტი/რეკონსტრუქცია/სასტუმროსთვის არასაცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა.ამასთან,სესხის მიზნობრიობის დადგენა ან/და საეჭვოობისას მიზნობრიობის დადასტურების ვალდებულება ეკისრება კომერციულ ბანკს;

გ) მეწარმე სუბიექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდეს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში.

2. პროგრამით გათვალისწინებული დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმა, რომლის მიმდინარე რეფინანსირების სესხით რეფინანსირებულია მეწარმე სუბიექტზე ან/და მისი საოჯახო მეურნეობის წევრზე მხოლოდ სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქციის/სასტუმროსთვის არასაცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენის მიზნობრიობით, დადგენილი მოცულობისა და პარამეტრების შესაბამისად კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხი/სესხები. ამასთან, პროგრამაში ჩართვის მსურველი იურიდიული პირების შემთხვევაში, რეფინანსირების სესხით შესაძლოა,  დაიფაროს/გადაიფაროს დამფუძნებელი/პარტნიორი ფიზიკური პირების საოჯახო მეურნეობის წევრების მიერ მხოლოდ პროგრამით დადგენილი მოცულობის, მიზნობრიობისა და სხვა პარამეტრების შესაბამისად აღებული სესხ(ებ)ი.“.

4. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული ბანკი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ პროგრამის მე-3 და მე-4 მუხლების მოთხოვნებთან და დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის განაცხადს.

 3. კომერციული ბანკის მიერ წარდგენილი განაცხადისა და პროგრამით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში, სააგენტო ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ სესხზე 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით მომდევნო 6 თვის პერიოდზე საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას კომერციული ბანკის მიერ დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთიდან:

− 80 პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;

− 70 პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში.“.

5. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) პროგრამაში ჩართვის მომენტამდე გასული 12 თვის მანძილზე თითოეული მეწარმე სუბიექტის მიერ თვიურად გადახდილი სესხის ძირისა და საპროცენტო სარგებლის ოდენობა;

 თ) მიმდინარე სესხის მოცულობა 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) დამტკიცებული სესხის პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამისი მოცულობების წილზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის ოდენობა (რომელიც იანგარიშება 2020 წლის 1 მარტიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის პერიოდში).“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია