„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 558
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.022278
558
04/09/2020
ვებგვერდი, 04/09/2020
010240010.10.003.022278
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №558

2020 წლის 4 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის №177 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/20, 20010240010.10.003.021889) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პროგრამაში − თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“:

1. პირველი მუხლის:

ა)  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მეწარმე სუბიექტი – ამ პროგრამის მიზნებისათვის, პროგრამაში ჩართვის მსურველი, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში და კომერციულ ბანკთან გაფორმებული აქვს სესხის ხელშეკრულება სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის /რემონტის/რეკონსტრუქციის/სასტუმროსთვის  უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით ან/და მისი ნებისმიერი ცვლილების შესაბამისად განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით ან/და მისი ნებისმიერი ცვლილებით დადგენილი პირობების შესაბამისად;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სესხი − კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე გაცემული კრედიტი სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/ რემონტის/რეკონსტრუქციის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით;“;

დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) რეფინანსირება − მეწარმე სუბიექტის მიერ, მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან მიღებული ახალი სესხით სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქციის/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით;“;

ე) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) მიმართვა − მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციულ ბანკში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს 2020 წლის 10 სექტემბრიდან 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში;“;

ვ) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლში:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ:

− მეწარმე სუბიექტებისთვის გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ქვემოთ მოცემული მოცულობების ფარგლებში მომდევნო 12 თვის მანძილზე;

− პროგრამის ბენეფიციარის შემთხვევაში გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, ქვემოთ მოცემული მოცულობების ფარგლებში მომდევნო 6 თვის მანძილზე:

ა) ლარში გაცემული სესხის შემთხვევაში − დამტკიცებული სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის წილზე;

ბ) აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში − დამტკიცებული სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) დოლარის წილზე;

გ) ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში − დამტკიცებული სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 1 600 000 (ერთი მილიონ ექვსასი ათასი) ევროს წილზე სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით, 6 თვით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს პროგრამის ბენეფიციარს, რომლისთვისაც ამ დადგენილების ფარგლებში სააგენტოს სრულად ან ნაწილობრივ უკვე ჩარიცხული აქვს თანადაფინანსების თანხა და რომელიც პროგრამაში ჩართვის თაობაზე მიმართავს კომერციულ ბანკს 2020 წლის 10 სექტემბრიდან 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, სააგენტოს მიერ დადგენილი წესითა და ფორმით.“;

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, თანადაფინანსების მექანიზმთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკისათვის მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეწარმე სუბიექტსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიზნობრიობა უნდა იყოს სასტუმროს შეძენა/მშენებლობა/გაფართოება/აღჭურვა/რემონტი/რეკონსტრუქცია/სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენა. ამასთან, სესხის მიზნობრიობის დადგენა ან/და საეჭვოობისას მიზნობრიობის დადასტურების ვალდებულება ეკისრება კომერციულ ბანკს;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამით გათვალისწინებული დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმა, რომლის მიმდინარე რეფინანსირების სესხით რეფინანსირებულია მეწარმე სუბიექტზე ან/და მისი საოჯახო მეურნეობის წევრზე მხოლოდ სასტუმროს შეძენის/მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის /რემონტის/რეკონსტრუქციის /სასტუმროსთვის უძრავი ნივთის (ქონების) შეძენის მიზნობრიობით, დადგენილი მოცულობისა და პარამეტრების შესაბამისად კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხი/სესხები. ამასთან, პროგრამაში ჩართვის მსურველი იურიდიული პირების შემთხვევაში, რეფინანსირების სესხით შესაძლოა, დაიფაროს/გადაიფაროს ამავე იურიდიული პირის ან/და დამფუძნებელი/პარტიორი ფიზიკური პირებისა და მათი საოჯახო მეურნეობის წევრების მიერ მხოლოდ პროგრამით დადგენილი მოცულობის, მიზნობრიობისა და სხვა პარამეტრების შესაბამისად აღებული სესხ(ებ)ი.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, ასევე პროგრამის ბენეფიციარი, რომელთანაც სააგენტოს სრულად ან ნაწილობრივ უკვე ჩარიცხული აქვს თანადაფინანსების თანხა თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომერციული ბანკის მიერ წარდგენილი განაცხადისა და პროგრამით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში სააგენტო ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე გაცემულ სესხზე 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით მომდევნო 12 თვის პერიოდზე (ხოლო პროგრამის ბენეფიციარების შემთხვევაში გაცემულ სესხზე 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მომდევნო 6 თვის პერიოდზე) საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას კომერციული ბანკის მიერ დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთიდან:

− 80 პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;

− 70 პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუკი მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია მარტიდან დაწყებული თანადაფინანსების მექანიზმის მოქმედების თორმეტთვიანი ვადის განმავლობაში რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი, სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხები მოხმარდება სესხის მომდევნო თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას. ამასთან, სესხის მომდევნო თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას უზრუნველყოფს პროგრამის ბენეფიციარისათვის სააგენტოს მიერ დამატებით ჩარიცხული ექვსთვიანი თანადაფინანსების თანხაც, თუკი თანადაფინანსების მიღების მომენტში ბენეფიციარის ან/და ამ პროგრამის შესაბამისად სააგენტოს მიერ გადახდილი იქნება მარტიდან დაწყებული რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი.“.

5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენ განაცხადში მისათითებელი ინფორმაცია:

2.1. მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში:

ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) დამტკიცებული სესხების მოცულობა;

გ) სესხების გაცემის თარიღები;

დ) სესხების მიზნობრიობა;

ე) სასტუმროს აღწერა, საკადასტრო კოდი;

ვ) სასტუმროს ნომრების რაოდენობა;

ზ) პროგრამაში ჩართვის მომენტამდე გასული 12 თვის მანძილზე თითოეული მეწარმე სუბიექტის მიერ თვიურად გადახდილი სესხის ძირისა და საპროცენტო სარგებლის ოდენობა;

თ) მიმდინარე სესხის მოცულობა 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით;

ი) დამტკიცებული სესხის პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამისი მოცულობების წილზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის ოდენობა (რომელიც იანგარიშება 2020 წლის 1 მარტიდან მომდევნო 12 კალენდარული თვის პერიოდში).

2.2. პროგრამის ბენეფიციარის შემთხვევაში:

ა) სესხის ნომერი;

ბ) სააგენტოდან მიღებული თანადაფინანსების მოცულობა;

გ) პროგრამით განსაზღვრული დამატებით ექვსთვიანი თანადაფინანსების მოთხოვნის მომენტამდე გასული 12 თვის მანძილზე მის მიერ თვიურად გადახდილი სესხის ძირისა და საპროცენტო სარგებლის ოდენობა.“.

6. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული ბანკის მიერ პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს ამ პროგრამით, მოქმედი კანონმდებლობითა და პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია