დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 158 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 20/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.160.016594 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/12/2019 - 13/01/2020)
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 91-ე მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 77-ე და 78-ე მუხლების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
თავი I
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 2.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 3.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 54 785,4 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარებში
|
მუხლი 4.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 38 753,6 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარებში
|
მუხლი 5.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 10 790,8 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარებში
|
მუხლი 6.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 5 241,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 39 224,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 16 859,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 17 859,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 1 000,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 15 561,4 ათასი ლარის ოდენობით.
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-1 297,7) ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-1 774,7) ათასი ლარის ოდენობით.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლებამ შეადგინა 1 774,7 ათასი ლარი, რომელიც საპროგნოზო ჭარბი შემოსავლების შედეგად წარმოქმნილი ნაშთია.
|
მუხლი 12.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-477,0) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ 2020 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართ გასასტუმრებელი ვალდებულებები შეადგენს 477,0 ათას ლარს.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გასასტუმრებელი ვალის ნაშთი 2020 წლის დასაწყისისთვის განისაზღვრება 1 487,1 ათასი ლარით. |
თავი II
პრიორიტეტებისა და პროგრამების აღწერა |
მუხლი 13.
ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებით და ზოგად განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ბავშვთა კვების რაციონს, ასევე ეტაპობრივად მიმდინარეობს ბაღების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა.
2.ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00)ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსდება საგზაო, სანიაღვრე, გარე განათებისა და ავარიული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამები, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა, ასევე სამომავლო სარეაბილიტაციო ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციების მომზადებისა და ექსპერტიზის ხარჯები.
3.კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს წარმატებული სპორტსმენებისა და ხელოვანების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლინება.
4.დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალდ არის სამრეწველო ობიექტები, აქედან გამომდინარე დიდ მნიშვნელობას იძენს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ზრუნვა; მწვანე საფარის ინტენსიური ზრდა და არსებულის მოვლა-პატრონობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქალაქის განვითარებისათვის, ამასთან ერთად უსაფრთხო გარემო და სანიტარული მდგომარეობის ყოველწლიური გაუმჯობესება წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტს.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
6.მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00)პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. ასევე, მოიცავს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშწყობის პროგრამის ხარჯებს, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს, მუნიციპალური არქივის დაფინანსებასა და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელშეწყობის ხარჯებს. მათ შორის:
|
მუხლი 14.
ბიუჯეტის პროგრამების შედეგები და ინდიკატორები
|
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამების მიზნები, შედეგები და ინდიკატორები დანართის სახით (დანართით წარმოდგენილი მასალა ატარებს ინფორმაციულ ხასიათს).
|
მუხლი 15.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
თავი III
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 16.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 350.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების შესაბამისად.
|
მუხლი 17.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 581,8 ათასი ლარი, მიიმართოს:
1.1 „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 280,0 ათასი ლარი; 1.2. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 295,8 ათასი ლარი; 1.3. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 6,0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 18.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება |
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 19.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება |
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 20.
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებლების ნუსხა |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულებისა და ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 21.
გადასახდელების დაფინანსება |
დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების გადასახდელების დაფინანსება განახორციელოს ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესაბამისად. |
მუხლი 22.
კვარტალური განწერა |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
|
მუხლი 23.
ხარჯთაღრიცხვების წარდგენა |
დაევალოთ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სტრუქტურული ერთეულებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ბიუჯეტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში უზრუნველყონ საფინანსო გეგმებისა და ინდივიდუალური ხარჯთაღრიცხვების წარდგენა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
|
მუხლი 24.
დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №80 დადგენილება 2020 წლის 1 იანვრიდან გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
|
მუხლი 25.
დადგენილების ძალაში შესვლა |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები