დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №158 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 216 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/11/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.160.016652 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №158 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №158 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 23/12/2019 №190020020.35.160.016594) და დადგენილების 1-ლი, მე-2, მე-3, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-15 მუხლები, ასევე მე-13 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 52 319,0 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
მუხლი 5. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 14 794,7 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
მუხლი 7. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 38 549,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 21 461,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 23 164,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 1 702,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 13 769,7 ათასი ლარის ოდენობით. განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-7 692,1) ათასი ლარის ოდენობით.
თავი II პრიორიტეტებისა და პროგრამების აღწერა მუხლი 13. ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებით და ზოგად განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ბავშვთა კვების რაციონს, ასევე ეტაპობრივად მიმდინარეობს ბაღების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა.
2. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსდება საგზაო, სანიაღვრე, გარე განათებისა და ავარიული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამები, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა, ასევე სამომავლო სარეაბილიტაციო ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციების მომზადებისა და ექსპერტიზის ხარჯები.
3. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს წარმატებული სპორტსმენებისა და ხელოვანების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლინება.
4. დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალდ არის სამრეწველო ობიექტები, აქედან გამომდინარე დიდ მნიშვნელობას იძენს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ზრუნვა; მწვანე საფარის ინტენსიური ზრდა და არსებულის მოვლა-პატრონობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქალაქის განვითარებისათვის, ამასთან ერთად უსაფრთხო გარემო და სანიტარული მდგომარეობის ყოველწლიური გაუმჯობესება წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტს.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00)პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. ასევე, მოიცავს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშწყობის პროგრამის ხარჯებს, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს, მუნიციპალური არქივის დაფინანსებასა და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელშეწყობის ხარჯებს. მათ შორის:
მუხლი 15. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებებიგანისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები