დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №158 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 199 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.160.016635 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №158 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების
შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის
№158 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2019, №190020020.35.160.016594)
და დადგენილების 1-ლი, მე-2, მე-3, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-15 მუხლები,
ასევე მე-13 მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი
რედაქციით:
ათას ლარებში
მუხლი 2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 55 776,5ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
მუხლი 5. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 11 781,9ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
მუხლი 7. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები39 846,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსურია ქტივების ცვლილება 23 017,5ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 24 017,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 1 000,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისადაარაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო15 929,7ათასი ლარის ოდენობით. განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-7 087,8) ათასი ლარის ოდენობით.
თავი II პრიორიტეტებისა და პროგრამების აღწერა მუხლი 13. ბიუჯეტისპრიორიტეტებიდაპროგრამები 2. ინფრასტრუქტურის განვითარება(პროგრამული კოდი 02 00) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსდება საგზაო, სანიაღვრე, გარე განათებისა და ავარიული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამები, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა, ასევე სამომავლო სარეაბილიტაციო ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციების მომზადებისა და ექსპერტიზის ხარჯები.
3. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს წარმატებული სპორტსმენებისა და ხელოვანების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლინება.
პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. ასევე, მოიცავს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშწყობის პროგრამის ხარჯებს,ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინაწლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას დავალების დაფარვის ხარჯებს, მუნიციპალური არქივის და ფინანსებასა და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელშეწყობის ხარჯებს.მათ შორის:
მუხლი 15. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები