დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სენაკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 62 |
დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.108.016426 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2018 - 23/01/2019)
|
სენაკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
ა) განისაზღვროს:
ა.ა) შემოსულობები 9186,1 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 9186,1 ათ. ლარი; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 195,0 ათ. ლარი; მათ შორის: ა.გ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი 195,0 ათ. ლარი. ა.დ) სარეზერვო ფონდი 50,0 ათ. ლარით. |
მუხლი 2 |
დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დადგენილების დანართი (სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილება. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
სენაკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
თავი II
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები |
მუხლი 3.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8986,1 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 7845,8 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 195,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 945,3 ათ. ლარის ოდენობით.
ათასი ლარის ოდენობით.
|
თავი III
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 7.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7812,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1173,6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1373,6 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 200,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
თავი IV
სენაკის მუნიციპალიტეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 10.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო არის 0. |
მუხლი 11.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 0.
2. განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.
3. განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.
|
მუხლი 12.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 .
2. განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 0 .
|
მუხლი 13.
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით შეიქმნას ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. |
თავი V
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2019-2022 წლებისათვის და პროგრამები/ქვეპროგრამები |
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: შიდა მუნიციპალური გზების რეაბილიტაცია, ასევე კეთილმოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია, სკვერების, პარკების, გამწვანების ობიექტების რეაბილიტაცია, სანიაბაღვრე არხების რეაბილიტაცია, მოეწყობა სპორტული მოედნები, დაფინანსდება ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები, ინფრასტრუქტურული სამუშაოების თანადაფინანსება. 1.1. გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული იქნება ადგილობრივი მნიშვნელობის გზის საფარი, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება ქალაქის ქუჩებში, მოიხრიშება და მოწესრიგდება თემების/სოფლის შიდა საუბნო გზები. ასევე ყურადღება მიექცევა რეაბილიტირებული გზების მოვლას, რაც გულისხმობს ორმულ შეკეთებებს, გზების დახაზვას, შუქნიშნების მონტაჟს და მწოლიარე პოლიციელების დამონტაჟებას. 1.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 3 02) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია. 1.2.1. საზოგადოებრივი მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, როგორც საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან ასევე ქალაქის სხვა ტერიტორიიდან. აგრეთვე გათვალისწინებულია ქალაქის ქუჩებისა და ტროტუარების აღდგენა, სკვერების, პარკებისა და გამწვანების ობიექტების რეაბილიტაცია. შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება და სხვა ღონისძიებები. მოხდება მუნიციპლიტეტის არსებულ ტერიტორიაზე გარე განათების ლამპიონების ჩანაცვლება დიოდური სანათიანი ლამპიონებით, რომელიც 2-3-ჯერ შეამცირებს მასზე გაწეულ ხარჯებს. მოხდება დაზიანებული ტროტუარების შეკეთება. ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ფანტანების შეკეთება. ქალაქის ტერიტორიაზე არსებული გაზონების განახლება შესაფერისი მცენარეებით, მარადმწვანე ბუჩქებითა და ერთწლიანი ყვავილებით. მოხდება ცენტრის ავტოპარკის სხვადასხვა სპეც-ტექნიკით განახლება. აგრეთვე განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობა და პატრონობა, რაც გულისხმობს სასფლაოებზე ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭას; წყლის ქსელის, გზების შემორაგვას, საფეხურების და სასაფლაოს სხვა სტრუქტურების წესრიგში მოყვანას; სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენას და მომსახურებას; მიცვალებულის ნეშტის დაკრძალვისათვის საჭირო მომსახურებას; სასაფლაოების ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის და სხვა ადგილები) რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში მოყვანას და სხვა; სათანადო ადგილზე ნაგავსაყრელების მოწყობას. 1.2.1. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული მოწესრიგების, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნასთან ერთად ტურისტების მოზიდვის ხელშეწყობის მუნიციპალიტეტის ღირშესანიშნაობისა და ტურისტულ ადგილებზე ინფორმაციების მოპოვება და დათვალიერება. ტურისტების დაინტერესება მუნიციპალიტეტრის ღირსშესანიშნაობებით და გარემოთი, ხელმისაწვდომობა ინფორმაციებზე გზამკვლევა და საინფორმაციო ცენტრების მეშვეობით, დამსვენებელთა და ტურისტების რაოდენობრივი, ზრდის მაჩვენებელი. 1.2.2. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მოსახლეობის დაცვა ადამიანისა და სხვა ცხოველებისათვის საფრთხის (აგრესიიის ან/და საშისი დაავადებების ) მატარებელი ცხოველებისაგან და ქვეწარმავლებისაგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა, განთავსება, გაშვება ან მოკვდინება (ევტანალიზაცია), ცხოველთა ტრანსპორტირება და მიღება-განთავსება შესაბამის მუნიციპალურ ან კერძო თავშესაფარში. 1.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 06) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების გადასასვლელებისა და ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. 1.4. სოფლის მეურნეობის ღონისძიება (პროგრამული კოდი 03 09) ქვეპროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება პროექტი ,,აგროფესტივილი სენაკი-2019’’ პროექტი მიზნად ისახავს მცირე მეწარმეებისა და ფერმერების საქმიანობის პოპულარიზაციას, მათი ცნობადობის გაზრდისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით. გამოფენა-გაყიდვისა და მასტერ-კლასების ჩატარებას. აგროტური-ფერმერების, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლების და სპეციალისტების ცნობიერების ამაღლება აგრარულ სექტორში სახელმწიფოს მიერ განცხადებულ პროგრამებსა და საწარმოებში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ნიადაგის აგროქიმიური კვლევის თანადაფინანსების პროგრამა დამწყები ფერმერებისათვის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ფესტივალებსა (ქართული ყველის, ქართული ღვინის) და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება. ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის კონკურსების მონაწილეთა წახალისება. 1.5. რეგიონის ფონდის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 10) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება რეგიონის განვითარების ფონდიდან გამოყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება. 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. 2.1. სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 01) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და ესთეტიკურ განვითარებას. აქედან გამომდინარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს განსაკუთრებული როლი ეკისრება ბავშვის განვითარებაში ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი სწორედ საბავშვო ბაღებში ხდება. აქ ეყრება საფუძველი მოზარდის ჯანმრთელობის განმტკიცებას და მის სკოლამდელ აღზრდას მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს 27 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1400 -მდე ბავშვი მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ასევე ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. პროგრამა ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდელების შესაბამისად, ასევე სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფას, ბავშვის ფიზიკური, შემეცნებით, სოციალურ-ემოციური განვითარებას, არაძალადობრივი უსაფრთხო გარემოს შექმნას და ბავშვზე ორიენტირებული აქტივობების ჩატარებას, რომელიც სკოლისთვის მზადების პროგრამას სრულყოფს. აგრეთვე ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდელების შესაბამისად, ასევე სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფას, ბავშვის ფიზიკური, შემეცნებით, სოციალურ-ემოციური განვითარებას, არაძალადობრივი უსაფრთხო გარემოს შექმნას და ბავშვზე ორიენტირებული აქტივობების ჩატარებას, რომელიც სკოლისთვის მზადების პროგრამას სრულყოფს. ”ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონის შესაბამისად ავტორიზაციის პირობების შესასრულებლად ჩასატარებელი ღონისძიების განხორციელება. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ავტორიზაციის პირობების შესასრულებლად მთელი რიგი ტექნიკური და ინფრასტრუქტურული ღონისძიების გატარებას მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტთან შესაბამისად. გასატარებელი ღონისძიებებით იგეგმება გაერთიანებაში შემავალი ყველა საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გადახურვის სამუშაოები, სასწავლო სივრცისა და კვების ბლოკების კეთილმოწყობა არსებული სტანდარტებით, საჭირო ინვენტარისა და ტექნიკის შეძენა-ჩანაცვლება, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. 2.2. საჯარო სკოლების პედაგოგებზე დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საჯარო სკოლებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ქალაქიდან თემში და თემიდან ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე მასწავლებელთა სუბსიდირება. 2.4. განათლების ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 04 04) პროგრამა გულისხმობს, სენაკის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა მოტივაციის ამაღლებას; სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინირებულ თანამშრომლობას, აღსაზრდელთა და მოზარდთა შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლებას 3. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შევუწყოთ კულტურული ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 3.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 3.1.1. სპორტის ხელშეწყობის ღონისძიებათა პროგრამა(პროგრამულიკოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში სპორტის ხელშეწყობის კუთხით ფუნქციონირებს სასპორტო გაერთიანება (რომლის შემადგენლობაში შედის სპორტის სასახლე, სასპორტო სკოლა). პროგრამის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს: სპორტის პროპაგანდა, სპორტული მონაცემების მქონე ახალგაზრდების გამოვლენა, მათი დაოსტატებისათვის ზრუნვა, სპორტული ღონისძიებების მომზადება და ჩატარება. სპორტისა და ფიზიკურ აღზრდასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ორგანიზაცია. ამჟამად ფუნქციონირებს სპორტის სხვადასხვა სახეობების 39 ჯგუფი, მათშორის: ძიუდო (4 ჯგუფი) 46 ბავშვზე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის (6 ჯგუფი) 57 ბავშვზე; კრივი 6 ჯგუფი) 54 ბავშვზე; კარატე (6 ჯგუფი) 61 ბავშვზე; ჭადრაკი (4 ჯგუფი) 45 ბავშვზე; რაგბი (2 ჯგუფი) 19 ბავშვზე; კალათბურთი ( 4 ჯგუფი) 54 ბავშვზე; ტაეკვანდო (4 ჯგუფი) 40 ბავშვზე; ხელბურთის (2 ჯგუფი) 14 ბავშვზე; ფუტზალის (1 ჯგუფი) 13 ბავშვზე; სასპორტო გაერთიანებაში სპორტული ღონისძიებები ეწყობა წლის დასაწყისში დამტკიცებული სპეციალური გეგმის მიხედვით. გარდა ამისა სასპორტო გაერთიანების ჯგუფებში გაერთიანებული სპორტსმენები და მათ მიერ აღზრდილი ახალგაზრდები სისტემატურად იღებენ მონაწილეობას ქვეყნის და საერთაშორისო მაშტაბით გამართულ შეჯიბრებებში, სადაც საკმაოდ მაღალი შედეგები აქვთ მოპოვებული–არაერთი მათგანია ჩარიცხული ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში. 18 წელს ზემოთ მოქმედი სპორტსმენების რაოდენობა შეადგენს 17. დაწესდეს გადასახადი იმ მოსწავლეებისათვის რომლებიც არ იხდიან თანხას, ხოლო ყოველთვიური გადასახადის თანხა განისაზღვროს 5 ლარის ოდენობით. გაეწიოს 50%-იანი შეღავათი ერთიდან 2 ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში; გაუქმდეს გადასახადი იმ მოსწავლეებისათვის, რომელთა ოჯახებს მინიჭებული აქვთ სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100000 და 100000-ზე დაბალი ქულა. 3.1.2. ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა(პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური ჩაბმა ფეხბურთში. სელექციების მეშვეობით თანამედროვე საწვრთნელი პროცესის დანერგვა. სელექაციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული ჭაბუკი სპორცმენების მომზადება ნაკრები გუნდისათვის. თანამედროვე სამწვრთნელი პროცესის დანერგვა (2018-2022) წწ. არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე შეჯიბრებებსა და ტურნირებში მონაწილეობის მიღება, ბავშვთა რაოდენობის გაზრდა, მწვრთნელთა მომზადება ტრენინგების გავლა ლიცენზიის კატეგორიების მოპოვებისათვის A, B, C . შემუშავება პროგრამისა რომელიც ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას. კლუბის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფეხბურთის პოპულარიზაციას, მის განვითარებას , აგრეთვე სელექციის მეშვეობით შერჩეული წარმატებული პერსპექტიული ფეხბურთელების მომზადებას, როგორც საქართველოს ეროვნული ასაკობრივი გუნდებისთვის, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მონაწილე სხვადასხვა ლიგის გუნდებისათვის. კლუბის მიზანია ახალგაზრდა ფეხბურთელების დაოსტატება. დაწესდეს გადასახადი იმ მოსწავლეებისათვის რომლებიც არ იხდიან თანხას, ხოლო ყოველთვიური გადასახადის თანხა განისაზღვროს 10 ლარის ოდენობით. გაეწიოს 50%-იანი შეღავათი ერთიდან 2 ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში; გაუქმდეს გადასახადი იმ მოსწავლეებისათვის, რომელთა ოჯახებს მინიჭებული აქვთ სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100000 და 100000-ზე დაბალი ქულა. 3.1.3.სპორტულ ღონისძიებათა პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 4000 ლარი ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ახალგაზრდების ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობა და მოტივაციის გაზრდა, სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, წარმატებული სპორტსმენების, მწვრთნელების წახალისება, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. ოლიმპიზმის იდეების დამკვიდრება-განვითარება. მოსალოდნელი შედეგი: სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ბავშვები და მოზარდები; მოსახლეობაში დანერგილი ცხოვრების ჯანსაღი წესი. ცნობილი სენაკელი სპორტსმენებისა და მწვრთნელების პატივგება; მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარება. 3.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ჩატარდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 3.2.1. მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 01 ) ქვეყანაში კულტურის და შემოქმედების სფეროში მიმდინარე გამოწვევები და მიდგომები მოითხოვს ადგილებზე ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ხელი შეეწყობა კულტურული ცხოვრების, შემოქმედების და კულტურის პოპულარიზაციას, კულტურულ რესურსებზე ხელმისაწვდომობას და ინოვაციური მიდგომების დანერგვას. ამ ამოცანების მისაღწევად სენაკის მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების შენარჩუნების, ახალი თაობის თავისუფალი დროის მიზანმიმართული დაგეგმვის და განათლების დონის ამაღლების, კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნილია და ფუნქციონირებს ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი” და ხორცილედება ცენტრის სუბსიდიური დაფინანსება და ასევე საკუთარი საქმიანობით დამატებითი სახსრების მობილიზება. ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების დირექციებთან და მოსწავლეებთან, კულტურის სფეროს საჯარო და კერძო ოპერატორებთან. აღსანიშნავია, რომ მოსწავლე-ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივად სასარგებლო პროცესებში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამიტომ არსებობს საჭიროება რომ მიეცეთ მათ, საკმარისი ცოდნა და უნარები, რათა გახდნენ საზოგადეობის აქტიური წევრები და შეძლონ სხვადასხვა სახის ინიციატივების, აზრების და იდეების გამოთქმა და რეალიზება, მიეწოდოთ საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა, საჭიროება და მოვალეობა. ცენტრი რეგულარულად ატარებს სხვადასხვა ხასიათის კულტურულ ღონისძიებებს, უზრუნველყოფს საკუთარი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობას ადგილობრივ, რეგიონულ და რესპუბლიკურ ღონისძიებებსა და ფესტივალებში. ცენტრი კოორდინაციას უწევს მოსწავლე-ახალგაზრდობის, ბიბლიოთეკების, მუზეუმების და სასოფლო-კულტურის სახლების, ანსამბლების ფუნქციონირებას. ცენტრი ახორცილებს კულტურის და შემოქმედების სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერი და შემოქმედებითი ახალგაზრდების მხარდაჭერას, კულტურის დღეების, გაცვლითი გასტროლების, კონკურსების, ფესტივალების, გამოფენების, სადადგმო-სასცენო და სხვა აქტივების ორგანიზებას. პროგრამის ძირითადი მიზანია - მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრების გამრავალფეროვნება, მოსახლებისათვის დამატებითი სერვისებისა და აქტივობების შეთავაზება, კულტურული ტურიზმის პოტენციალის ამოქმედება, ახალი ვიზიტორების დაინტერესება და მოზიდვა, კულტურული მეწარმეობის განვითარება და მუნიციპალიტეტის მიმზიდველობის გარემოს გაუმჯობესებაში ჩართულობა. პროგრამა გულისხმობს - მუნიციპალიტეტში ფოლკლორის, ტრადიციული და თანამედროვე ქორეოგრაფიის, ლიტერატურის, სანახაობითი და სადადგმო ხელოვნების, აუდიო-ვიზუალური და დიზაინის, საბიბლიოეთეკო და სამუზეუმო, სასოფლო-საკლუბო, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული და ეკო- ტურიზმის სფეროების პოპულარიზაციის ხელშეწყობას, ცენტრის კულტურის სივრცეების მომსახურეობის ორგანიზებისა და არაფორმალური განათლების სხვადასხვა ხერხების გამოყენებითი გზით. ამჟამად ფუნქციონირებს 9 წრე 307 ბავშვზე, მათ შორის: ქართული ხალხური ცეკვების 2 წრე (ექვსი ჯგუფი) 195 ბავშვზე, საესტრადო სიმღერების წრე (1 ჯგუფი) 11 ბავშვზე, საესტრადო საკრავები წრე (1 ჯგუფი) 8 ბავშვზე, სამეჯლისო ცეკვების წრე (1 ჯგუფი) 9 ბავშვზე, ეკოკლუბ ,,მწვანე ერთობის წრე“ (1 ჯგუფი) 32 ბავშვზე, ახალგაზრდული თეატრი ,,ფიროსმანი“ის წრე (1 ჯგუფი) 33 ბავშვზე,კომპიუტერული სწავლების წრე 4 ბავშვზე, მხატვრული კითხვის წრე 15 ბავშვზე დაწესდეს გადასახადი მშობელთა შენატანი ფასიანი სწავლების სექციებში ერთ მოსწავლეზე შეადგენს: ქართული ხალხური ცეკვებზე , სამეჯლისო ცეკვებზე, საესტრადო სიმღერებზე, საესტრადო საკრავების ახალგაზრდული თეატრი ,,ფიროსმანი“ ეკოკლუბ ,,მწვანე ერთობის წრე“ შემსწავლელზე 15 ლარს და კომპიუტერულ წრეზე20 ლარი გაეწიოს 50%-იანი შეღავათი ერთიდან 2 ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში; გაუქმდეს გადასახადი იმ მოსწავლეებისათვის, რომელთა ოჯახები იმყოფებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში 70000 დაბალი ქულა. 3.2.2 . ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 02) მომავალი თაობის პიროვნების აღზრდა და ჰარმონიული განვითარება, შეუძლებელია ხელოვნებასთან მისი ზიარების გარეშე. ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესწავლა აღთქმასა და გრძნობას აფაქიზებს, წარმოსახვის უნარს, შემოქმედებით მიდგომას და კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს, რის გარეშეც წარმოუდგენელია ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა. ამ ამოცანების მისაღწევად სენაკის მუნიციპალიტეტში შექმნილია ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრი”, რომლის მიზნებია: ახალ თაობას და ზრდასრულებს მისცეს დაწყებითი სამუსიკო და სამხატვრო განათლება, შეუქმნას შესაბამისი პირობები პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის. ხელოვნებასთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნით ხელი შეუწყოს პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას და ამ გზით მის შენარჩუნებას, გარესამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას, გამომსახველობით საშუალებათა ტექნიკის განვითარებას. გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები, იზრუნოს ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე; ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა).ი.პ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრი“ რაც გამოიხატება ძირითადად შრომის ანაზღაურების სუბსიდირებაში. ცენტრში ფუნქციონირებს საფორტეპიანო, საორკესტრო (ვიოლინო) განყოფილება, საგუნდო სიმღერის სპეციალობა - სწავლის ხანგრძლივობა 7 წელი, საესტრადო განყოფილება, გიტარისსა და ხალხური საკრავთა ფასიანი ჯგუფები-სწავლის ხანრგძლივობა 5 წელია. ბავშვთა რაოდენობა სამუსიკო სკოლაში შეადგენს 310 აღსაზრდელს, სამხატვრო სკოლაში 60 ბავშვს. მშობელთა შენატანი თვეში: საესტრადო განყოფილებაზე 23 ლარია; საფორტეპიანო განყოფილებაზე 25 ლარი; ვიოლინოზე 20 ლარი; საგუნდოზე 25 ლარი. ფუნქციონირებს ფასიანი ჯგუფები: გიტარა 20 ლარი; ხალხური საკრევების 20 ლარი; სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობენ შიდასასკოლო, რეგიონალურ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში, ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებში. სკოლა ზრუნავს გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები, დაეხმაროს მათ პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში, მუსიკალური კარიერის გაგრძელებაში. გაეწიოს 50%-იანი შეღავათი ერთიდან 2 ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში; გაუქმდეს გადასახადი იმ მოსწავლეებისათვის, რომელთა ოჯახები იმყოფებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში 70000 დაბალი ქულა. 3.2.3. კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამა ( პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა სპორტის და ახალგაზრდობის სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 20000 ლარი ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები უზრუნველყოფს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების სფეროებში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, დაგეგმვასა და მისი რეალიზაციის კოორდინაციას. კულტურის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერი და შემოქმედი ახალგაზრდების მხარდაჭერას, კულტურის დღეების, გაცვლითი გასტროლების, კონკურსების, ფესტივალების, გამოფენების და სხვა აქტივობების ორგანიზებას. მოსალოდნელი შედეგი: საზოგადოების პოზიტიური განწყობისა და ესთეტიკური დონის ამაღლება, უნიკალური და უძველესი ქართული კულტურის ფასეულობების მომავალი თაობებისათვის გადაცემა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ახალგაზრდობის დაინტერესების ზრდა თეატრალური, სამხატვრო და სამუსიკო დარგების მიმართ, ინტელექტუალური დონის ამაღლება. 3.3. ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახლგაზრდობის სამსახური პროგრამის ბიუჯეტი 5000 ლარი ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა, ახალგაზრდების სოციალური დაცვა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა, საქართველოს მასშტაბით ექსკურსიებისა და ახალგაზრდული ბანაკების მოწყობა. მოსალოდნელი შედეგი: ახალგაზრდებში დანერგილი ცხოვრების ჯანსაღი წესი, ახალგაზრდების დაახლოება, მათი მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარება, ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში. 3.4. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა 3.5 საინფორმაციო უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 06) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება შ.პ.ს საინფორმაციო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს გაზეთის გამოშვებას, საინფორმაციო ანალიტიკურ მომსახურებას უწევას მუნიციპალიტეტში და მის ფარგლებს გარეთ მოქალაქეებს, წარმოება–დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს. ეწევა შეკვეთილი თუ სპეციალური ნორმების მომზადებას, სხვა სპეციფიკური (პერიოდული გამოცემისათვის დამახასიათებელ) სამუშაობს. ეწევა სხადასხვა სახის საგამომცემლო საქმიანობას, აგროვებს და ავრცელებს ინფორმაციას, ლიტერატურას, ხელოვნებასა და საზოგადოებრივი დარგების შესახებ, ეწევა საგამომცემლო საქმიანობას. 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 4.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის ბიუჯეტი: 157800 ლარი. პროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი’’ პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
4.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს სოციალური რისკების პრევენციასა და კრიზისზე დროული რეაგირებას, მოწყვლადი ჯგუფებისა და პირების დაცვა-გაძლიერების მიზნით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფას, კერძოდ: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მზრუნველობამოკლებული ნაწილის კვებით უზრუნველყოფას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სარიტუალო მომსახურებას, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის სადღესასწაულო დღეებში დახმარებას, ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას, სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობას, ოჯახური ძალადობის მსხვეპლთა დაცვას, ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარებას, მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარებას, დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა სოციალურ დახმარებას, აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე დახმარებას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საამშენებლო მასალებით დახმარებას და დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას. აღნიშნული პროგრამები მთლიანობაში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.2.1 მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამის ბიუჯეტი: 182000 ლარი. პროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრი’’ პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი და მეურვეობას მოკლებული მოსახლეობის (200 ბენეფიციარი) დღეში ერთჯერადი სადილით უზრუნველყოფა (გარდა კვირა დღისა) ყოველკვარტალურად ტკბილეულისა და სადღესასწაულოდ საჩუქრების გადაცემა. 4.2.2. კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) პროგრამის ბიუჯეტი:18 700 ლარი. პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურება, კერძოდ; დევნილი მოქალაქის ოჯახზე 200 ლარი; ომის ვეტერანის ოჯახზე 250 ლარი. სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად გარდაცვლილი დევნილის მოქალაქის ოჯახის წევრის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადება; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გარდაცვალების მოწმობის ასლი; გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი; ასევე სხვა სახის დოკუმენტი განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში. სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად გარდაცვლილი ომის ვეტერანის ოჯახის წევრის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადება; გარდაცვლილის ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი; ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. ასევე სხვა სახის დოკუმენტი განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. 4.2. 3. სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის ბიუჯეტი:10 492 ლარი. პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: საახალწლო საჩუქარი კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ბავშვებისათვის (500 ბენეფიციარი). შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებისათვის საჩუქრის (პროდუქტების) გადაცემა; საახალწლო და სააღდგომო საჩუქარი მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებისათვის (150 ოჯახი). საახალწლო (საშობაო) საჩუქარი დედ-მამით ობლებისა და 100 წელს გადაცილებულებისათვის. საახალწლო (საშობაო) საჩუქარი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამაში ჩართული ოჯახებისათვის (47 ოჯახი) და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის. 4.2.4. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 06) პროგრამის ბიუჯეტი: 20 000 ლარი. პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება, კერძოდ: სრული ზარალის შემთხვევაში ერთ ოჯახზე 3000 ლარის ოდენობით; ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში 1000 ლარით. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მოქალაქემ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: წერილობითი განცხადება;პირადობის მოწმობის ასლი; აქტი (ხანძრის შესახებ), გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ქ.სენაკის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მიერ; ცნობა (ხანძრისშესახებ), გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ქ.სენაკის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მიერ; ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ (განცხადების განმხილველი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში). ასევე სხვა სახის დოკუმენტი განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 4.2.5. სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 07) პროგრამის ბიუჯეტი: 27000 ლარი. პროგრამისგანმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური 4.2.5.1. სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების გატარების ქვეპროგრამა ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ფინანსური დახმარების გაწევას დამოუკიდებლად ცხოვრების, სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით შემდეგ პირებზე: ა)სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და ვერ იქნენ რეინტეგრირებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებიდან, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მომსახურებებიდან. ბ)სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. გ)სენაკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული რეინტეგრირებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებს. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაიცემა ყოველკვარტალურად 200 ლარის ოდენობით საბიუჯეტო წლის განმავლობაში. დახმარების მისაღებად მოქალაქემ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები; ასევე სხვა სახის დოკუმენტაცია განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 4.2.5.2. ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების ქვეპროგრამა ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქალაქეზე (მსხვერპლზე) .რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა)სტატუსის მინიჭების შემდგომ - ერთჯერადად 200 ლარის გაცემას. დახმარების მისაღებად მოქალაქემ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები. ასევე სხვა სახის დოკუმენტაცია განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 4.2.6. ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 264 000 ლარი. ქვეპროგრამის განმახორციელებელი:სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. 4.2.6.1. სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების ქვეპროგრამა ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: დახმარებით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები წელიწადში ერთხელ, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ონკოლოგიურ პაციენტების შემთხვევაში. ა)სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის (გარდა ესთეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის შემთხვევებისა) თანადაფინანსება 18 წლამდე მოზარდებს გაეწევათ სრულად, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა. ბ) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის (გარდა ესთეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის შემთხვევებისა) თანადაფინანსება სრულწლოვან ბენეფიციარებს გაეწევათ გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა. გ) სამკურნალო-სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება ბენეფიციარებს გაეწევათ გადასახდელი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა. დ)მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების შემთხვევაში (მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია (MRT); კომპიუტერული ტომოგრაფია (CT); პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT)) თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებზე, ონკოლოგიურ პაციენტებზე და 18 წლამდე მოზარდებზე. ე) სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ „C“ ჰეპატიტით დაავადებული პირებს „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაავადების სტადიის დიაგნოსტირებისათვის აუცილებელი კვლევების თანადაფინასებისათვის დახმარება გაეწევა 150 ლარით. სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსება ბენეფიციარებს გაეწევათ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის გადასახდელი თანხა აღემატება 150 ლარს. სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს განცხადება; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი; სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა №100; ანგარიშ-ფაქტურა; კალკულაცია; მომართვა ჯანდაცვის მომსახურეობის სააგენტოდან საყოველთაო დაზღვევის მიერ დაფინანსების ოდენობის შესახებ. (აუცილებლობას არ წარმოადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მიერ ანგარიშ-ფაქტურაშივე განსაზღვრულია პაციენტის მიერ თანაგადასახდელი თანხა).შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ბენეფიციარზე წინასწარ გაიცემა საგარანტიო წერილი. 4.2.6.2. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების ქვეპროგრამა ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ა) სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდება 70 ლარის ფარგლებში ბ) ონკოლოგიურ პაციენტთა ქიმიოთერაპიული და იმუნოთერაპიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პირობების შესაბამისად (ქვეპროგრამა 4.2.6.1) გ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტთა მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება 100 ლარის ფარგლებში. დახმარების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან; ფორმა N100 სამედიცინო დაწესებულებიდან და სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). დაფინანსება ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ბენეფიციარზე გაცემული საგარანტიო წერილით.
4.2. 7. თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 33200 ლარი. ქვეპროგრამის განმახორციელებელი:სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:ქვეპროგრამის მიზანია თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება -გაუმჯობესების ხელშეწყობა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დიალიზის ცენტრებამდე ტრანსპორტირების ყოველთვიური ხარჯების დაფინანსებას 130 ლარით (22 ბენეფიციარი) . დაფინანსების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ფორმა N100 სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც მითითებულია შესაბამისი სამედიცინო ჩვენება 4.2.8. იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 11) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 8800 ლარი. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.პროგრამა ითვალისწინებს თითოეულზე ყოველვარტალურად 350 ლარის გაცემას (6 ბენეფიციარი) დაფინანსების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ფორმა N100 სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც მითითებულია შესაბამისი სამედიცინო ჩვენება 4.2.9. მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 35 600 ლარი. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, მრავალშვილიანი ოჯახების გაძლიერება ოჯახში ბავშვის აღზრდისა და სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად, სიღარიბის დასაძლევად და სიღარიბეში ჩავარდნის პრევენციისათვის ფინანსური დახმარების გაწევა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიანი (4 და 4-ზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ყოველკვარტალური დახმარება (პროგრამა ვრცელდება იმ 4 შვილიან ოჯახებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არიან 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით) თითოეულ ბავშვზე 40 ლარის ოდენობით; (47 ოჯახი) დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა (4 და 4-ზე მეტშვილიან 18 წლამდე ასაკის) ერთ-ერთმა მშობელმა (მეუღლემ, მზრუნველმა) მერიაში უნდა წარმოადგინოს: წერილობითი განცხადება; მშობლის პირადობის მოწმობის (გარდაცვლილის შემთხვევაში - გარდაცვალების მოწმობის) ასლები; მეურვის (მზრუნველის) შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გაცემული მეურვეობისა და მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მეურვის (მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი; მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი; შვილების დაბადების მოწმობის ასლები. 4.2.10. დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეროგრამის ბიუჯეტი: 2500 ლარი. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს დედ-მამით ობოლ ბავშვებზე (18 წლამდე) დახმარებას, კერძოდ, ყოველკვარტალურად ერთ ბავშვზე გაიცემა 150 ლარი (4 ბენეფიციარი) დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვების მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: წერილობითი განცხადება; ბავშვის (ბავშვების) პირადობის მოწმობის ასლი (ასლები); ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის განყოფილებიდან მეურვის ვინაობის შესახებ; მეურვის პირადობის მოწმობის ასლი. 4.2.11. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 27300 ლარი. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შშმ პირთა, თანაბარი უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზება, მათი პიროვნული ღირსების პატივისცემა. შშმ პირთა დამოუკიდებლობისა და ცხოვრების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, განვითარების შეფერხების რისკის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განვითარების სტიმულირება. მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ დახმარებას: კერძოდ, წელიწადში ორჯერ გაიცემა 100 ლარი ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება: ა) გონებრივი განვითარების შეფერხების (მათ შორის, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი ) მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; ბ)მხედველობის პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; გ) სმენადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადებას თან უნდა ერთოდეს: პირის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი; მოზარდის შემთხვევაში მისი დაბადების მოწმობის ასლი; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) სსე შემოწმების აქტის ამონაწერი; 4.2.12. სოციალური ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 15) პროგრამის ბიუჯეტი: 8600 ლარი. პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ხელს შეუწყოს ხანდაზმულთა დამოუკიდებლობას, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ინსტიტუციონალიზაციის პრევენციას. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხანდაზმულთა სოციალური დახმარებას, კერძოდ: ა)100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე კვარტალურად ერთ ხანდაზმულზე გაიცემა 300 ლარი (3 ბენეფიციარი); დახმარების მისაღებად ხანდაზმული (100 და მეტი წლის ასაკის) პირის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: ხანდაზმული პირის წერილობითი განცხადება; ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი - თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია; ბ) სამამულო ომის ვეტერანზე (9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით) გაიცემა 500 ლარი (5 ბენეფიციარი).დახმარების მისაღებად მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: წერილობითი განცხადება;სამამულო ომის ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი; სამამულო ომის ვეტერანის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობა გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეთათვის (26 აპრილს) გაიცემა 100 ლარი. (13 ბენეფიციარი).დახმარების მისაღებად მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი. 4.2.13. F ISAF-ის მისიაში და აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 16) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3500 ლარი. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს აგვისტოს ომის დროს და ISAF-მისიაში დაღუპულის ოჯახებზე (8 აგვისტოს) 500 ლარის გაცემას (7 ბენეფიციარი). დახმარების მისაღებად მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს დაღუპულის ოჯახის წევრის წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; 4.2.14. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 17) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 100000 ლარი. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. კერძოდ, ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000–ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე საკუთრებაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოებისათვის 2000 ლარის ფარგლებში საამშენებლო მასალების (აზბესტოცემენტის ტალღოვანი ფურცელი, თუნუქის ფურცელი) გადაცემას. 2016-2017 წლებში შემოსული განცხადებების და მათ საფუძველზე შედგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით ავარიული საცხოვრებელი სახლების სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 2000 ლარის ფარგლებში სამშენებლო მასალა გადაცემულ იქნეს 2016-2017 წლების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ამავე პროგრამის პირობების შესაბამისად (აზბესტოცემენტის ტალღოვანი ფურცელი, თუნუქის ფურცელი, ხის მასალა)ხოლო ზემოთხსენებულ წლებში შემოსული ის განცხადებები, რომლებზეც შესაბამისი კომისიისა და სამსახურის მიერ არ არის შედგენილი სათანადო, მათი უზრუნველყოფა განხორციელდეს 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის პირობების შესაბამისად. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ქსეროასლი; სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; საცხოვრებელი სახლის საკუთრების/ფაქტობრივი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის შუამდგომლობა. წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა განხორციელდება ერთობლივი კომისიის (შემდგომში – კომისიის) მიერ. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 9 წევრით, მათ შორის საკრებულო კომისიაში წარმოდგენილია 3 წევრით. კომისია სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას თითოეულ ოჯახზე არაუმეტეს 2000 ლარის ფარგლებში სამშენებლო მასალის გამოყოფის თაობაზე. კომისიის სხდომის ოქმი დასკვნასთან ერთად წარედგინება სენაკის მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე გამოყოფილი სამშენებლო მასალის გადაცემა განხორციელდება სათანადო მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე. გადასაცემი სამშენებლო მასალის შეძენა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 4.2.15. დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 18) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3000 ლარი. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა ითვალისწინებს ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე უფრო გავრცელებული პათოლოგიების (ჰიპერაქტივობისა და ჰიპერკინეზების სინდრომი, თვალის პათოლოგია და სქოლიოზი) ამ პათოლოგიების დროული მკურნალობისა და მათთან დაკავშირებული სხვა დაავადებების აღმოცენების პრევენციის მიზნით. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლის დაწყებითი კლასების პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები (990 ბენეფიციარი) 4.2.16. 06 02 19 დღის ცენტრ აიპ „ლაზარე-2015“ თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 18) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 6 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დღის ცენტრ აიპ „ლაზარე-2015“-ში მომსახურების მიმღებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისათვის ლოგოპედისა და ფსიქოლოგის სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა. 5. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სენაკის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 5.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სენაკის მუნიციპალიტეტში ხორციელდება გაწვევის პუნქტებამდე წვევამდელების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. |
თავი VI
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 15.
სენაკის მუნიციპალიტეტის ასიგნებები |
განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 16 |
სენაკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 17 |
სენაკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 18 |
2019 წლის განმავლობაში სენაკი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 19 |
სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 20 |
1. სენაკის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.
2. სენაკის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 21 |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 22 |
სენაკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 04-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2019 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 23 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს სენაკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 24 |
1.დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 195,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 111.240 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 73,760 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 10.0 ათასი ლარი; 2.,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"–ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 25 |
2019 წლის სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 50,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები