დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სენაკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6 |
დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 21/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.108.016433 |
|
„სენაკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
1. „სენაკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №62 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge., 27/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.108.016426) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
„მუხლი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) განისაზღვროს: ა. ა) შემოსულობები – 16707,7 ათ.ლარით; ა. ბ) გადასახდელები – 17492,4 ათ.ლარით; ა. გ) სხვა დონის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები გრანტები განისაზღვრა 7716,6 ათ.ლარით; მათ შორის: ა. გ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი – 195,0 ათ.ლარით; ა.გ. ბ) კაპიტალური ტრანსფერი – 6648,0 ათ.ლარით; ა.გ. გ) გრანტები სსიპ(ებ)-დან – 873,6 ათ.ლარით. ა.დ) სარეზერვო ფონდი – 50,0 ათ.ლარით. ა.ე) ფინანსური აქტივების კლება – 784,8 ათ.ლარით, მათ შორის: ა.ე.ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი – 720,3 ათ.ლარით; ა.ე.ბ) საკუთარი შემოსავლები – 64,5 ათ.ლარი. სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი თავი I დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ა.ა) 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ა.ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
“. თავი II სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები ა.გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 16507,7 ათასი ლარის ოდენობით.
ა.დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით ,,მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7716,6 ათასი ლარის ოდენობით.
“; თავი III სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია ა.ე) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9119,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; ა.ვ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8173,9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8373,9 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 200,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
“; ა.ზ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; თავი V სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2019-2022 წლებისათვის და პროგრამები/ქვეპროგრამები ა.თ) მე-14 მუხლის ,,1.1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.1. გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01) განისაზღვროს 3148,9 თ.ლარით, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერიდან მიღებული თანხით 3418,9 თ.ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსვლებიდან მიღებული თანხით 256,0 ათ.ლარით პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული იქნება ადგილობრივი მნიშვნელობის გზის საფარი, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება ქალაქის ქუჩებში, მოიხრიშება და მოწესრიგდება თემების/სოფლის შიდა საუბნო გზები. ასევე ყურადღება მიექცევა რეაბილიტირებული გზების მოვლას, რაც გულისხმობს ორმულ შეკეთებებს, გზების დახაზვას, შუქნიშნების მონტაჟს და მწოლიარე პოლიციელების დამონტაჟებას. ”; ა.ი) მე-14 მუხლის ,,1.3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 06) განისაზღვროს 1628,1 ათ.ლარით, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერიდან მიღებული თანხით 842,5 ათ.ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებიდან მიღებული თანხით 785,6 ათ.ლარი. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების გადასასვლელებისა და ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები ”; ა.კ) მე-14 მუხლის ,,1.4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.4. სოფლის მეურნეობის ღონისძიება (პროგრამული კოდი 03 09) განისაზღვროს 6,8 ათ.ლარით ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსვლებიდან მიღებული თანხით ქვეპროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება პროექტი ,,აგროფესტივილი სენაკი-2019’’ პროექტი მიზნად ისახავს მცირე მეწარმეებისა და ფერმერების საქმიანობის პოპულარიზაციას, მათი ცნობადობის გაზრდისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით. გამოფენა-გაყიდვისა და მასტერ-კლასების ჩატარებას. აგროტური-ფერმერების, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლების და სპეციალისტების ცნობიერების ამაღლება აგრარულ სექტორში სახელმწიფოს მიერ განცხადებულ პროგრამებსა და საწარმოებში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ნიადაგის აგროქიმიური კვლევის თანადაფინანსების პროგრამა დამწყები ფერმერებისათვის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ფესტივალებსა (ქართული ყველის, ქართული ღვინის) და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება. ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის კონკურსების მონაწილეთა წახალისება”; ა.ლ) მე-14 მუხლის „1.6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.6.“ სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია (პროგრამული კოდი 03 08) განისაზღვროს 1753,2 ათ.ლარით, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერიდან მიღებული თანხით 1549,1 ათ.ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსვლებიდან მიღებული თანხით 1,1 ათ.ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტში 2018 წელს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება”; ა. მ) მე-14 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს ,,1.7“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.7. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 04) განისაზღვროს 738,0 ათ, ლარით (სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი) ქვეპროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი სახსრებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა თემში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარდგენილი პრიორიტეტეტბის გათვალისწინებით სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძოდ, გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია, კიუვეტების მოწყობა, მოსაცდელების შეკეთება, სანიაღვრე არხების ამოწმენდა, სასაფლაოების შემოღობვა, საბავშვო ბაღებისათვის სათამაშო ატრაქციონების მოწყობა, გარე განათების მოწყობა, სპორტული მინი და საბავშვო მოედნების მოწყობა და სხვა ”; ა.ნ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ,,2.2 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2.2 “ საჯარო სკოლების დაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 04 02) განისაზღვროს 988,1 ათ.ლარით ,მათ შორის: სსიპ(ებ)-დან მიღებული გრანტებით 873,,6 ათ.ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსვლებიდან მიღებული თანხით 114,5 ათ.ლარი. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საჯარო სკოლებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ქალაქიდან თემში და თემიდან ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე მასწავლებელთა სუბსიდირება. აგრეთვე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლას. ამასთან, სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ(ებ)-დან მიღებული გრანტებით (ტრანსფერით) განხორციელდება საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის უფლებამოსილება. ა.ო) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „3.1.2 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3.1.2 “ ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 02) განისაზღვროს 205,0 ათ.ლარით (ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური ჩაბმა ფეხბურთში. სელექციების მეშვეობით თანამედროვე საწვრთნელი პროცესის დანერგვა. სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული ჭაბუკი სპორტსმენების მომზადება ნაკრები გუნდისათვის. თანამედროვე სამწვრთნელი პროცესის დანერგვა (2018-2022) წწ. არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე შეჯიბრებებსა და ტურნირებში მონაწილეობის მიღება, ბავშვთა რაოდენობის გაზრდა, მწვრთნელთა მომზადება ტრენინგების გავლა ლიცენზიის კატეგორიების მოპოვებისათვის A, B, C . შემუშავება პროგრამისა რომელიც ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას. კლუბის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფეხბურთის პოპულარიზაციას, მის განვითარებას , აგრეთვე სელექციის მეშვეობით შერჩეული წარმატებული პერსპექტიული ფეხბურთელების მომზადებას, როგორც საქართველოს ეროვნული ასაკობრივი გუნდებისთვის, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მონაწილე სხვადასხვა ლიგის გუნდებისათვის. კლუბის მიზანია ახალგაზრდა ფეხბურთელების დაოსტატება. დაწესდეს გადასახადი იმ მოსწავლეებისათვის რომლებიც არ იხდიან თანხას, ხოლო ყოველთვიური გადასახადის თანხა განისაზღვროს 10 ლარის ოდენობით. გაეწიოს 50%-იანი შეღავათი ერთიდან 2 ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში; გაუქმდეს გადასახადი იმ მოსწავლეებისათვის, რომელთა ოჯახებს მინიჭებული აქვთ სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100000 და 100000-ზე დაბალი ქულა”; ა.პ) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,,4.2.5 “ ქვეპუნქტს დაემატოს ,,4.2.5.3 “ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.2.5.3. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა. ქვეპროგრამის მიზანია ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვიანი ოჯახი, რომელმაც „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ და არის მოლოდინის რეჟიმში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. ქვეპროგრამის ღონისძიება: განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის განხორციელების ვადა: ქვეპროგრამის ამოქმედებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ქვეპროგრამის განხორციელება: დახმარების მისაღებად ოჯახის კანონიერ წარმომადგენელის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს განცხადება; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი; მომართვა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვთა ხელოვნური კვებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად რეგისტრაციის თაობაზე. ანგარიშფაქტურა სააფთიაქო დაწესებულების ხელოვნური საკვების მისაღებად; შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე კანონიერ წარმომადგენელზე გაიცემა საგარანტიო წერილი ყოველთვიურად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბავშვის ხელოვნური საკვების დაფინანსებას ერთ გაცემაზე არაუმეტეს 80 ლარის ოდენობით. კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს საკვების მიღებას წერილობითი ფორმით თანხმობის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. დახმარება შეწყდება სააგენტოს მიერ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ამასთან, ერთ ოჯახზე ამ პროგრამის ფარგლებში დახმარება შეიძლება გაიცეს არაუმეტეს სამი თვით. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საგარანტიო წერილის საფუძველზე ბენეფიციარზე გაცემული ხელოვნური საკვების ანაზღაურება განხორციელდება შესაბამისი სააფთიაქო დაწესების მიერ ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით.” თავი V I სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები ა.ო) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. სენაკის მუნიციპალიტეტის ასიგნებები განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები