დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სენაკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.108.016434 |
|
„სენაკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-80 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„სენაკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №62 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 27/12/2018 სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.108.016426) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მუხლი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განისაზღვროს: ა. ა) შემოსულობები 16707,7 ათ. ლარით; ა. ბ) გადასახდელები 17582,4 ათ. ლარით; ა. გ) სხვა დონის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები გრანტები განისაზღვრა 7716,6 ათ. ლარით, მათ შორის: ა. გ. ა) მიზნობრივი ტრანსფერი 195,0 ათ. ლარით; ა.გ. ბ) კაპიტალური ტრანსფერი 6648,0 ათ. ლარით; ა.გ. გ) გრანტები სსიპ(ებ)-დან 873,6 ათ. ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი 50,0 ათ. ლარით; ა.ე) ფინანსური აქტივების კლება 813,8 ათ. ლარით, მათ შორის: ა.ე.ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი 720,3 ათ. ლარით; ა.ე.ბ) საკუთარი შემოსავლები 154,5 ათ. ლარი.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ა.ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
,“; ა.ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
. “; ა.გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8263,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8463,0 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 200,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
, “;
ა.დ) მე–9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
, “; ა.ე) მე-14 მუხლის „1.1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.1. გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01) განისაზღვროს 3449,9 ათ. ლარით, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერიდან მიღებული თანხით 3162,9 ათ. ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსვლებიდან მიღებული თანხით 287,0 ათ. ლარით პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული იქნება ადგილობრივი მნიშვნელობის გზის საფარი, ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება ქალაქის ქუჩებში, მოიხრეშება და მოწესრიგდება თემების/სოფლის შიდა საუბნო გზები. ასევე ყურადღება მიექცევა რეაბილიტირებული გზების მოვლას, რაც გულისხმობს ორმულ შეკეთებებს, გზების დახაზვას, შუქნიშნების მონტაჟს და მწოლიარე პოლიციელების დამონტაჟებას. აგრეთვე, განხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული (50 000 ლარზე მეტი ღირებულების) პროექტების საპროექტო და საამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურება“; ა.ვ) მე-14 მუხლის „1.3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 06) განისაზღვროს 1657,1 ათ. ლარით, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერიდან მიღებული თანხით 842,5 ათ. ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსვლებიდან მიღებული თანხით 814,6 ათ. ლარი. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების გადასასვლელებისა და ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა ”; ა.ზ) მე-14 მუხლის ,,1.5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.5. რეგიონის ფონდის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 10) განისაზღვროს 265,0 ათ. ლარით პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება“; ა.თ) მე-14 მუხლის ,, 3.1.3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.1.3. სპორტულ ღონისძიებათა პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 03) განისაზღვროს 144,0 ათ. ლარით, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერიდან მიღებული თანხით 140,0 ათ. ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსვლებიდან მიღებული თანხით 4,0 ათ. ლარი. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური და სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ქვეპროგრამის ბიუჯეტი 144,0 ათ. ლარი ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ახალგაზრდების ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობა და მოტივაციის გაზრდა, სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, წარმატებული სპორტსმენების, მწვრთნელების წახალისება, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. ოლიმპიზმის იდეების დამკვიდრება-განვითარება. აგრეთვე, განხორციელდება ცენტრალური სტადიონის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები (სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერით) მოსალოდნელი შედეგი: სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ბავშვები და მოზარდები; მოსახლეობაში დანერგილი ცხოვრების ჯანსაღი წესი. ცნობილი სენაკელი სპორტსმენებისა და მწვრთნელების პატივგება; მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარება.“;
ა.ი) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. სენაკის მუნიციპალიტეტის ასიგნებები განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები