დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სენაკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 24/09/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.108.016438 |
|
„სენაკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
1. „სენაკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №62 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.108.016426) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მუხლი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1 ა) განისაზღვროს: ა. ა) შემოსულობები 17306,7 ათ.ლარით; ა. ბ) გადასახდელები 18248,1 ათ.ლარით; ა. გ) სხვა დონის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები გრანტები განისაზღვრა 8315,6 ათ.ლარით; მათ შორის: ა.გ. ა) მიზნობრივი ტრანსფერი 607,9 ათ. ლარით; ა.გ. ბ) კაპიტალური ტრანსფერი 7237,7 ათ. ლარით; ა.გ. გ) გრანტები სსიპ(ებ)-დან 470,0 ათ. ლარით. ა.დ) სარეზერვო ფონდი 50,0 ათ.ლარით; ა.ე) ფინანსური აქტივების კლება 941,4 ათ.ლარით; მათ შორის: ა.ე.ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი 786,9 ათ.ლარით; ა.ე.ბ) საკუთარი შემოსავლები 154,5 ათ.ლარი. ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის: 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
. “; გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
. “; დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 17106,7 ათასი ლარის ოდენობით:
. “ ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8315,6 ათასი ლარის ოდენობით:
. “; ვ ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9133,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
. “; ზ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8909,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 9109,5 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 200,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
. “; თ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 9. სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
. “; ი) მე-14 მუხლის ,,1.1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1.1. გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01) განისაზღვროს – 3676,9 ათ. ლარით, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერიდან მიღებული თანხით – 3374,0 ათ.ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსვლებიდან მიღებული თანხით – 302,9 ათ.ლარი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული იქნება ადგილობრივი მნიშვნელობის გზის საფარი, ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება ქალაქის ქუჩებში, მოიხრეშება და მოწესრიგდება თემების/სოფლის შიდა საუბნო გზები. ასევე ყურადღება მიექცევა რეაბილიტირებული გზების მოვლას, რაც გულისხმობს ორმულ შეკეთებებს, გზების დახაზვას, შუქნიშნების მონტაჟს და მწოლიარე პოლიციელების დამონტაჟებას.”; კ) მე-14 მუხლის ,,1.2.3“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1.2.3 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 01) განისაზღვროს 786,8 ათ. ლარით, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერიდან მიღებული თანხით 773,5 ათ.ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსვლებიდან მიღებული თანხით – 13,4 ათ.ლარი. ქვეპროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი სახსრებით სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობას; მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციას (გადახურვა, ფასადები, ეზოს კეთილმოწყობა); ეკის, ზანის, ზემო ფოცხოს, ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულების საექიმო ამბულატორიის რეაბილიტაციას.”; ლ) მე-14 მუხლის ,,1.3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 06) განისაზღვროს 1415,4 ათ.ლარით, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერიდან მიღებული თანხით – 724,5 ათ.ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსვლებიდან მიღებული თანხით – 690,9 ათ.ლარი. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების გადასასვლელებისა და ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები”; მ) მე-14 მუხლის ,,1.6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1.6. სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია (პროგრამული კოდი 03 08) განისაზღვროს 2282,8 ათ.ლარით, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერიდან მიღებული თანხით 2281,7 ათ.ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსვლებიდან მიღებული თანხით 1,1 ათ.ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტში 2018 წელს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ: ქალაქის ცენტრალური კოლექტორის ამოწმენდა 3000 მ-ზე და კალაპოტის გამაგრება გაბიონით; ქალაქ სენაკის ცენტრში, ქუთაისისა და თეფანიას ქუჩების გასწვრივ რკინიგზის მაგისტრალამდე, ღელე ,,ფიცუს ” ამოწმენდა 1500მ-ზე და დაზიანებული რკ. ბეტონის გამაგრება-მოწყობა 120 მ-ზე; ქალაქ სენაკის ცენტრში, ჩხეტიას ქუჩიდან მდინარე ტეხურამდე, ღელე ,,ფიცუს ” კალაპოტის ამოწმენდა 2500მ-ზე 12286; ქ. სენაკში, ქავთარაძის და კოლხეთის ქუჩების გასწვრივ გამავალი ღელეების ამოწმენდა და ჯებირების და ხიდბოგირების მოწყობა-რეაბილიტაცია 3800მ-ზე; ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ისულაში მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე მოწყობილი ქვანაყარი ბერმის ამაღლება 1მ-მდე და არსებული ნაპირსამაგრის გაგრძელება.”; ნ) მე-14 მუხლის ,,1.5 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1.5. რეგიონის ფონდის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 10) განისაზღვროს 291,9 ათ.ლარით (ადგილობრივი ბიუჯეტი) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება რეგიონის განვითარების ფონდიდან გამოყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტები ს თანადაფინანსება.”; ო) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ,,2.2“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2.2 საჯარო სკოლების დაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 04 02) განისაზღვროს 997,4 მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერიდან მიღებული თანხით – 882,9 ათ.ლარი და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსვლებიდან მიღებული თანხით – 114,5 ათ.ლარი. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საჯარო სკოლებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ქალაქიდან თემში და თემიდან ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე მასწავლებელთა სუბსიდირება. აგრეთვე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სენაკის მუნიციპალიტეტის: სოფელ ნოსირის, გეჯეთის, ლეძაძამეს, თეკლათის, მენჯის, ეკის, ქალაქის №3 და №7 სსიპ საჯარო სკოლებს.”; პ) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის ,,3.1.2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3.1.2. ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 02) განისაზღვროს 215,0 ათ. ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური ჩაბმა ფეხბურთში. სელექციების მეშვეობით თანამედროვე საწვრთნელი პროცესის დანერგვა. სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული ჭაბუკი სპორტსმენების მომზადება ნაკრები გუნდისათვის. თანამედროვე საწვრთნელი პროცესის დანერგვა (2018-2022) წწ. არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე შეჯიბრებებსა და ტურნირებში მონაწილეობის მიღება, ბავშვთა რაოდენობის გაზრდა, მწვრთნელთა მომზადება ტრენინგების გავლა ლიცენზიის კატეგორიების მოპოვებისათვის A, B, C. შემუშავება პროგრამისა, რომელიც ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას. კლუბის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფეხბურთის პოპულარიზაციას, მის განვითარებას, აგრეთვე სელექციის მეშვეობით შერჩეული წარმატებული პერსპექტიული ფეხბურთელების მომზადებას, როგორც საქართველოს ეროვნული ასაკობრივი გუნდებისთვის, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მონაწილე სხვადასხვა ლიგის გუნდებისათვის. კლუბის მიზანია ახალგაზრდა ფეხბურთელების დაოსტატება. დაწესდეს გადასახადი იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ იხდიან თანხას, ხოლო ყოველთვიური გადასახადის თანხა განისაზღვროს 10 ლარის ოდენობით. გაეწიოს 50%-იანი შეღავათი ერთიდან 2 ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში; გაუქმდეს გადასახადი იმ მოსწავლეებისათვის, რომელთა ოჯახებს მინიჭებული აქვთ სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100000 და 100000-ზე დაბალი ქულა.”; ჟ) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის ,,3.2.3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3.2.3“ კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 48,0 ათ.ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები: უზრუნველყოფს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების სფეროებში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, დაგეგმვასა და მისი რეალიზაციის კოორდინაციას. კულტურის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერი და შემოქმედი ახალგაზრდების მხარდაჭერას, კულტურის დღეების, გაცვლითი გასტროლების, კონკურსების, ფესტივალების, გამოფენების ორგანიზებას, სახალხო დღესასწაულ ,,ეგრისობის“ ჩატარებას. მოსალოდნელი შედეგი: საზოგადოების პოზიტიური განწყობისა და ესთეტიკური დონის ამაღლება, უნიკალური და უძველესი ქართული კულტურის ფასეულობების მომავალი თაობებისათვის გადაცემა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ახალგაზრდობის დაინტერესების ზრდა თეატრალური, სამხატვრო და სამუსიკო დარგების მიმართ, ინტელექტუალური დონის ამაღლება. “; რ) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,,4.2.2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4.2.2. კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) პროგრამის ბიუჯეტი:15,4 ათ. ლარი. პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურება, კერძოდ: დევნილი მოქალაქის ოჯახზე 200 ლარი; ომის ვეტერანის ოჯახზე 250 ლარი. სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად გარდაცვლილი დევნილის მოქალაქის ოჯახის წევრის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადება; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გარდაცვალების მოწმობის ასლი; გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი, ასევე, სხვა სახის დოკუმენტი განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში. სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად გარდაცვლილი ომის ვეტერანის ოჯახის წევრის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადება, გარდაცვლილის ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი, ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი, განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. ასევე სხვა სახის დოკუმენტი განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.”; ს) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,,4.2.3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4.2.3. სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის ბიუჯეტი:14,5 ათ.ლარი. პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: საახალწლო საჩუქარი კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილი ბავშვებისათვის (500 ბენეფიციარი); შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებისათვის საჩუქრის (პროდუქტების) გადაცემა; საახალწლო და სააღდგომო საჩუქარი მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებისათვის (150 ოჯახი). საახალწლო (საშობაო) საჩუქარი დედ-მამით ობლებისა და 100 წელს გადაცილებულებისათვის; საახალწლო (საშობაო) საჩუქარი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამაში ჩართული ოჯახებისათვის (47 ოჯახი) და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის.”; ტ) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,,4.2.4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4.2.4. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 06) პროგრამის ბიუჯეტი: 26,0 ათ.ლარი. პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება, კერძოდ: სრული ზარალის შემთხვევაში ერთ ოჯახზე 3000 ლარის ოდენობით; ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში 1000 ლარით. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მოქალაქემ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; აქტი (ხანძრის შესახებ), გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ქ. სენაკის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მიერ; ცნობა (ხანძრისშესახებ), გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ქ.სენაკის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მიერ; ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ (განცხადების განმხილველი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში). ასევე სხვა სახის დოკუმენტი განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.”; უ) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,,4.2.5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4.2.5. სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07) პროგრამის ბიუჯეტი: 15,0 ათ. ლარი. პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური . 4.2.5.1. სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების გატარების ქვეპროგრამა ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ფინანსური დახმარების გაწევას დამოუკიდებლად ცხოვრების, სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით შემდეგ პირებზე: ა) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და ვერ იქნენ რეინტეგრირებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებიდან, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მომსახურებებიდან; ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; გ) სენაკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული რეინტეგრირებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებს; ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაიცემა ყოველკვარტალურად 200 ლარის ოდენობით საბიუჯეტო წლის განმავლობაში. დახმარების მისაღებად მოქალაქემ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები; ასევე სხვა სახის დოკუმენტაცია განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.” . 4.2.5.2. ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების ქვეპროგრამა ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქალაქეზე (მსხვერპლზე), რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა) სტატუსის მინიჭების შემდგომ – ერთჯერადად 200 ლარის გაცემას. დახმარების მისაღებად მოქალაქემ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები. ასევე სხვა სახის დოკუმენტაცია განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. “; ფ) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,,4.2.6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4.2.6. ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 286,1 ათ. ლარი. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური . ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.”; 4.2.6.1. სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების ქვეპროგრამა ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: დახმარებით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირები წელიწადში ერთხელ, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ონკოლოგიურ პაციენტების შემთხვევაში. ა) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის (გარდა ესთეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის შემთხვევებისა) თანადაფინანსება 18 წლამდე მოზარდებს გაეწევათ სრულად, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა; ბ) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის (გარდა ესთეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის შემთხვევებისა) თანადაფინანსება სრულწლოვან ბენეფიციარებს გაეწევათ გადასახდელი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; გ) სამკურნალო-სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება ბენეფიციარებს გაეწევათ გადასახდელი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; დ) მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების შემთხვევაში (მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია (MRT); კომპიუტერული ტომოგრაფია (CT); პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT)) თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებზე, ონკოლოგიურ პაციენტებზე და 18 წლამდე მოზარდებზე; ე) სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ „C“ ჰეპატიტით დაავადებულ პირებს „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაავადების სტადიის დიაგნოსტირებისათვის აუცილებელი კვლევების თანადაფინანსებისათვის დახმარება გაეწევა 150 ლარით. სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსება ბენეფიციარებს გაეწევათ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის გადასახდელი თანხა აღემატება 150 ლარს. სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს განცხადება; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი; სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია – ფორმა №100; ანგარიშ-ფაქტურა; კალკულაცია; მომართვა ჯანდაცვის მომსახურეობის სააგენტოდან საყოველთაო დაზღვევის მიერ დაფინანსების ოდენობის შესახებ. (აუცილებლობას არ წარმოადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მიერ ანგარიშ-ფაქტურაშივე განსაზღვრულია პაციენტის მიერ თანაგადასახდელი თანხა). შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ბენეფიციარზე წინასწარ გაიცემა საგარანტიო წერილი. 4.2.6.2. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების ქვეპროგრამა ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ა) სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდება 70 ლარის ფარგლებში; ბ) ონკოლოგიურ პაციენტთა ქიმიოთერაპიული და იმუნოთერაპიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პირობების შესაბამისად (ქვეპროგრამა 4.2.6.1) ; გ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტთა მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება 100 ლარის ფარგლებში. დახმარების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან; ფორმა N100 სამედიცინო დაწესებულებიდან და სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). დაფინანსება ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ბენეფიციარზე გაცემული საგარანტიო წერილით.”; ქ) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,,4.2.7“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4.2.7. თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 35,2 ათ.ლარი. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება -გაუმჯობესების ხელშეწყობა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დიალიზის ცენტრებამდე ტრანსპორტირების ყოველთვიური ხარჯების დაფინანსებას 130 ლარით (22 ბენეფიციარი) . დაფინანსების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ფორმა N100 სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც მითითებულია შესაბამისი სამედიცინო ჩვენება."; ღ) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,,4.2.8“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4.2.8. იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 9,5 ათ. ლარი. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ."; ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.პროგრამა ითვალისწინებს თითოეულზე ყოველვარტალურად 350 ლარის გაცემას (6 ბენეფიციარი) დაფინანსების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ფორმა N100 სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც მითითებულია შესაბამისი სამედიცინო ჩვენება ყ) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,,4.2.11“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4.2.11.’’ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 22,3 ათ.ლარი. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შშმ პირთა, თანაბარი უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზება, მათი პიროვნული ღირსების პატივისცემა. შშმ პირთა დამოუკიდებლობისა და ცხოვრების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, განვითარების შეფერხების რისკის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განვითარების სტიმულირება. მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ დახმარებას: კერძოდ, წელიწადში ორჯერ გაიცემა 100 ლარი ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება: ა) გონებრივი განვითარების შეფერხების (მათ შორის, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი) მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; ბ) მხედველობის პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; გ) სმენადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადებას თან უნდა ერთოდეს: პირის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი; მოზარდის შემთხვევაში მისი დაბადების მოწმობის ასლი; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) სსე შემოწმების აქტის ამონაწერი." ; შ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ,,4.2.12 “ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4.2.12. სოციალური ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 15) პროგრამის ბიუჯეტი: 5,6. ათ. ლარი. პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ხელს შეუწყოს ხანდაზმულთა დამოუკიდებლობას, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ინსტიტუციონალიზაციის პრევენციას. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხანდაზმულთა სოციალურ დახმარებას, კერძოდ: ა) 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე კვარტალურად ერთ ხანდაზმულზე გაიცემა 300 ლარი (3 ბენეფიციარი); დახმარების მისაღებად ხანდაზმული (100 და მეტი წლის ასაკის) პირის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: ხანდაზმული პირის წერილობითი განცხადება; ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი – თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია; ბ) სამამულო ომის ვეტერანზე (9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით) გაიცემა 500 ლარი (5 ბენეფიციარი). დახმარების მისაღებად მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: წერილობითი განცხადება; სამამულო ომის ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი; სამამულო ომის ვეტერანის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლის შემთხვევაში – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობა გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეთათვის (26 აპრილს) გაიცემა 100 ლარი. (13 ბენეფიციარი).დახმარების მისაღებად მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი."; ჩ) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,,4.2 .14“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4.2.14.“ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 17) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 88,6 ათ. ლარი. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური . ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. კერძოდ, ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე საკუთრებაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოებისათვის 2000 ლარის ფარგლებში საამშენებლო მასალების (აზბესტოცემენტის ტალღოვანი ფურცელი, თუნუქის ფურცელი) გადაცემას. 2016-2017 წლებში შემოსული განცხადებების და მათ საფუძველზე შედგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით ავარიული საცხოვრებელი სახლების სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 2000 ლარის ფარგლებში სამშენებლო მასალა გადაცემულ იქნეს 2016-2017 წლების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ამავე პროგრამის პირობების შესაბამისად (აზბესტოცემენტის ტალღოვანი ფურცელი, თუნუქის ფურცელი, ხის მასალა)ხოლო ზემოთხსენებულ წლებში შემოსული ის განცხადებები, რომლებზეც შესაბამისი კომისიისა და სამსახურის მიერ არ არის შედგენილი სათანადო, მათი უზრუნველყოფა განხორციელდეს 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის პირობების შესაბამისად. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ქსეროასლი; სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; საცხოვრებელი სახლის საკუთრების/ფაქტობრივი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის შუამდგომლობა. წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა განხორციელდება ერთობლივი კომისიის (შემდგომში – კომისიის) მიერ. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 9 წევრით, მათ შორის საკრებულო კომისიაში წარმოდგენილია 3 წევრით. კომისია სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას თითოეულ ოჯახზე არაუმეტეს 2000 ლარის ფარგლებში სამშენებლო მასალის გამოყოფის თაობაზე. კომისიის სხდომის ოქმი დასკვნასთან ერთად წარედგინება სენაკის მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე გამოყოფილი სამშენებლო მასალის გადაცემა განხორციელდება სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. გადასაცემი სამშენებლო მასალის შეძენა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. "; ძ) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის ,,4.2 .16“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4.2.16. დღის ცენტრ აიპ „ლაზარე-2015“ თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 19) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 6,0 ათ. ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დღის ცენტრ აიპ „ლაზარე-2015“-ში ცენტრის მიერ დაქირავებული ფართის ქირავნობის ღირებულების უზრუნველყოფა.". წ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 15. სენაკის მუნიციპალიტეტის ასიგნებები. განისაზღვროს სენაკის მუნიციპალიტეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები