დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7/48 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016366 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (28/12/2017 - 31/01/2018)
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
მუხლი 1 |
ა) განისაზღვროს:
ა.ა) შემოსულობები 15 739.0 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 15 739.0 ათ. ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 1 378.8 ათ. ლარით; ა.გ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ) გათანაბრებითი ტრანსფერი 1118.8 ათ. ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი 150.0 ათ. ლარით. |
მუხლი 2 |
დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დადგენილების დანართი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
|
მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2017 წლის 5 იანვრის №1/1 დადგენილება.
|
მუხლი 4 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 15339.0 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 10500.0 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 1378.8 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 3460.2 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 7.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 13824.6 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 8.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1372.0 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1772.0 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 400.0 ათ. ლარის ოდენობით .
|
მუხლი 9.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 142.4 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
1.
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
0.0
ათ. ლარის ოდენობით.
|
2.
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
1.
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -142.4 ათ. ლარის ოდენობით.
|
2.
მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისათვის „ქ. ფოთში რუხაძის, ვაჟა-ფშაველას, გორგასლის ქუჩების რეაბილიტაცია“ (2009 წ.), „ქალაქ ფოთში ჭავჭავაძის ქუჩის (ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი გზა), ჭავჭავაძის ჩიხისა და მდინარე რიონის გასწვრივ (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია“ (2011წ.) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრედიტო ვალდებულებები (კრედიტების ძირითადი თანხა) მუნიციპალური განვითარების ფონდისადმი 2018 წელს შეადგენს 142.4 ათ. ლარს.
|
მუხლი 13.
სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება და კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოჭრილი თანხები
|
განისაზღვროს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება და კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოჭრილი თანხები 20.0 ათ. ლარის ოდენობით. თანხები გამოიყოფა შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე.
|
მუხლი 14.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 150.0 ათ. ლარის ოდენობით.
|
2.
სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
|
3.
სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე ბრძანების პროექტი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურთან შეთანხმებით წარედგინება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს.
|
მუხლი 15.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 260.0 ათ. ლარი მიიმართოს:
|
ა)
,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 135.0 ათ. ლარი;
|
ბ)
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 110.0 ათ. ლარი;
|
გ)
,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5.0 ათ. ლარი;
|
დ)
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 10.0 ათ. ლარი.
|
2.
,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
მუხლი 16.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 17.
სხვა მარეგულირებელი ნორმები
|
1.
ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში ბავშვთა კვებისათვის დაწესდეს 1 ბავშვზე 2 ლარი დღეში, რომელიც განისაზღვრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის მიერ დამტკიცებული მენიუთი.
|
2.
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირები, კერძოდ:
|
ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები (ტრანსფერი) – არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი;
|
ბ)
მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის პროგრამა – საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით რეგისტრირებული (სათანადო ლიცენზიებისა და ნებართვების მქონე) სამედიცინო დაწესებულებები;
|
გ)
საქალაქო ავტობუსების სუბსიდირების პროგრამა – შპს „ფოთი ქალაქტრანსპორტი“;
|
დ)
მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა - საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით რეგისტრირებული (სათანადო ლიცენზიებისა და ნებართვების მქონე) აფთიაქები.
|
3.
წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით.
|
4.
წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახური) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით.
|
5.
სხვა გაუთვალისწინებელი კულტურული და ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ხარჯების მუხლიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
მერის ბრძანების საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით.
|
6.
გადანაწილება და საერთო სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან თანხის ასახვა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
|
7.
უფლება მიეცეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურს კონკრეტულ შემთხვევებში პროგრამის შიგნით გადაანაწილოს და ცვლილებები შეიტანოს შესაბამისი ღონისძიებებიდან გამომდინარე, გარდა გადანაწილებისა და საერთო სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან თანხის ასახვის განხორციელებისას – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
|
8.
უფლება მიეცეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურს განსაზღვროს (დაამტკიცოს) კონკრეტული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი ღონისძიებების ან/და ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი თანხების ზღვრული ოდენობა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. |
9.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული ღონისძიებების, პროგრამების და პროექტების განხორციელებაზე მონიტორინგი და ზედამხედველობა განახორციელონ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
|
10.
მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება (პროგრამული კოდი 06 04) არ ვრცელდება იმ ოჯახებზე (ბენეფიციარებზე), რომლებიც სარგებლობენ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის #262 დადგენილებით (დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა) დამტკიცებული პროგრამით, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის მოქმედების პერიოდში.
|
თავი II
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 18.
ქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. ამიტომ, აღნიშნული მიმართულება ქალაქის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. კერძოდ, გზის ასფალტობეტონის საფარის კაპიტალური რემონტის, მრავალბინიანი ს/სახლების ლიფტების მოვლა-პატრონობის, საცხოვრებელი ს/სახურავის კაპ. რემონტის, ცოტნე დადიანის მოედანზე განათების მოწყობის, განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურების, დახურული სანიაღვრე არხების კაპ. რემონტის, მაწანწალა ძაღლების იზოლირების, უპოვართა სასადილოს დარბაზის კაპ. რემონტის, დიდების მემორიალის კაპ. რემონტის, ახალ რაიონში საბავშვო ბაღის მიმდებარე ეზოს მოწყობის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ეზოს მოწყობის, გამწვანების სამუშაოები და სხვა. 1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (გზები და ხიდები) (პროგრამული კოდი 03 01) ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საჭიროა საგზაო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი მოწესრიგება. 2018 წელს დაგეგმილია გზის ასფალტობეტონის საფარის კაპიტალური რემონტის სამუშაოები. 1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტების, ს/სახლების სახურავის კაპ. რემონტის, ჩამდინარე წყლების მართვის, გარე განათებისა და სატუმბი სადგურების ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. უზრუნველყოფილი იქნება მაწანწალა ძაღლების იზოლირება. 1.2.1 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 01) ქალაქში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ვერ ახორციელებენ საერთო ქონების დამოუკიდებელ მოვლა-პატრონობას და განვითარებას. აქედან გამომდინარე, გათვალისწინებულია ს/სახლების სახურავების კაპ. რემონტის სამუშაოების დაფინანსება. ასევე განხორციელდება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობის სამუშაოები. 1.2.2 გარე განათების მოწყობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქალაქის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების, ს/სახლებისა და ძეგლების მინათების და სხვა ტიპის განათების ელექტროენერგიის ხარჯები. ასევე დაფინანსდება ცოტნე დადიანის მოედანზე განათების მოწყობის სამუშაოები. 1.2.3 უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქალაქის ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების იზოლაცია. ამით უზრუნველყოფილი იქნება მაწანწალა ძაღლების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 1.2.4 სანიაღვრე არხების მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დახურული სანიაღვრე არხების კაპ. რემონტის და სატუმბო სადგურების ელ. ენერგიის ხარჯების ანაზღაურება. 1.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სადღესასწაულო ქალაქგაფორმების, ახალ რაიონში საბავშვო ბაღის მიმდებარე ეზოს მოწყობის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ეზოს მოწყობის, სხვადასხვა ობიექტების კაპ. რემონტის, გამწვანების სამუშაოები და სხვა ღონისძიებები. 1.3.1 კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის შესაბამისად, 2018 წელს განხორციელდება ქალაქის მოსახლეობისათვის საახალწლო-სადღესასწაულო განწყობის შექმნის მიზნით ინვენტარის შეძენა და ქუჩების მორთვა სხვადასხვა სადღესასწაულო აქსესუარებით. ასევე განხორციელდება სადღესასწაულო აქსესუარების დემონტაჟის, შენახვა-დასაწყობების, სახელმწიფო დროშების შეძენის, უპოვართა სასადილოს დარბაზის კაპ. რემონტის, დიდების მემორიალის კაპ. რემონტის, ახალ რაიონში საბავშვო ბაღის მიმდებარე ეზოს მოწყობის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ეზოს მოწყობის სამუშაოები და სხვა. 1.3.2 ქალაქის გამწვანება (პროგრამული კოდი 03 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში ერთწლიანი და მრავალწლიანი ყვავილებისა და სხვადასხვა ხე-მცენარეების დარგვა. 1.4 საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება. 1.5 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“ (პროგრამული კოდი 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქუჩების ორმული შეკეთების, ქუჩების მოხრეშვა-დაგრეიდერების, ნიტრო-საღებავით ქუჩების დახაზვის, საგზაო ნიშნების მოწყობის, შუქნიშნების მოვლა-პატრონობის, ჭარბი ნალექისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვის, გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობის, სატუმბო სადგურების მოვლა-პატრონობის, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდის, მათი აღდგენისა და მოვლა-პატრონობის, დასუფთავების ღონისძიებების, უმეთვალყურეოდ დარჩენილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იზოლირების, არსებული სკვერების, პარკების, გამწვანებული ეზოების, შადრევნების მოვლა-პატრონობის სამუშაოები და სხვა ანალოგიური სამუშაოები. 1.6 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 03 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში არსებული სასაფლაოების მდგომარეობის მოწესრიგება, სასაფლაოზე საფლავების დადგენილი წესით გამოყოფა, დაკრძალვა და სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება. სასაფლაოზე გასასვლელების, ბილიკების და არსებული ქონების მოვლა-პატრონობა, სასაფლაოს ტერიტორიაზე საფლავის შემოფარგვლის, საფლავის ძეგლის მოპირკეთებითი სამუშაოების, სხვა საჭირო ობიექტების დადგმა-დამონტაჟების საკითხების დარეგულირება. სასაფლაოს ეფექტური მართვისათვის საჭირო მომსახურების ახალი სახეებისა და მათი საფასურის ოდენობის შესახებ წინადადებების მომზადება. 1.7 ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის პროექტირება (პროგრამული კოდი 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში, 2019-2020 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში, შეიქმნება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დუკუმენტაცია. 1.8 საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება (პროგრამული კოდი 03 08) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება. |
2.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00)
აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს პრიორიტეტს საქართველოს სახელმწიფოს არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ვინაიდან სახელმწიფოს განვითარება კულტურული, რელიგიური და ახალგაზრდული სულისკვეთებისა და სპორტული მიღწევების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. გამომდინარე აქედან, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვასა და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო განაგრძობს სპორტული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 2.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის საჭიროა პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერ სპორტსმენთა წახალისება. 2.1.1 სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის მიზანია ქალაქში სპორტის განვითარება რაგბისა და ხელბურთის მიმართულებით, ქალაქის ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენთა მომზადება, ქალაქის ნაკრები გუნდების წევრებისათვის მაღალი დონის სასწავლო და საწვრთნელი პირობების შექმნა, სამედიცინო მომსახურება და ანტიდოპინგური ღონისძიებების განხორციელება, სპორტული ობიექტებით, სპორტული ფორმითა და ინვენტარით უზრუნველყოფა, სპორტსმენთა ტრანსპორტით მომსახურება, სპორტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარება, ჯანსაღი მომავალი თაობის ჩამოყალიბება. 2.1.2 ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) სპორტული ღონისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს სპორტის შემდგომ განვითარებას კრივში, რაგბში, ჭიდაობაში, ფეხბურთში, კალათბურთში, ხელბურთში, შაშში, საბაიდარო და კანოეთ ნიჩბოსნობაში. სპორტული ღონისძიებების ჩატარების პერიოდში დაჯილდოვდებიან გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებით, დიპლომებით და სხვა ფასიანი საჩუქრებით. წლის საუკეთესო სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება მოხდება ფულადი ფორმითაც. სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 1700 სპორტსმენი და 10100 მაყურებელი. აღნიშნული პროგრამით ასევე გათვალისიწნებულია ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსების ხარჯები. 2.1.2.1 სხვა გაუთვალისწინებელი ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 02 01) აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება გულისხმობს საბიუჯეტო წლის დასაწყისში დაუგეგმავ და აუცილებლად განსახორციელებელ ახალგაზრდულ და სპორტულ ღონისძიებებს, რომლებიც მოთხოვნის, შესაბამისი კომპეტენტური დასკვნების (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დასკვნა) და დასაბუთებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე დაფინანსებულ იქნება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 2.1.3 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 05 01 06) პროგრამის ძირითადი არსია ქალაქში სპორტის შემდგომი განვითარება, ქალაქის ნაკრები გუნდების მზადება და მონაწილეობა რესპუბლიკურ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები, პირველობები, საერთაშორისო ტურნირები), სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენთა მომზადება, სპორტის შემდგომი პოპულარიზაცია და სპორტის პროპაგანდისათვის ხელშეწყობა, „სპორტი ყველასათვის“ პროექტების რეალიზაცია, ქალაქის ნაკრები გუნდების წევრებისათვის მაღალი დონის სასწავლო და საწვრთნელი პირობების შექმნა, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და ანტიდოპინგური ღონისძიებების განხორციელება, სპორტული ობიექტებით, სპორტული ფორმითა და ინვენტარით უზრუნველყოფა, სპორტსმენთა ტრანსპორტით მომსახურება, სპორტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარება, ადგილობრივი ტურნირების და პირველობების ორგანიზება და ჯანსაღი მომავალი თაობის ჩამოყალიბება.
2.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მოსახლეობის კულტურული მიმართულებით გააქტიურებისათვის დაფინანსდება კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები. რაც ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ღირსეულ გაგრძელებას.
2.2.1. სახელოვნებო სკოლები (სასწავლებლები) (პროგრამული კოდი 05 02 01) ქალაქი აფინანსებს არჩილ ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებელს, რომლის მიზანია პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება, მოსწავლეთა მიერ შესაბამისი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ათვისება, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება, კონკურსებში და ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა და წარმოჩენა.
2.2.2 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებით მოხდება ნიჭიერ შემოქმედთა, შემსრულებელთა გამოვლენა და მათი შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა, დაჯილდოება, მხატვრულ-შემოქმედებითი კოლექტივების, ანსამბლების, ჯგუფების, სტუდიების, მოყვარულთა გაერთიანებების წარმოჩენა და განვითარება, მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლება, საკუთარი ინდივიდუალურობის, ნიჭის გამოვლენა, სკოლისგარეშე დროის საინტერესოდ ორგანიზება, თემატური ინფორმაციების მოძიება-დამუშავება, სააზროვნო და სოციალური უნარების განვითარება, სკოლისგარეშე შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, ხელოვნების სხვადასხვა დარგების გაცნობა და შემოქმედ ბავშვთა წარმოჩენა. 2.2.2.1 სხვა გაუთვალისწინებელი კულტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 02 01) აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება გულისხმობს საბიუჯეტო წლის დასაწყისში დაუგეგმავ და აუცილებლად განსახორციელებელ კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც მოთხოვნის, შესაბამისი კომპეტენტური დასკვნების (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების კოორდინაციის სამსახურის დასკვნა) და დასაბუთებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე დაფინანსებულ იქნება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
2.2.3 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 05 02 05) პროგრამის ძირითადი არსია მკითხველთა უზრუნველყოფა მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები), ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის, შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ამ დოკუმენტებით მოსახლეობის მომსახურება, როგორც ადგილზე გაცემით, ისე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკაშორისო აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთაცვლის საშუალებით, მოსახლეობის ყველა ფენის მომსახურება საბავშვო ან მასობრივ ბიბლიოთეკებში ფონდების შექმნის მიზნით და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა. 2.2.4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრი“ (პროგრამული კოდი 05 02 07) ქალაქი აფინანსებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრში“ შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს: ფოლკლორის ცენტრს, სამხატვრო სკოლას, სამხატვრო სასწავლებელს, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრს და საგამოფენო დარბაზს, რომლის მიზანია პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება, მოსწავლეთა მიერ შესაბამისი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ათვისება, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშების შესწავლა, სამხატვრო და ნატიფი ხელოვნების პროფესიების სწავლება, ქართული ხალხური ფოლკლორის პროპაგანდა, მხატვრულ-შემოქმედებითი კოლექტივების, ანსამბლების, ჯგუფების, სტუდიების, მოყვარულთა გაერთიანებების, საერთო-შემეცნებითი ჯგუფების ჩამოყალიბება, საგნობრივი წრეების შექმნა, გამოფენების, გამოფენა-გაყიდვების, აუქციონების, კონკურსების, პერსონალური გამოფენების და შემოქმედებითი შეხვედრების ორგანიზება და მოწყობა. 2.3 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძარი) (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძრის მინათების, გარე განათების და საჭიროებისამებრ გარკვეული სამუშაოების დაფინანსება. 2.4 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი“ (პროგრამული კოდი 05 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ქმნის ქალაქის ტურისტული შესაძლებლობების საინფორმაციო ბანკს, მუდმივად ახდენს სრულყოფასა და განახლებას. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ტურისტულ ცენტრებთან თანამშრომლობა, რათა ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით მოხდეს საქართველოში ტურიზმის განვითარება და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა საერთაშორისო დონეზე. პროგრამის ფარგლებში, ზაფხულის პერიოდში, ქმნის სამაშველო ჯგუფებს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სანაპირო ზოლში განახორციელებს სამაშველო ღონისძიებებს. |
3.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა 3.1 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 04 01) ქალაქის ბიუჯეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბავშვთა მეთვალყურეობა, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სწავლების დონის, შესაბამისი პროგრამების, სასწავლო და მეთოდური მასალების განსაზღვრა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“ არის 15 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ერთობლიობა, სკოლამდელი ასაკის დაახლოებით 2100 აღსაზრდელით და 364 მომსახურე პერსონალით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“ უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში ბავშვთა სრულფასოვანი სამჯერადი კვების ორგანიზაციასა და ზამთრის პერიოდში ბაღების საწვავით მომარაგებას. ბავშვები იმყოფებიან ექთნის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ქალაქში დღეისათვის რეაბილიტირებულია 6 საბავშვო ბაღი, სადაც დადის 1100 აღსაზრდელი, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 52%-ს შეადგენს. ამ დაწესებულებებში შექმნილია ესთეტიკურად ლამაზი, უსაფრთხო და კომფორტული გარემო მომავალი თაობის სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის. 3.2 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში 2018 წელს დაგეგმილია საბავშვო ბაღების შენობების გაზიფიცირება.
|
4.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის მხარდაჭერა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში კვლავ რჩება ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სოციალური დახმარება როგორც ფულადი, ასევე სხვადასხვა სოციალური შეღავათების დაწესების გზით, რაც გააუმჯობესებს შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობას. განხორციელდება მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის და სოციალურ ეკონომიკური კვლევების ორგანიზება და სხვა ღონისძიებები. 4.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“) (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიზანია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა-შენარჩუნება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბება, ანტირაბიული, მალარიის, ტრანსმისიური დაავადების გადამტანი მწერების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება, ნარკომანიის, თამბაქოს, ალკოჰოლიზმის, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის პროპაგანდა, მუშაობა მიზნობრივ ჯგუფებთან, მოსახლეობაში პროფილაქტიკურ-საგანმანათლებლო სამუშაოების წარმოება. 4.2. ჯანდაცვის სხვა პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) ჯანდაცვის სხვა პროგრამები მოიცავს მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის პროგრამას, მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზის პროგრამაში მონაწილეთა ტრანსპორტირების პროგრამას, გინეკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევისა და პროფილაქტიკის პროგრამას, სასმელი, სარეკრიაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარულ-ქიმიური გამოკვლევის პროგრამას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსების პროგრამას. 4.2.1 მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობა(პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსებას, მათ შორის ძვირადღირებულ ოპერაციებს, გამოკვლევებს. პროგრამის მართვა: მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, ფორმა №100, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომართვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამონაწერი სოციალურად დაუცველის სარეიტინგო ქულის შესახებ და პირადობის მოწმობის ასლი. მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახურთან არსებული ,,მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის პროგრამის“ განმახორციელებელი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის მიერ (თვეში ორჯერ). განხილვისას გათვალისწინებული იქნება ავადმყოფის ასაკი, დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ წარმოდგენილი დასკვნა ავადმყოფის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა და დამტკიცებული ლიმიტი. მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს - მკურნალობის ღირებულება დაუფინანსდებათ ანგარიშ-ფაქტურით წარმოდგენილი თანხის 100%-მდე არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა, ხოლო მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 70 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა, ან არ არიან დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მკურნალობის ღირებულება დაუფინანსდებათ ანგარიშ-ფაქტურით წარმოდგენილი თანხის 30%-მდე - არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პაციენტს საბიუჯეტო წლის განმავლობაში დახმარება შეიძლება გაეწიოს არაუმეტეს ორჯერ (განსაკუთრებულ შემთხვევაში). თანხები გამოიყოფა შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 4.2.2 მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02) აღნიშნული პროგრამით განხორციელდება მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური რესურსი გადანაწილებულია: ა) მოსახლეობის ერთჯერადი (70-ლარიანი) დახმარება 60.0 ათ. ლარი; ბ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა დახმარება 20.0 ათ. ლარი. პროგრამის მართვა: მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №100, პირადობის მოწმობის ასლი, აფთიაქიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა ან/და მედიკამენტის ღირებულების შესახებ ამონაწერი. მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახურთან არსებული ,,მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის სხდომის მიერ. განხილვისას გათვალისწინებული იქნება დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ წარმოდგენილი დასკვნა ავადმყოფის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა. აღნიშნული პროგრამით პაციენტებს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში მედიკამენტის სახით, დახმარება შეიძლება გაეწიოს ერთჯერადად 70 ლარის ფარგლებში, ასევე წელიწადში ერთჯერ - განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფებს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საერთო დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში. თანხები გამოიყოფა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახურის მიმართვის, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების (ბრძანება გამოიცემა სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე გასაწევ ან/და გაწეულ ხარჯებზე) საფუძველზე. პროგრამის მომსახურე აფთიაქ(ებ)იდან ანგარიშის წარდგენა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახურში მოხდება თვეში ორჯერ. 4.2.3 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზის პროგრამაში მონაწილეთა ტრანსპორტირება (პროგრამული კოდი 06 02 03) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზით დაავადებულთა ქალაქგარეთ ტრანსპორტირების პროგრამის მიზანია მძიმე მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა უფასო, სრულყოფილი და ოპერატიული სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით. პროგრამის მართვა: პაციენტი ან/და მეურვე განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს ექიმის მიერ გაცემული ფორმა №100, ავადმყოფის დიაგნოზისა და ტრანსპორტირების აუცილებლობის მითითებით. შემოსული დოკუმენტაცია მოწმდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახურში. პროგრამაში მონაწილეთა დიალიზის ჩასატარებლად, სხვადასხვა ქალაქებში ტრანსპორტირებისათვის საჭირო ხარჯები ანაზღაურდება თვეში 150 ლარის ოდენობით; ხოლო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა ქალაქგარეთ ტრანსპორტირების შემთხვევაში - წელიწადში ერთჯერ: ა) ფოთი - თბილისი - 250 ლარი; ბ) ფოთი - ქუთაისი - 150 ლარი; გ) ფოთი - ბათუმი - 150 ლარი; დ) ფოთი - ზუგდიდი - 150 ლარი. ბიუჯეტიდან გამოყოფილი მატერიალური დახმარება, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრულ პირებს დაერიცხებათ საბანკო ანგარიშზე. 4.2.4 გინეკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევა და პროფილაქტიკა (პროგრამული კოდი 06 02 04) პროგრამის მიზანია გინეკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფა და მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, კიბოს დაავადების ადრეული გამოვლენის მიზნით გამოკვლევების ჩატარება. პაციენტები გამოკვლევების ჩასატარებლად ყოველგვარი განცხადების გარეშე პირდაპირ მიმართავენ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებას. 4.2.5 სასმელი, სარეკრეაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარულ-ქიმიური გამოკვლევა (პროგრამული კოდი 06 02 05) აღნიშნული პროგრამის განხორციელების აუცილებლობა განპირობებულია მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის უზრუნველყოფით. შესაბამისად, პროგრამის მიზანია ეპიდ. ზედამხედველობის სისტემის მგრძნობელობის გაზრდა. სამედიცინო სტატისტიკური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება. 4.2.6 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთში რეგისტრირებული, საქართველოს მოქალაქე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 17 წლამდე ასაკის ბავშვთა ფსიქოსომატურ რეაბილიტაციას. პროგრამის მართვა: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, საქართველოს მოქალაქე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 17 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა ახლდეს პროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა), მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ფორმა №100 და ანგარიშ-ფაქტურა საქართველოში განთავსებული შესაბამისი სამედიცინო-სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან. აღნიშნული პროგრამით დახმარება გაეწევა წელიწადში ერთჯერ, არაუმეტეს 500 ლარით. თანხები გამოიყოფა შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 4.3 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალშობილთა ოჯახების დახმარებას, დაუძლურებული და ლოგინს მიჯაჭვული ბენეფიციარებისათვის სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდებას ადგილებზე და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.3.1 სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 03 01) აღნიშნული პროგრამით ხორციელდება უმწეო, მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსება, აგრეთვე დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა გარდაცვალების შემთხვევაში, მათი ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 300 ლარის ოდენობით. პროგრამის მართვა: აღნიშნული პროგრამით დახმარების მისაღებად გარდაცვლილის ოჯახის წევრმა ან მეურვემ უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი, გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებიდან (უბნების მიხედვით). უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში, დაკრძალვის ორგანიზებას და ჩასასვენებელი სასახლის დამზადებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები (უბნების მიხედვით). 4.3.2 მარტოხელა დედათა დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 02) სამუშაო ადგილების დეფიციტის გამო მარტოხელა დედების უმრავლესობა უმუშევარია, მათ მძიმე ტვირთად აწევთ მცირეწლოვანი შვილების მოვლა-პატრონობა. იზრდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა რაოდენობა, ამიტომ მიზანშეწონილია გაეწიოს ყოველთვიური მატერიალური დახმარება მარტოხელა დედებს 50 ლარის ოდენობით, მოზარდის 17 წლის ასაკის შესრულებამდე. პროგრამის მართვა: მატერიალური დახმარების მისაღებად მარტოხელა დედამ უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება შესაბამისი დოკუმენტაციით (პირადობის მოწმობის ასლი, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ). ბიუჯეტიდან გამოყოფილი მატერიალური დახმარება, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, მარტოხელა დედებს ან/და მათ მიერ განსაზღვრულ პირებს დაერიცხებათ საბანკო ანგარიშზე. 4.3.3 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 03 03) აღნიშნული პროგრამა მოიცავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბავშვთა ცენტრის“ პროგრამას, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების დახმარების პროგრამას, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა, ამავე ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირთა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა დახმარების პროგრამას, უსინათლოების მატერიალური დახმარების პროგრამას კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად და წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შესაძენად. 4.3.3.1 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბავშვთა ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 03 03 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა უზრუნველყოფას თავშესაფრით, კვებით, ბავშვთა დასვენება-გაჯანსაღებას (საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი). პროგრამის ბენეფიციარია 10 ბავშვი. 4.3.3.2 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 03 03) პროგრამა მიზნად ისახავს 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევას, მათი ხსოვნისადმი პატივის მიგებას, კერძოდ: ა) რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი 11 მოქალაქის ოჯახისათვის - 500 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ; ბ) რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი 4 მშვიდობიანი მოქალაქის ოჯახისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ - 150 ლარის ოდენობით ყოველთვიურად. ბენეფიციარების დაფინანსებაზე დასაბუთებულ ბრძანებას გამოსცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი. გამოყოფილი თანხა ბენეფიციარებს დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე. 4.3.3.3 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა, ამავე ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 03 04) პროგრამა მიზნად ისახავს დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და ამავე ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას. კერძოდ: ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ბენეფიციარებს, თითოეულს 350 ლარის ოდენობით; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ბენეფიციარებს, თითოეულს 250 ლარის ოდენობით; გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ ბენეფიციარებს, თითოეულს 250 ლარის ოდენობით. პროგრამის მართვა: გამოყოფილი თანხა ბენეფიციარებს დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 4.3.3.4 უსინათლოების მატერიალური დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად (პროგრამული კოდი 06 03 03 06) პროგრამა გულისხმობს უსინათლო პენსიონერთათვის ყოველთვიურად 40 ლარიან შეღავათიან პაკეტს კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად. პროგრამის მართვა: უსინათლო პენსიონერი (შემდგომში ბენეფიციარი) კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების მისაღებად განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის განყოფილებიდან, რომ ბენეფიციარი არის უსინათლო პენსიონერი. ბენეფიციარების დაფინანსებაზე დასაბუთებულ ბრძანებას გამოსცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი. პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს კომუნალურ გადასახადებზე შეღავათი 40 ლარის ოდენობით ყოველთვიურად დაერიცხებათ საბანკო ანგარიშებზე. თანხის გაცემა იწარმოებს პლასტიკური ბარათების მეშვეობით. ბენეფიციართა სია არანაკლებ წელიწადში ორჯერ უნდა იქნას წარმოდგენილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახურის მიერ. 4.3.3.5 უსინათლოების მატერიალური დახმარება წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შესაძენად (პროგრამული კოდი 06 03 03 07) პროგრამა ითვალისწინებს 40 წლის ასაკის ზემოთ უსინათლო პენსიონერთათვის 150 ლარამდე ღირებულების წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შეძენას. პროგრამის მართვა: უსინათლო პენსიონერი (შემდგომში ბენეფიციარი) წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შესაძენად განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის განყოფილებიდან, რომ ბენეფიციარი არის უსინათლო პენსიონერი, ფორმა №IV-100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სააფთიაქო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა. თანხა დაირიცხება სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 4.3.4 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 05) პროგრამა უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი ოჯახების წახალისებას, რათა ხელი შეუწყოს დემოგრაფიული ფონის გაუმჯობესებას. პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის (მათ შორის, ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ დევნილებისათვის) ერთჯერადად 200 ლარით დახმარებას, იმის გათვალისწინებით, რომ ახალშობილის მამა უნდა იყოს დარეგისტრირებული ქალაქ ფოთში 2017 წლამდე. პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებისათვის მატერიალური დახმარების უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება ახალშობილის მშობლის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოტანილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის (მშობლების პირადობის მოწმობის ასლები, მონაცემები მათი რეგისტრაციის ადგილის შესახებ (დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი), ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ამონაწერი სოციალურად დაუცველის სარეიტინგო ქულის შესახებ) საფუძველზე. პროგრამის მართვა: თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 4.3.5 საქალაქო ავტობუსების სუბსიდირების ხარჯები (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ფოთი ქალაქტრანსპორტი“) (პროგრამული კოდი 06 03 06) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის იაფი ტრანსპორტით მომსახურება. იგი სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით იაფია და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება აღნიშნული ავტობუსით მგზავრობა. დაფინანსებაზე დასაბუთებულ ბრძანებას გამოსცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი. 4.4 მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება (პროგრამული კოდი 06 04) ქალაქში დემოგრაფიული სიტუაციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანის მამა უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთში 2017 წლამდე, რომლებიც ზრდიან 3 და მეტ არასრულწლოვან მოზარდს (უფროსი შვილის 17 წლის ასაკის შესრულებამდე), ბოლო შვილზე მიზანშეწონილია დაენიშნოს ყოველთვიური მატერიალური დახმარება:
ქვეპროგრამის ბენეფიციარია დაახლოებით 300-მდე ოჯახი. მატერიალური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება შესაბამისი დოკუმენტაციით (მშობლების პირადობის მოწმობის ასლები, ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები), ხოლო რაც შეეხება 3 შვილიან ოჯახებს დამატებით დაურთონ ამონაწერი სოციალურად დაუცველის სარეიტინგო ქულის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 70 000-ს. პროგრამის მართვა: თანხა ბენეფიციარს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე (ან საბანკო დაწესებულების მეშვეობით) შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 4.5 ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 05) ქალაქში დემოგრაფიული სიტუაციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანის მამა უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთში 2017 წლამდე, რომელთაც ჰყავთ ხუთი და მეტი შვილი (უფროსი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებამდე), მიზანშეწონილია წელიწადში ერთხელ გაეწიოს მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით. მატერიალური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება შესაბამისი დოკუმენტაციით (მშობლების პირადობის მოწმობის ასლები, ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები). პროგრამის მართვა: თანხის გამოყოფა და ჩარიცხვა განხორციელდება წელიწადში ერთხელ. თანხა ბენეფიციარს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე (ან საბანკო დაწესებულების მეშვეობით) შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 4.6 სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარებები (პროგრამული კოდი 06 06) აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სადღესასწაულო დღეებში შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარების მატერიალურ წახალისებას:
100 წელს მიღწეული უხუცესები - 500 ლარი ერთჯერადად.
თანხა პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე. თანხები გამოიყოფა შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 4.7 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური კვლევის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 07) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოციალური სერვისებით უზრუნველყოფის, შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის ბავშვთა) პრევენციული, სარეაბილიტაციო და ალტერნატიული მომსახურების, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველი და მიუსაფარ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებზე ინფორმაციის მომზადება; აწარმოებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალური პირობების გავლენის შესწავლას, დემოგრაფიული პროცესების ინფორმაციული ბანკის შექმნას, მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ეკონომიკური აქტივობის სტატუსის (დასაქმების, უმუშევრობის) საინფორმაციო ბანკის შექმნას, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მუშაობის (უბნების მიხედვით) ხელშეწყობას მათი უფლებამოსილების ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით (წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე შესაბამისი ინფორმაციისა და დასკვნის მიწოდება). 4.8 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 08) ა) პროგრამის მიზანია შინმოვლის სერვისის განვითარებისა და დანერგვის გზით უნარშეზღუდული/მოწყვლადი ადამიანებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. კვალიფიციური სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიწოდება საცხოვრებელ ადგილზე იმ პირთათვის, რომლებიც საკუთარ თავს ვერ უვლიან. ბ) არამდგრადი შრომის ბაზარი, სოციალურად დაუცველი ოჯახები, საკვებ პროდუქტებზე მაღალი ფასები მოითხოვს შეიქმნას ერთჯერადად, უფასო კვების სერვისი. აღნიშნულ სერვისში ყოველდღიურად ისადილებს დაახლოებით 250 ბენეფიციარი. პროგრამის მართვა: ა) პროგრამა ითვალისწინებს დაუძლურებული ან/და ლოგინს მიჯაჭვული ბენეფიციარებისათვის, კვალიფიციური მედდების, ექიმისა და ტექნიკური მუშაკის დახმარებით, სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდებას ადგილებზე. სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია მოიცავს მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: საკვებისა და მედიკამენტების მიღებას, ნაწოლების დამუშავებას, წნევის კონტროლს, პირად ჰიგიენას, ყოველდღიურ ინსტრუმენტალურ აქტივობებს და სხვას. პროგრამის ბენეფიციარია 31 ავადმყოფი. პროგრამის ბენეფიციარების ჩამონათვალი განისაზღვრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ დირექტორის დასაბუთებული ბრძანებით. ბ) უფასო კვებით უზრუნველსაყოფად სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახურში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ბენეფიციარების დაფინანსებაზე დასაბუთებულ ბრძანებას გამოსცემს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ დირექტორი. |
5.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ ფოთში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. 5.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ ფოთში ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. 2018 წელს სავარაუდოდ მოხდება 110 ვაჟის გაწვევა. |
თავი III
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 19.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები