დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის #7/48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13/21 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/05/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016388 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №7/48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №7/48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016366) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები 20 312.9 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 21 493.6 ათ. ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 5 952.7 ათ. ლარით; ა.გ.ა) გათანაბრებითი ტრანსფერი 1 118.8 ათ. ლარით; ა.გ.ბ) მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარით; ა.გ.გ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 4 573.9 ათ. ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი 129.0 ათ. ლარით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ბ.ა) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; ბ.ბ) მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 14 099.8 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6 851.4 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7 251.4 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 400.0 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ბ.გ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 129.0 ათ. ლარის ოდენობით.“; ბ.დ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის 1.3.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „1.3.2 ქალაქის გამწვანება (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სასათბურე მეურნეობის მოწყობა დეკორატიული ნერგების, ჩითილებისა და სათესი მასალების გამოსაყვანად, რათა მოხდეს ქალაქის ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში სხვადასხვა ხე-მცენარის, ასევე ერთწლიანი და მრავალწლიანი ყვავილებისა დარგვა.“; ბ.ე) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის 3.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „3.2 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში 2018 წელს დაგეგმილია სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კაპ. შეკეთების და გაზიფიცირების სამუშაოები. “ ბ.ვ) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის 4.3.3.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „ 4.3.3.5 უსინათლოების მატერიალური დახმარება წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შესაძენად (პროგრამული კოდი 06 03 03 07) პროგრამა ითვალისწინებს 40 წლის ასაკის ზემოთ უსინათლო პენსიონერთათვის 150 ლარამდე ღირებულების წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შეძენას. პროგრამის მართვა: უსინათლო პენსიონერი (შემდგომში – ბენეფიციარი), წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შესაძენად, განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის განყოფილებიდან, რომ ბენეფიციარი არის უსინათლო პენსიონერი, ფორმა №IV-100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ფასთა გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოთხოვნის შესაბამისად, განხორციელდება წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შესყიდვა. წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, მოხდება ბენეფიციარებზე წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების გადაცემა.“; ბ.ზ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 19. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 30 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები