„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №7/48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №7/48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5/7
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.111.016374
5/7
07/02/2018
ვებგვერდი, 13/02/2018
190020020.35.111.016374
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №7/48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №5/7

2018 წლის 7 თებერვალი

ქ. ფოთი

 

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №7/48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №7/48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016366) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა.ა) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე ბრძანების პროექტი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან შეთანხმებით წარედგინება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს.“

ა.ბ) მე-17 მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით;

4. წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით.

5. სხვა გაუთვალისწინებელი კულტურული და ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ხარჯების მუხლიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით.

7. უფლება მიეცეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს კონკრეტულ შემთხვევებში პროგრამის შიგნით გადაანაწილოს და ცვლილებები შეიტანოს შესაბამისი ღონისძიებებიდან გამომდინარე, ასევე საერთო სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან თანხის ასახვის განხორციელებისას – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

8. უფლება მიეცეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს განსაზღვროს (დაამტკიცოს) კონკრეტული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი ღონისძიებების ან/და ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი თანხების ზღვრული ოდენობა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით.“;

 ა.გ) მე-18 მუხლის 2.1.2.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2.1.2.1 სხვა გაუთვალისწინებელი ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 02 01)

აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება გულისხმობს საბიუჯეტო წლის დასაწყისში დაუგეგმავ და აუცილებლად განსახორციელებელ ახალგაზრდულ და სპორტულ ღონისძიებებს, რომლებიც მოთხოვნის, შესაბამისი კომპეტენტური დასკვნების (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დასკვნა) და დასაბუთებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე დაფინანსებულ იქნება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.“

ა.დ) მე-18 მუხლის 2.2.2.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2.2.2.1 სხვა გაუთვალისწინებელი კულტურული ღონისძიებები

 (პროგრამული კოდი 05 02 02 01)

აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება გულისხმობს საბიუჯეტო წლის დასაწყისში დაუგეგმავ და აუცილებლად განსახორციელებელ კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც მოთხოვნის, შესაბამისი კომპეტენტური დასკვნების (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დასკვნა) და დასაბუთებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე დაფინანსებულ იქნება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.“

 ა.ე) მე-18 მუხლის 4.2.1, 4.2.2 და 4.2.3 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4.2.1 მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობა (პროგრამული კოდი 06 02 01)

პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსებას, მათ შორის ძვირადღირებულ ოპერაციებს, გამოკვლევებს.

პროგრამის მართვა:

მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, ფორმა №100, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომართვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამონაწერი სოციალურად დაუცველი სარეიტინგო ქულის შესახებ და პირადობის მოწმობის ასლი.

მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურთან არსებული ,,მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის“ პროგრამის განმახორციელებელი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის მიერ (თვეში ორჯერ). განხილვისას გათვალისწინებული იქნება ავადმყოფის ასაკი, დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ წარმოდგენილი დასკვნა ავადმყოფის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა და დამტკიცებული ლიმიტი.

 მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მკურნალობის ღირებულება დაუფინანსდებათ ანგარიშფაქტურით წარმოდგენილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა, ხოლო მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 100 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა, ან არ არიან დარეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში, მკურნალობის ღირებულება დაუფინანსდებათ ანგარიშ-ფაქტურით წარმოდგენილი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პაციენტს საბიუჯეტო წლის განმავლობაში დახმარება შეიძლება გაეწიოს არაუმეტეს ორისა (განსაკუთრებულ შემთხვევაში).

თანხები გამოიყოფა სამუშაო ჯგუფის შესაბამისი გადაწყვეტილების და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

4.2.2 მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02)

აღნიშნული პროგრამით განხორციელდება მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური რესურსი გადანაწილებულია:

ა) მოსახლეობის ერთჯერადი (70-ლარიანი) დახმარება 60.0 ათ. ლარი;

ბ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა დახმარება 20.0 ათ. ლარი.

პროგრამის მართვა:

მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №100, პირადობის მოწმობის ასლი, აფთიაქიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა ან/და მედიკამენტის ღირებულების შესახებ ამონაწერი.

მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურთან არსებული ,,მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის სხდომის მიერ. განხილვისას გათვალისწინებული იქნება დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ წარმოდგენილი დასკვნა ავადმყოფის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა.

აღნიშნული პროგრამით პაციენტებს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში მედიკამენტის სახით, დახმარება შეიძლება გაეწიოს ერთჯერადად 70 ლარის ფარგლებში, ასევე წელიწადში ერთჯერ – განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფებს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საერთო დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში.

თანხები გამოიყოფა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის მომართვის, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების (ბრძანება გამოიცემა სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე გასაწევ ან/და გაწეულ ხარჯებზე) საფუძველზე.

პროგრამის მომსახურე აფთიაქ(ებ)იდან ანგარიშის წარდგენა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურში მოხდება თვეში ორჯერ.

4.2.3 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზის პროგრამაში მონაწილეთა ტრანსპორტირება (პროგრამული კოდი 06 02 03)

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზით დაავადებულთა ქალაქგარეთ ტრანსპორტირების პროგრამის მიზანია მძიმე მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა უფასო, სრულყოფილი და ოპერატიული სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით.

პროგრამის მართვა:

პაციენტი ან/და მეურვე განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს ექიმის მიერ გაცემული ფორმა №100, ავადმყოფის დიაგნოზისა და ტრანსპორტირების აუცილებლობის მითითებით. შემოსული დოკუმენტაცია მოწმდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურში. პროგრამაში მონაწილეთა დიალიზის ჩასატარებლად, სხვადასხვა ქალაქებში ტრანსპორტირებისათვის საჭირო ხარჯები ანაზღაურდება თვეში 150 ლარის ოდენობით; ხოლო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა ქალაქგარეთ ტრანსპორტირების შემთხვევაში - წელიწადში ერთჯერ:

ა) ფოთი - თბილისი - 250 ლარი;

ბ) ფოთი - ქუთაისი - 150 ლარი;

გ) ფოთი - ბათუმი - 150 ლარი;

დ) ფოთი - ზუგდიდი - 150 ლარი.

ბიუჯეტიდან გამოყოფილი მატერიალური დახმარება, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრულ პირებს დაერიცხებათ საბანკო ანგარიშზე.“

ა.ვ) მე-18 მუხლის 4.3.3.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4.3.3.4 უსინათლოების მატერიალური დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად (პროგრამული კოდი 06 03 03 06)

პროგრამა გულისხმობს უსინათლო პენსიონერთათვის ყოველთვიურად 40 ლარიან შეღავათიან პაკეტს კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად.

პროგრამის მართვა:

უსინათლო პენსიონერი (შემდგომში – ბენეფიციარი) კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების მისაღებად განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის განყოფილებიდან, რომ ბენეფიციარი არის უსინათლო პენსიონერი.

ბენეფიციარების დაფინანსებაზე დასაბუთებულ ბრძანებას გამოსცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.

პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათი 40 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად დაერიცხებათ საბანკო ანგარიშებზე. თანხის გაცემა იწარმოებს პლასტიკური ბარათების მეშვეობით.

ბენეფიციართა სია არანაკლებ წელიწადში ორჯერ უნდა იქნას წარმოდგენილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ.“;

ა.ზ) მე-18 მუხლის 4.3.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4.3.4 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 05)

პროგრამა უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი ოჯახების წახალისებას, რათა ხელი შეუწყოს დემოგრაფიული ფონის გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში ახალშობილთა ოჯახებისათვის (მათ შორის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილებზე) გათვალისწინებულია ერთჯერადად 100 ლარით დახმარება, იმის გათვალისწინებით, რომ ახალშობილის მშობლები უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში 2018 წლამდე.

პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებისათვის მატერიალური დახმარების უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება ახალშობილის მშობლის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის (მშობლების პირადობის მოწმობის ასლები, მონაცემები მათი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, დევნილის შემთხვევაში - დევნილის მოწმობის ასლი, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი) საფუძველზე.

პროგრამის მართვა:

თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) დასკვნის, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“;

ა.თ) მე-18 მუხლის 4.4 და 4.5 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4.4 მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება (პროგრამული კოდი 06 04)

ქალაქში დემოგრაფიული სიტუაციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანის მშობლები უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთში 2018 წლამდე, რომლებიც ზრდიან 3 და მეტ არასრულწლოვან მოზარდს (უფროსი შვილის 17 წლის ასაკის შესრულებამდე), ბოლო შვილზე მიზანშეწონილია დაენიშნოს ყოველთვიური მატერიალური დახმარება:

- 3 შვილიან ოჯახს – 50 ლარი;

- 4 შვილიან ოჯახს – 100 ლარი;

- 5 შვილიან ოჯახს – 190 ლარი;

- 6 შვილიან ოჯახს – 220 ლარი;

- 7 შვილიან ოჯახს – 300 ლარი;

- 8 და მეტ შვილიან ოჯახს – 450 ლარი.

ქვეპროგრამის ბენეფიციარია დაახლოებით 300-მდე ოჯახი.

მატერიალური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება შესაბამისი დოკუმენტაციით (მშობლების პირადობისა და ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები).

პროგრამის მართვა:

თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) დასკვნის, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

4.5 ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 05)

ქალაქში დემოგრაფიული სიტუაციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანის მშობლები უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთში 2018 წლამდე, რომელთაც ჰყავთ ხუთი და მეტი შვილი (უფროსი შვილის 17 წლის ასაკის შესრულებამდე), მიზანშეწონილია წელიწადში ერთხელ გაეწიოს მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით.

მატერიალური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება შესაბამისი დოკუმენტაციით (მშობლების პირადობისა და ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები).

 პროგრამის მართვა:

თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) დასკვნის, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“

ა.ი) მე-18 მუხლის 4.8 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4.8 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 08)

ა) პროგრამის მიზანია შინმოვლის სერვისის განვითარებისა და დანერგვის გზით უნარშეზღუდული/მოწყვლადი ადამიანებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, კვალიფიციური სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიწოდება საცხოვრებელ ადგილზე იმ პირთათვის, რომლებიც საკუთარ თავს ვერ უვლიან.

ბ) არამდგრადი შრომის ბაზარი, სოციალურად დაუცველი ოჯახები, საკვებ პროდუქტებზე მაღალი ფასები მოითხოვს შეიქმნას ერთჯერადად, უფასო კვების სერვისი. აღნიშნულ სერვისში ყოველდღიურად ისადილებს დაახლოებით 250 ბენეფიციარი.

პროგრამის მართვა:

 ა) პროგრამა ითვალისწინებს დაუძლურებული ან/და ლოგინს მიჯაჭვული ბენეფიციარებისათვის, კვალიფიციური მედდების, ექიმისა და ტექნიკური მუშაკის დახმარებით, სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდებას ადგილებზე.

 სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია მოიცავს მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: საკვებისა და მედიკამენტების მიღებას, ნაწოლების დამუშავებას, წნევის კონტროლს, პირად ჰიგიენას, ყოველდღიურ ინსტრუმენტალურ აქტივობებს და სხვას.

 პროგრამის ბენეფიციარების ჩამონათვალი განისაზღვრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ დირექტორის დასაბუთებული ბრძანებით;

ბ) უფასო კვებით უზრუნველსაყოფად სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

 ბენეფიციარების დაფინანსებაზე დასაბუთებულ ბრძანებას გამოსცემს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ დირექტორი.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.  

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კაკულია