დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის #7/48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4/6 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 31/01/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016373 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №7/48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის №136 განკარგულების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №7/48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016366) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები 20 312.9 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 21 493.6 ათ. ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 5 952.7 ათ. ლარით; ა.გ.ა) გათანაბრებითი ტრანსფერი 1 118.8 ათ. ლარით; ა.გ.ბ) მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარით; ა.გ.გ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 4 573.9 ათ. ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი 150.0 ათ. ლარით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ბ.ა) პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 . ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 19 912.9 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 10 500.0 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5 952.7 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 6. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 3460.2 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 14 242.7 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6 413.6 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6 813.6 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 400.0 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -743.4 ათ. ლარის ოდენობით. მუხლი 11. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 1 180.7 ათ. ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1 180.7 ათ. ლარის ოდენობით. მუხლი 12. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -437.3 ათ. ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისათვის „ქ. ფოთში რუხაძის, ვაჟა-ფშაველას, გორგასლის ქუჩების რეაბილიტაცია“ (2009 წ.), „ქალაქ ფოთში ჭავჭავაძის ქუჩის (ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი გზა), ჭავჭავაძის ჩიხისა და მდინარე რიონის გასწვრივ (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია“ (2011წ.) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრედიტო ვალდებულებები (კრედიტების ძირითადი თანხა) მუნიციპალური განვითარების ფონდისადმი 2018 წელს შეადგენს 142.4 ათ. ლარს. 2017 წლის კრედიტორული დავალიანებები შეადგენს 294.9 ათ. ლარს.“; ბ.ბ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი, 1.1, 1.2 და 1.2.1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. ამიტომ, აღნიშნული მიმართულება ქალაქის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. კერძოდ, გზის ასფალტბეტონის საფარის კაპიტალური რემონტის, ცენტრალური ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობის (ფარნავაზ მეფის ქუჩა სამეგრელოს მოედნიდან რუსთაველის რკალამდე), მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების მოვლა-პატრონობის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის, ცოტნე დადიანის მოედანზე განათების მოწყობის, განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურების, დახურული სანიაღვრე არხების კაპ. რემონტის, მალთაყვის სანაპირო ზოლის (მათ შორის, მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ეზოს მოწყობის, ახალ რაიონში საბავშვო ბაღის მიმდებარე ეზოს მოწყობის, უპოვართა სასადილოს დარბაზის კაპ. რემონტის, დიდების მემორიალის კაპ. რემონტის, მაწანწალა ძაღლების იზოლირების, გამწვანების სამუშაოები და სხვა. 1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (გზები და ხიდები) (პროგრამული კოდი 03 01) ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საჭიროა საგზაო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი მოწესრიგება. 2018 წელს დაგეგმილია გზის ასფალტბეტონის საფარის კაპიტალური რემონტის და ცენტრალური ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობის (ფარნავაზ მეფის ქუჩა სამეგრელოს მოედნიდან რუსთაველის რკალამდე) სამუშაოები. 1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტების, ჩამდინარე წყლების მართვის, გარე განათებისა და სატუმბი სადგურების ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. მოხდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოები, უზრუნველყოფილი იქნება მაწანწალა ძაღლების იზოლირება. 1.2.1 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 01) ქალაქში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ვერ ახორციელებენ საერთო ქონების დამოუკიდებელ მოვლა-პატრონობას და განვითარებას. აქედან გამომდინარე, გათვალისწინებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოების დაფინანსება. ასევე განხორციელდება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობის სამუშაოები.“. ბ.გ) მე-18 მუხლის 1.3 და 1.3.1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სადღესასწაულო ქალაქგაფორმების, ახალ რაიონში საბავშვო ბაღის მიმდებარე ეზოს მოწყობის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ეზოს მოწყობის, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის, მალთაყვის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობის, სხვადასხვა ობიექტების კაპ. რემონტის, გამწვანების სამუშაოები და სხვა ღონისძიებები. 1.3.1 კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის შესაბამისად, 2018 წელს განხორციელდება ქალაქის მოსახლეობისათვის საახალწლო-სადღესასწაულო განწყობის შექმნის მიზნით ინვენტარის შეძენა და ქუჩების მორთვა სხვადასხვა სადღესასწაულო აქსესუარებით. ასევე განხორციელდება სადღესასწაულო აქსესუარების დემონტაჟის, შენახვა-დასაწყობების, სახელმწიფო დროშების შეძენის, უპოვართა სასადილოს დარბაზის კაპ. რემონტის, დიდების მემორიალის კაპ. რემონტის, ახალ რაიონში საბავშვო ბაღის მიმდებარე ეზოს მოწყობის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ეზოს მოწყობის, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის, მალთაყვის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობის სამუშაოები და სხვა.“; ბ.დ) მე-18 მუხლს დაემატოს 2.1.4 და 2.1.5 ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 2.1.4 სტადიონის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 04) ქალაქ ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია გათვლილია 6000 ადამიანზე. მეორე ეტაპზე განხორციელებული სამუშაოების მოცულობა შესრულდება 2000 მაყურებელზე. დაგეგმილია აღმოსავლეთ ტრიბუნის მშენებლობის, მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურისა და გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები. 2.1.5 სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია-მშენებლობა (პროგრამული კოდი 05 01 05) პროგრამის ფარგლებში 2018 წელს გათვალისწინებულია ნ. ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სპორტული დარბაზის კაპ. შეკეთება. აღნიშნული სპორტული ობიექტის მოწესრიგება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარებას.“. ბ.ე) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 19. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 31 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები