დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №7/48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 22/36 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016405 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №7/48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №2367 განკარგულების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №7/48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016366) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები 21 179.3 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 22 360.0 ათ. ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 6 819.1 ათ. ლარით; ა.გ.ა) გათანაბრებითი ტრანსფერი 1 118.8 ათ. ლარით; ა.გ.ბ) მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარით; ა.გ.გ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 5 440.3 ათ. ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი 79.0 ათ. ლარით.“. ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ბ.ა) პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 20 779.3 ათ. ლარის ოდენობით.
“; ბ.ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6 819.1 ათ. ლარის ოდენობით.
“;
ბ.გ) მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 15 408.2 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6 409.4 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6 809.4 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 400.0 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ბ.დ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის − 6.3 ათ. ლარი; დ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის − 8.7 ათ. ლარი.“; ბ.ე) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი, 1.1, 1.2 და 1.2.1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. ამიტომ, აღნიშნული მიმართულება ქალაქის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. კერძოდ, გზების რეაბილიტაციის პროექტირების, ქუჩების ორმული შეკეთების, ცენტრალური ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობის (ფარნავაზ მეფის ქუჩა სამეგრელოს მოედნიდან რუსთაველის რკალამდე), გალერეისა და გზის დაზიანებული ასფალტოსაფარის აღდგენითი სამუშაოების (9 აპრილის ხეივნისა და ნიკო ნიკოლაძის სანაპიროს კვეთაზე), შუქნიშნებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების შეძენის, ქუჩებში სათვალთვალო ვიდეოკამერების მოწყობის, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების მოვლა-პატრონობის, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაციის პროექტირების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის, ცოტნე დადიანის მოედანზე განათების მოწყობის, განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურების, დახურული სანიაღვრე არხების კაპ. რემონტის, სანიაღვრე არხების მოწყობის პროექტირების, სატუმბი სადგურის მშენებლობის პროექტირების, მალთაყვის სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციის, კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროექტირების, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ეზოს მოწყობის, ახალ რაიონში საბავშვო ბაღის მიმდებარე ეზოს მოწყობის, უპოვართა სასადილოს დარბაზის კაპ. რემონტის, დიდების მემორიალის კაპ. რემონტის, კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციის, მაწანწალა ძაღლების იზოლირების, გამწვანების სამუშაოები და სხვა. 1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (გზები და ხიდები) (პროგრამული კოდი 03 01) ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საჭიროა საგზაო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი მოწესრიგება. 2018 წელს დაგეგმილია გზების რეაბილიტაციის პროექტირების, ქუჩების ორმული შეკეთების, ცენტრალური ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობის (ფარნავაზ მეფის ქუჩა სამეგრელოს მოედნიდან რუსთაველის რკალამდე), გალერეისა და გზის დაზიანებული ასფალტოსაფარის აღდგენითი სამუშაოები (9 აპრილის ხეივნისა და ნიკო ნიკოლაძის სანაპიროს კვეთაზე), შუქნიშნებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების შეძენის, ქუჩებში სათვალთვალო ვიდეოკამერების მოწყობის სამუშაოები. 1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტების მოვლა-პატრონობის, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაციის პროექტირების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოების, ჩამდინარე წყლების მართვის, გარე განათებისა და სატუმბი სადგურების ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება მაწანწალა ძაღლების იზოლირება. 1.2.1 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 01) ქალაქში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ვერ ახორციელებენ საერთო ქონების დამოუკიდებელ მოვლა-პატრონობას და განვითარებას. აქედან გამომდინარე, გათვალისწინებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობის და ლიფტების რეაბილიტაციის პროექტირების სამუშაოების დაფინანსება.“; ბ.ვ) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის 4.2.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 4.2.2 მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02) აღნიშნული პროგრამით განხორციელდება მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური რესურსი გადანაწილებულია: ა) მოსახლეობის ერთჯერადი (70-ლარიანი) დახმარება 63.0 ათ. ლარი; ბ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა დახმარება 23.0 ათ. ლარი. პროგრამის მართვა: მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №100, პირადობის მოწმობის ასლი, აფთიაქიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა ან/და მედიკამენტის ღირებულების შესახებ ამონაწერი. მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურთან არსებული ,,მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის სხდომის მიერ. განხილვისას გათვალისწინებული იქნება დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ წარმოდგენილი დასკვნა ავადმყოფის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა. აღნიშნული პროგრამით პაციენტებს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში მედიკამენტის სახით, დახმარება შეიძლება გაეწიოს ერთჯერადად 70 ლარის ფარგლებში, ასევე წელიწადში ერთჯერ – განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფებს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საერთო დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში. თანხები გამოიყოფა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის მომართვის, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების (ბრძანება გამოიცემა სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე გასაწევ ან/და გაწეულ ხარჯებზე) საფუძველზე. პროგრამის მომსახურე აფთიაქ(ებ)იდან ანგარიშის წარდგენა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურში მოხდება თვეში ორჯერ.“; ბ.ზ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 18 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები